Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ეფესოს ტაძარი
> ეს საინტერესოა > ეფესოს ტაძარი

ეფესოს ტაძარი


30-05-2014, 22:02. ავტორი: Amuri ეფესოს ტაძარიარტემიდას ტაძარი (ბერძნ. Artemision, ლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურ-ქეთის ტერიტორიაზეა.
თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰერო-სტრატოსმა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.
1869 წელს ექვს წლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი. გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე. შემდგომ წლებში (1904-06)დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით ჩტარებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები.
დღეისთვის ეს ტერიტორია მიეკუთვნება სელჩუკის გარეუბანს. ტე-რიტორია აღნიშნულია ცალკე მდგომი, გათხრების დროს აღმოჩენილი სვეტის ფრაგმენტით.
უკან დაბრუნება