Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ენთუზიასტი
> არავინდაარაფერი > სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ენთუზიასტი

სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ენთუზიასტი


4-11-2015, 21:11. ავტორი: Amuri
დიმიტრი მალაღურაძე


ეზოში სანდომიანი შუახნის ქერათმიანი კაცი გამართული ნაბიჯით შემოვიდა, აქ მდგომმა ახალგაზრდებმა მოკრძალებით შეხედეს მას გზა დაუთმეს.
ახლადმოსული ყველას მიესალმა. ზოგს ამბავი ჰკითხა ოჯახური მდგომარეობისა და სპორტული მუშაობის შესახებ. სადარბაზოში შევიდა და თავის სამუშაო ოთახისაკენ გასწია. ეს გახლდათ სასწავლო რაზმის ფიზკულტურის ინსტრუქტორი - ალექსანდრე სპირიდონის ძე კარპოვი, რომელსაც ამხანაგები საშას ეძახიან.
30 წელზე მეტია, რაც ა.კარპოვი ფიზკულტურის საქმეს ღირსეულად ემსახურება. ახალგაზრდობიდან კალაბურთით და ფრენბურთით იყო გატაცებული, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრებშიც კი შედიოდა და არაეთხელ დაუცავს ჩვენი რესპუბლიკის სპორტული ღირსება.
მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მან საბჭოთა არმიის რიგებში განაგრძო მოღვაწეობა.
სამამულო ომის წლებში, ა.კარპოვი სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა, რისთვისაც დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით.
1952 წელს ა.კარპოვი გადაყვანილ იქნა სახანძრო დაცვაში, სადაც განაგრძო თავისი საყვარელი საქმე, წარმატებით აითვისა მისთვის ახალი სახანძრო-გამოყენებითი სპორტის სახეობები და გამოცდილი მწვრთნელი გახდა.
ა.კარპოვის საწვრთნელო მუშაობაში მთავარი პედაგოგიური მიდგომა, იმის შთაგონება, რომ მხოლოდ დაუღალავი შრომითა და სისტემატური ვარჯიშით შეიძლება მიაღწიო სასურველ შედეგს. ის მთავარ ყურადღებას უთმობს სპორტსმენის საერთო სპორტულ მომზადებას - განსაკუთრებით კი მძლეოსნობას და ტანვარჯიშს, როგორც თანამედროვე სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ძირითად დასაყრდენს. იგი თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებს სპორტსმენებს, უნერგავს მათ სპორტულ ჟინს რითაც დიდ ინტერესს იწვევს მათში.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ა.კარპოვი მიიწვიეს ქ.თბილისის სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ნაკრები გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელად, მან თავისი დაუღალავი შრომით შეძლო გუნდის წევრთა მობილიზაცია და ზოგიერთი ელემენტის შესრულების სრულყოფა.
როგორც ცნობილია, შეჯიბრებაზე ქ.თბილისის ნაკრების პირველმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ზოგი მონაწილე კი, მაგალითად ი.კონდრიკი, ა.ჭაბუკიანი, ვ.პეტროსიანი და რ.ლევჩუკი ჩემპიონები გახდნენ, რაც იმის შედეგი იყო, რომ ნაკრების წევრებთან საწვრთნელი მუშაობა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა, ამ საქმეშიც ა.კარპოვს გარკვეული წვლილი მიუძღვის.
ა.კარპოვი მარტო მწვრთნელი კი არ არის, ფიზმომზადების მასწავლებელი და კარგი მეთოდისტი, აღმზდელი და ორგანიზატორიცაა.
ა.კარპოვი თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს სპორტ საზოგადოება „დინამოს“ მუაშობაში. სანიმუშოდ აქვს დაყენებული საქმე სასწავლო რაზმის ძირეულ სპორტ ჯგუფში, აქტიურ მუშაობას ეწევა რესპუბლიკის სახანძრო გამოყანებითი სპორტის ფედერაციის პრეზიდიუმში, ქალაქ თბილისის სახანძრო გამოყენებითი სპორტის ფედერაციაში კი მსაჯთა კოლეგიის თავჯდომარედ ითვლება.
ახალგაზრდული შემართებით, ენერგიითა და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება ა.კარპოვი თავის მოვალეობას. ვუსურვებთ შემდეგშიაც წარმატებით მოღვაწეობას სახანძრო-გამოყენებითი სპორტის და ფიზკულტურული მუშაოების საპატიო სარბიელზე.
1970წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.26-28

უკან დაბრუნება