Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნები
> ინფორმაცია, სახანძრო ავტოტექნიკის ისტორია > სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნები

სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნები


14-10-2017, 19:50. ავტორი: Amuri პირველი სპეციალური სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნები სამხედრო აეროდრომებზე გამოჩნდნენ 40 -იან წლებში. ისინი დამონტაჟებულნი იყვნენ სამხედრო დანიშნულების სატვირთო ავტომობილებზე შასზე. სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნების განვითარებაში მნიშნელოვანი პროგრესი კი დაიწყო როცა ექსპლუატაციაში შევიდნენ „ბოინგ-727“ ტიპის ავიალაინერები, რომელთა მგზავრთა ტევადობა იყო 300-400 კაცი.
ამ დროიდანვე იხვეწება საზღვარგარეთული სააეროდრომო სამსახურის სახანძრო ავტომანქანების კონსტრუქცია.
გამოთვლილია, რომ თვითმფრინავების ავარიების 70 პროცენტი ხდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გამოყოფილ იქნა აეროდრომების კრიტიკულ ზონა 100 მეტრი 3-კილომეტრიანი ასაფრენ-გასაფრენი ზოლის ირგვლივ. ეს ტერიტორია ითვლება სააეროდრომო სამსახურის სახანძრო ავტომანქნების სამუშაო ზონად. სახანძრო დეპო უნდა მდებარეობდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 300 მეტრი მანძილის დაშორებით. ისე რომ, სახანძრო ავტომანქანას დისლოკაციის ადგილიდან ზოლის ბოლომდე მისვლისათვის დასჭირდეს ორი წუთი, ხოლო ყველაზე შორეულ კრიტიკულ წერტილამდე - 3 წუთი. თანამედროვე სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნები არსებობს ორი სახის - პირველადი და ძირითადი. პირველადი ავტომანქანა არის მსუბუქი, სწრაფმოძრავი ავტომობილი, რომელიც ავარიის ადგილამდე ორ წუთში მიდის და იწყებს პირველ შეტევას ცეცხლზე. იმავდროულად ის იძლევა პირობებს ძირითადი სახანძრო ავტომანქანების მოსვლისა და მათი ნორმალური მუშაობისათვის. ძირითად ავტომანქნებს შეიძლება მოჰყვეს დამხმარე სატვირთო ავტომანქნები, ცისტერნები (35-დან 50 ათასამდე ლიტრ მოცულობის წყლით), ტუმბოებით და სხვა საშუალებებით აღჭურვილი. პირველადი ავტომანქანების კონსტრუქცია დიდად არ განსხვავდება პირველი დახმარების სახანძრო ავტომანქანებისაგან. ისინი მონტაჟდება 4X4 შასზე და გადააქვთ 1200 ლიტრამდე წყალი, აგრეთვე 300-500 კგ. ცეცხლსაქრობი საშუალება - ფხვნილი, სპეციალური მაშველი მოწყობილობა. ასეთი ავტომანქნები ავითარებენ 140 კმ/სთ-მდე სიჩქარეს.
ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავთან მიახლოებისას სასტარტო ავტომანქანები მასირებულ დარტყმას აყენებენ ცეცხლს ნაკადით (42 ლიტრი წამში). უფრო სწორად კი განოიყენება ფხვნილი. სასტარტო ავომანქანების ეკიპაჟი აღჭურვილია მთელი რიგი საშუალებებით რაც აუცილებელი ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის.
ასეთი სახის ავტომანქნები რჩება ხანძრის ქრობის ძირითად საშუალებად. მცირე ზომის აეროდრომებზე მათთან ერთად გამოიყენება საშუალო სახანძრო ავტომანქანები ორ ან სამ ღერძიან შასით სატვირთო ავტომობილების სტანდარტზე. ასეთი კლასის ავტომანქანებს მიეკუთვნება AA-40(131)-139 და AA-40(43-103)-189. მათი კონსტრუქცია დიდად არ განსხვავდება ძირითად მანქანა - ცისტერნებისაგან.
ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს საზღვარგარეთული ძირითადი დიდი სიმძლავრის ავტომანქნები. ასეთების ანალოგიური მარკებია: AA-60(67310)-160 და AA-70(7310)-220, რომლებიც დამონტაჟებია „МАЗ-7310-ის შასებზე. ასეთი კლასის საზღვარგარეთული ავტომანქანებისათვის ხანძრის ქრობის ძირითადი საშუალება არის ქაფი, ან მძლავრი წყლის ნაკადი, გამოიყენება აგრეთვე ფხვნილი.
ყველაზე დიდ აეროდრომებზე გამოიყენება 3600კგ. ფხვნილი. თანამედროვე სწრაფმავალი სააეროდრომო მანქანები მონტაჟდება ორ, სამ და ოთხღერძიან შასებზე ისინი გამოიყენება სხვადასხვა კატეგორიის აეროდრომებისათვის. შასები სხვადასხვა კატეგორიისაა. გამოიყენება „ფაუნის“ ფირმის (გერმანია). შეიძლება „სპრინტერის“ ტიპის ორი ან სამ ღერძიანი შასები: ორი დიზელით, რომელთა სიმძლავრე არის 331-დან 552-მდე კვტ.(450 750-მდე ცხენის ძალა). „რეისერის“ ტიპის ოთხღერძიანი შასი 442-534 კვტ. (600-800 ცხ.ძ). სიმძლავრის ძრავით და აგრეთვე ორღერძიანი მოდელი „ვინერი“ ორი ძრავით (სიმძლავრით 549-804,6კვტ). ასეთი ტიპის ავტომანქნების მთლიანი წონა 16-52 ტონამდე. მაქსიმალური სიჩქარე მე-4 გადამცემში 110 კმ/სთ-ია. მე-5-ეში 132 კმ/სთ. ადგილიდან დაძვრის შემდეგ ავტომანქანას 25 წამი სჭირდება, რათა განავითაროს 80 კმ/სთ-მდე სიჩქარე.
საეროდრომო მანქანების სერიული გამოშვებით გამოირჩევა ფირმა „სავალკრონენბურგი,“ ის შესდგება სრული მოყვანილობის სპეციალურ შასებზე 5 ავტომანქანებისაგან.
სერიაში შედიან 3 ორღერძიანი სწრაფი მოქმედების ავტომანქანები და თითო-თითო მოდელი ავტომანქნების თვლების ფორმულით 6X6 და 8X8. ორღერძიან მანქანებში ორი მოდელი წამოადგენს კომბინირებული ქრობისათვის პირველი დახმარების ავტომანქანებს, რომელთა ლაფეტის ლულები გამოტყორცნიან 300-დან 500-მდე ლიტრ წყალსა და 360-დან 600 ლიტრამდე ქაფის გამომყოფ მასალას, აგრეთვე 250 კილოგრამ ცეცხლჩამქრობ ფხვნილს.
შასი უერთდება 8 ცილინდრიან დიზელის ძრავას, რომლის სიმძლავრეც არის 403 კვტ(548ცხ.ძ). ცეცხლჩამქრობი საშუალებების გადაწოდება საშუალებების გადაწოდება ხდება ტუმბოს საშუალებით. რომლის გადაცემის სიჩქარე არის 50-83 ლიტრი წამში. ტუმბოს გააჩნია. საკუთარი ძრავა სიმძლავრით 114-169,3 კვტ. (156-230ცხ.ძ). ამგვარ ავტომანქანათა სერიებს ემატება ძირითადი სააეროდრომო ავტომანქანები: ორღეძიანი МАС-08, სამღერძიანი МАС-11 და ოთხღერძიანი МАС- 14. მათ ლაფეტის ლულას გამოაქვს 7000-13000 ლიტრი წყალი და 840-1650 ლიტრი ქაფის მასალა. ამას აკეთებენ 75-116 ლ/წმ. გადაცემის სიჩქარის მქონე ტუმბოების საშუალებით (ძრავის სიმძლავრე 403-806 კვტ. ან 548-1096 ცხ.ძ.). ავტომანქანების მაქსიმალური სიჩქარე ყველა ვარიანტში არის 118კმ/სთ. მათ 75 მეტრი რადიუსით მოხვევის დროს უნდა განავითარონ 76 კმ/სთ. სიჩქარე, ხოლო ადგილიდან დაძვრის შემდეგ 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ 22-25 წამში.
ფირმა „სიდეს“ -მა აეროპორტისათვის ააწყო სამღერძიანი ავტომანქანა „ეს-2000“, რომელსაც შეუძლია 11000-დან 15200 ლიტრამდე ცეცხლჩამქრობი სითხის გამოტყორცნა. ტუმბო, რომლის გადაცემის სიჩქარე არის 100 ლ/წმ, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქაფი „გაისროლოს“ 90 მეტრ მანძილზე; ფირმა „მეტც“-მა შექმნა სახანძრო ავტომანქანა „ეფ-ელ-ეფ 11000/1350“ სამღერძიან „მერსედეს-ბენც - 32А/38“ შასზე, 10 ცილინდრიანი დიზელით, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს როგორც თვლები (სიმძლავრით 368 კვტ ანუ 500ცხ.ძ.), ასევე ტუმბო (სიმძლავრით 206 კვტ ანუ 280 ცხ.ძ.). ცისტერნის მთლიანი მოცულობა არის 12350 ლიტრი.
როგორც „სიდესის“, ასევე „მეტს“ -ის ავტომანქანები გამოირჩევიან დიდი სიმძლავრით კაბინა, საიდანაც ხდება სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ნახევრად ავტომატური მართვა.
თანამედროვე ორღერძიან და სამღერძიან „ბარვუდას“ სერიის ავტომანქნებს უშვებს ინგლისური ფირმა „ფაირთრაკს ლტდ“. მათ გამოაქვთ 6000-10000 ლიტრი ცეცხლჩამქრობი საშუალება, გააჩნიათ 53-75 ლ/წმ გადაცემის სიჩქარის მქონე ტუმბო. ეს მანქანები ავითარებენ 110-115 კმ/სთ. სიჩქარეს, ხოლო ადგილიდან დაძვრის შემდეგ 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისათვის სულ 30 წამი სჭირდება.
ერთ ერთი ყველაზე სრულყოფილ სახანძრო ავტომანქნებს უშვებს გერმანული ფირმა „ტიგლერი“. მათ გააჩნიათ 3 ღერძიანი შასი ორი წამყვანი ღერძით. გარდა ამისა, მათი წინა ნაწილი ისეთია, რომ ამცირებს საჰაერო წინააღმდეგობას მაღალი სიჩქარის განვითარების დროს. მანქანის კაბინას სამი მხრიდან აქვს თერმოიზოლირებული მინა. კაბინის თავზე გამაგრებულია ლაფეტის ლულა. მანქანაზე ერთდროულად გამოდის 10000 ლიტრი ცეცხლჩამქრობი საშუალება. მისი ორი ძრავის სიმძლავრე არის 820 ან 361,2 კვტ.
ფირმა ანალოგიურ ავტომანქნებს უშვებს ოთხღერძიან შასებზე ორი დიზელით, რომელთა სიმძლავრე აღწევს 883 კვტ-მდე. ამ მანქანებიდან გამოიტყორცნება 15500 -18000 ლიტრი ცეცხლჩამქრობი საშუალება, ხოლო მანქანის მაქსიმალური სიჩქარე არის 140 კმ/სთ მთლიანი მასა 40 ტონაა.
გარდა ავტომობილებისა ოთხღერძიან „ფაუნა“-ს ტიპის შასზე ფირმა „ტოტალი“(გერმანია) უშვებს მანქანებს, რომლებისათვის ცეცხლის ჩამქრობი საშუალება არის ფხვნილი, ამ მანქანებს შეუძლიათ გადიტანონ 1200 კგ-მდე ეს ნივთიერება.
ამავე შასებზე ფირმა „მაგიუს“-მა დაამზადა ქაფით მქრობი ავტომანქანა ორი პულტით (წინა და უკანა მიმართულების), აგრეთვე ორი ლაფეტის ლულით. ეს საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ მანქანა გადაადგილდეს წინ და უკან 108 კმ/სთ-მდე სიჩქარით. გარდა ამისა, მანქანას გააჩნია 1800 ლიტრი მოცულობის ცისტერნა.
ფირმა „როზენბაუერი“ უშვებს სააეროდრომო სახანძრო ავტომანქნებს. მსუბუქი ორღერძიანი „ჩიტა“-ს ტიპის მანქნიდან მძლავრ ოთხღერძიანამდე. მათ შორის უნდა აღინიშნოს არაჩვეულებრივი ოთხღერძიანი კომბინირებული ქრობის ავტომანქანა „ვაიპერი“. ის დამონტაჟებულია ამერიკული „ოშკოში“-ს ტიპის შასზე. მისი ძრავის სიმძლავრე არის 397 კვტ. 1640 ცხ.ძ.). მანქანის წინა ნაწილში დამაგრებულია კაბინა და გამწევი ძრავა. ხოლო უკანა ნაწილში ცისტერნა, აგრეთვე 220 კვტ. სიმძლავრის ძრავა ტუმბოს მოქმედებაში მოყვანისათვის. გარდა ამისა „ვაიპერს“ გააჩნია ორი ლაფეტის ლულა. ერთი მათგანი დამაგრებულია კაბინის სახურავზე და შეუძლია გამოსცეს წამში 50 ლიტრი ქაფი 79 მეტრ რადიუსზე, ხოლო მეორე (დამატებითი) კაბინის წინ არის დამონტაჟებული. ის გამოსცემს 18 ლიტრ ქაფს წამში 40 მეტრ რადიუსის მანძილზე. ავტომანქნის სიგრძე 11,1 მეტრია, მთლიანი მასა - 27,8 ტონა. მაქსიმალური სიჩქარე - 105 კმ/სთ.
ასეთი ავტომანქნები გამოიყენება ხანძრის ქრობისათვის აეროდრომის კრიტიკული ზონის საზღვრებგარეთაც.
უკან დაბრუნება