Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 რუსთავში სახლს ხანძარი მესამედ გაუჩნდა - ოჯახი ირწმუნება, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება
> ახალი ამბები > რუსთავში სახლს ხანძარი მესამედ გაუჩნდა - ოჯახი ირწმუნება, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება

რუსთავში სახლს ხანძარი მესამედ გაუჩნდა - ოჯახი ირწმუნება, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება


4-06-2014, 02:07. ავტორი: Amuri რუსთავში, ჭავჭავაძის #6-ში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ფოჩხუების ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ხანძრის დროს ისინი აივანზე ისხდნენ, კვამლის სუნზე ოთახში შევიდნენ და ნახეს, რომ იქაურობას ცეცხლი ეკიდა.
ხანძრის ლიკვიდაცას რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე მოგვიანებით დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო მანქანა თბილისიდან გამოიძახეს.
ოჯახის დიასახლისის მადონა ფოჩხუას დედის, რიმა მეგრელიშვილის განცხადებით, სახლში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცეცხლი უკვე მესამედ გაჩნდა - პირველად 25 მაისს, მეორედ 1-ელ ივნისს, მესამედ კი - დღეს. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება და მას რაღაც უხილავი ძალა აჩენს. მათი თქმით, ცეცხლი ეკიდება ფარდას, ბალიშს, კარადაში ტანსაცმელს. თუმცა მათი ნათქვამის მეხანძრეებს და პოლიციას არ სჯერათ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საცხოვრებელი ბინის მთელი ფართი და საოჯახო ნივთები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

http://www.palitratv.ge

უკან დაბრუნება