Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარი “Triangle Shirtwaist Company”-ს ქარხანაში, 1911წელი
> ეს საინტერესოა > ხანძარი “Triangle Shirtwaist Company”-ს ქარხანაში, 1911წელი

ხანძარი “Triangle Shirtwaist Company”-ს ქარხანაში, 1911წელი


15-05-2014, 08:38. ავტორი: Amuri ქარხანაში ყოველთვის კეტავდნენ კარებს, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ ახალგაზრდა იმიგრანტი ქალები თავიანთ დანადგარებთან მუშაობდნენ და არაფერს იპარავდნენ. საგულდაგულოდ ჩარაზული კარები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1911 წლის 25 მარტს, შაბათ დღეს, როდესაც ნიუ-იორკის ქარხნის მე-8 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. 30 წუთში ხანძარმა 146 მუშა შეიწირა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო კატასტროფა.
თვითმხილველები ერთხანს ფიქრობდნენ, რომ ქარხნის მეპატრონეები საუკეთესო მუშების გადარჩენის მიზნით, მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ. შემდეგ მიხვდნენ, რომ მუშები თვითონ ხტებოდნენ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაუდგათ თვალწინ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტრაგედიისას. ქარხანაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გეზი მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომლის მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილების უსაფრთხოება იყო.
უკან დაბრუნება