Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მამაკაცმა სახანძროს მანქანა გაიტაცა და შეყვარებულთან წავიდა
> ეს საინტერესოა > მამაკაცმა სახანძროს მანქანა გაიტაცა და შეყვარებულთან წავიდა

მამაკაცმა სახანძროს მანქანა გაიტაცა და შეყვარებულთან წავიდა


15-05-2014, 08:32. ავტორი: Amuri საფრანგეთში, 24 წლის მამაკაცმა, სახელად ბორისმა სახანძროს მანქანა იმისთვის გაიტაცა, რომ შეყვარებულთან შესახვედრად წასულიყო.
ვიდრე შემთხვევა მოხდებოდა, ბორისი ბარში იყო და ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც მანქანის გატაცება გადაწყვიტა. ბიჭს უნდოდა, შეყვარებული ენახა, რომელიც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მაგრამ იგი ჩვეულებრივი გზით, კარით შენობაში ვერ შეაღწევდა. ამიტომ მან გადაწყვიტა სახანძროში წასულიყო, რათა იქ კიბე ეშოვა და შეყვარებულის ფანჯარამდე მისი საშუალებით ასულიყო.
სახანძრო სამსახურში როგორ შეძლო შესვლა, უცნობია. ცნობილია, რომ მან მანქანაში გამოძინებაც მოასწრო, ვიდრე გულის სწორთან გაემართებოდა.
მოგვიანებით, გამვლელებმა შეამჩნიეს, რომ მანქანა ქუჩაში უჩვეულოდ მოძრაობდა და პოლიციას შეატყობინეს.
ახლა მანქანის გამტაცებელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
უკან დაბრუნება