Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 განათების პირველი სახანძრო ავტომობილები
> სახანძრო ავტოტექნიკის ისტორია > განათების პირველი სახანძრო ავტომობილები

განათების პირველი სახანძრო ავტომობილები


18-04-2016, 04:11. ავტორი: Amuri დიდი ხანია აღნიშნულია, რომ ღამით კოცონი მუქ საგნებთან ან ბნელ ჯერ კიდევ ცეცხლმოუდებელ შენობებთან, სადაც უკვე გამორთულია ელექტროობა, ქმნის განათებულობის ძლიერ კონტრასტს. იმისთვის, რომ არ ვეძებოთ სიბნელეში ცეცხლის კერა, მეხანძრეებს ჭირდებათ სინათლის სპეციალური წყარო. ძველი დროს ისინი ფაკელებით და ფანრებით მიდიოდნენ აალებული სახლების ბნელ წერტილებში. შუქის ასეთი სუსუტი წყაროები არ იძლეოდა მნიშვნელოვანი სივრცის განათების საშუალებას, ამასთანავე მათი ალი ხანდახან თვითონ უწყობდა ხელს ცეცხლის გავრცელებას. ასე რომ მეხანძრეებს დიდი რისკის ქვეშ უხდებდოათ მოქმედება. იმისთვის, რომ ამაღლებულიყო ხანძრის ჩაქრობის ეფექტურობა დღე-ღამის ბნელ დროს, მეოცე საუკუნის სიახლე გამოიყენეს - ელექტრონული პროჟექტორები. თუმცა, სანამ ისინი ამ სახის საქმიანობისთვის გამოსადეგი გახდებოდა, სხვადასხვა ხელობის სპეციალისტებს ბევრი შრომა მოუხდათ.
თავდაპირველად პროჟექტოები არმიაში შემოვიდა, ასევე - ფლოტში და რკინიგზაზე. ერთი (შორი მოქმედების) სხივებს ფოკუსირებდა ვიწრო კონაზე, უზრუნველყოფდა არცთუ დიდ, მაგრამ ძალიან ნათელ ლაქას. მეორე (ახლო მოქმედების) საკმაოდ კარგად ანათებდა საგნებს მოკლე დისტანციაზე ფართო ზონაში. ორივე ტიპის განსაკუთრებულობა იყო შუქის მრგვალი ლაქა და თუ პირველები არ ვარგოდა სხივის ნაკადის უკიდურესი კონცენტრაციის გამო, მეორენი, უკიდურესად ფანტავდა სინათლეს. მეხანძრეებს ჭირდებოდათ პროჟექტორი კონუსის სახის შუქის კონით, რომელიც ბრტყელ ზედაპირზე ელიფსურ ლაქას მისცემდათ: არა ძალიან მაღალს, მაგრამ საკმაოდ ფართოს. ძალიან რთული ამოცანა აღმოჩნდა შესაფერისი ამსახველის შექმნა ორი დაპირისპირებული პარაბოლური ზედაპრით. ამიტომ გადაწყვიტეს ერთი "იდეალური" სანათის მაგივრად გამოეყენებინათ რამდენიმე შუქის პროჟექტორი 30-40 გრადუსის გაფანტვის კუთხით, მათ გვერდიგვერდ აყენებდნენ და ანათებდნენ აალებულ შენობას. თავიდან იყენებდნენ შუქის პროჟექტორს 46 სმ დიამეტრის ლამფით 1000 ვატის სიმძლავრისა და 35 სმ და 500 ვატის სიმძლავრით. პირველი რუსული პროჟექტორები შეიმუშავეს ლენინგრადის სახელმწიფო სახანძროს თანაშრობლებმა 1929 წელს, საბარგო მანქანის შასეზე დაამაგრეს გამანაწილებული რედუქტორი სახანძრო ავტოდგუშიდან, ელექტრონული გენერატორი 5 კილოვატი სიმძლავრის 127 ვ ძაბვით, დამწევი ტრანსფორმატორი პროჟექტორული სანათების კვებისთვის 12 ვოლტით. ხანდახან მათ უერთებდნენ საავტომობილო აკუმულატორებს. საბარგულში დებდნენ პროჟექტორებს და სხვადასხვაგვარ ინსტრუმენტებს. განათების ტრიალისას ცდილობდნენ ტრანსფორმატორი უახლოეს ქვესადგურში ჩაერთოთ. მებრძოლები მცირე პროჟექტორებით იჭრებოდნენ შენობებში (35 სმ დიამეტრის) და უნათებდნენ მეხანძრეებს გზას ხანძრის კერისკენ.
აალებული ობიექტების შენობების განათების ამგავრი ეფექტი წარმატებული აღმოჩნდა და სპეციალური მანქანების შექმნის მიზანშეწონილობა აჩვენა. პროჟექტორული ავტომობილი ავტობუსისგან დაამზადეს. მძღოლის სავარძლის ზურგსუკან განალაგეს გამანაწილებელი კოლოფი. სალონი გაყვეს სამად: წინა, საშუალო და უკანა. ამ უკანასკნელში დააყენეს ელექტრო გენერატორი, წინაზე დააყენეს ექვსი პროჟექტორი 35 სმ დიამეტრის ლამფებით - 500 ვატის სიმძლავრის. შუაში 12 გადასატანი პროჟექტორი მოათავსეს 25 სმ დიამეტრით და 250 ვატი სიმძლავრით (თითოეული 40 მეტრის სიგრძის სადენით) და ორი 50 სმ დიამეტრის და 100 ვატის სიმლავრით. იქვე დააყენეს ორი გამანაწილებელი კოლოფი. 50 მეტრის სიგრძის რვა ხვეული მავთული ჩადეს ყუთში, რომელიც მიმაგრებული იყო მანქანის ქვედა ნაწილზე. წინა ნაწილში იყო განათების მართვის პულტი, სამი სკამი, ყუთში იდო დამცავი კოსტიუმები, ფეხსაცმელი, ამუნიცია და ხელსაწყოები პირადი დაცვისთვის, იატაკზე იდგა ტრანსფორმატორი. როგორ გამოიყენებოდა ეს მანქანა ხანძრისას?
აალებულ ობიექტთან მისვლისას, ავტომობილიდან გადმოქონდათ პროჟექტორები, აყენებდნენ მათ სამფეხზე და უერთებდნენ მავთულებს. ტრანსფორმატორს რთავდნენ ელექტროქვესადგურში ან გენერატორში, რის შემდეგაც რთავდნენ პროჟექტორებს. აუცილებლობის შემთხევავში სატარებელი პროჟექტორებით აანთებდნენ აალებული შენობის შიდა ნაწილს. სიტუაციის შეცვლისას პროჟექტორები სხვა ადგილას გადაჰქონდათ. ხანძრის ჩაქრობის და მეხანძრეების წასვლის უზრუნველყოფის შემდეგ, პროჟექტორებს, მავთულებს და სხვა საკუთრებას თავის ადგილზე დებდნენ. ხანძრის ადგილს მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებდნენ. მეხანძრეებმა მაშინვე დაიწყეს "შუქისმატარებელი" ავტობუსის გამოყენება. მანათებლების ღამის ნათება მათთვის ცხოვრების ნორმა გახდა. ერთ ეპიზოდზე მოგვითხრო სანკტპეტერბურგის სახანძრო დაცვის ვეტერანმა ნ.გ. ლუკაშევიჩმა: "დამამხსოვრდა 1935 წლის 1 სექტემბრის ღამის ხანძარი. ნისლი იყო, მაგრამ არ წვიმდა. სამორიგეოში სტუდენტობის წლებს ვიხსენებდით. უცბად საღამოს 10 საათის შემდეგ სიგნალი შემოვიდა "ნეფტეგაზის" ქარხანაში ხანძრის თაობაზე, რომელიც ენთუზიასტების შოსეზე 132 ნომერში მდებარეობდა. მალე მივედით. ხუთ ობიექტზე მოდებული კოცონი და მათ გარშემო წყვდიადი რა თქმა უნდა არ გაგავახარებდა. იწვოდა სამ და ხუთსართულიანი კორპუსები, სახელოსნო, უზარმაზარი მოცულობა ნავთობპროდუქტებით და კიდევ რაღაც. ჩვენს მანქანასთანა ახლოს გაჩერდა გამნათებელი ავტობუსი, იქიდან მაშინვე დაიწყეს პროჟექტორების გადმოტანა. მათ სამფეხაზე აყენებდნენ აალებულ ობიექტებთან ახლოს და სადენებს უერთებდნენ. ბრძანების თანახმად ჩართეს შუქი და "ნეფტეგაზის" ეზოში ყველაფერი ხილული გახდა. ჩვენ ოთხი მხრიდან ვასხამდით. კორპუსის ფანჯრებს კიბეები მიადგეს. პირველები შიგ გამნათებლები შევიდნენ მომცრო პროჟექტორებით რომლებსაც სადენები უერთდებოდა. ფანჯრები განათდა, მაგრამ არა კოცონით, არამედ ელექტრონული შუქით. მათ მიჰყვნენ მეხანძრები ინსტუმენტებით. ყველა ნაწილი შეთანხმებულად მოქმედებდა და მრისხანე ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, ხუთი საათის შემდეგ კი სულ ჩაქრა. განათებას არ რთავდნენ, სანამ მეხანძრეები აგროვებდნენ თავიანთ საკუთრებას და მიდიოდნენ ქარხნის ტერიტორიიდან. როცა ჩვენი მანქანა წავიდა, დავინახე, რომ გამნათებლებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს თავიანთი ტექნიკის მოგროვება". სულ აალებულ ობიექტზე 29 წყარო მიართეს. წყალი მაგისტრალიდან და ხელოვნური წყალსაცავიდან მოჰქონდათ. მეხანძრეების და გამნათებლების მოქმედება სწორად იქნა მიჩნეული, ნეფტეგაზის ზარალი კი - მინიმალურად. ღამის ხანძრების ლენიგრადელი გამნათებლების წარმატებულმა მოქმედებებმა ჩვენი სპეციალისტები აუცილებელი ტექნიკის შესამუშავებლად შემართა. 1937 წელს დასრულდა პროჟექტორულ - კვამლსაწინააღმდეგო მსვლელის პროექტირება. გამჭვივრავალე ფორმის მანქანაში ოთხი განყოფილება იყო. პირველში ისხდნენ მძღოლი-მეთაური და მებრძოლი-მეხანძრე. მეორეში ექვსი მეხანძრე და იქვე იდგა გადასატი პროჟექტორი 500 ვატი სიმძლავრის ნათურით. უკანასკნელში - ორი ჯგუფი სამ-სამი პროჟექტორისა 500 და ათას ვატიანი ნათურებით. საბარგულში განლაგებული იყო ელექტროგენერატორი, გაზსაწინააღმდეგოები, ინსტრუმენტები და სხვ.
დიდ სამამულო ომამადე ასეთი მანქანების გამოშვება ვერ ისწავლეს. მხოლოდ 50-იან წლებში დაიწყეს კავშირის და განათების ავტომობილების გამოშვება. 90-იანი წლების დასაწყისში საჭირო გახდა უფრო სრულყოფილი მანქანა. აი რა გვიამბო მისმა ერთ-ერთმა შემქნელმა პოდპოლკოვნიკმა სრულიად რუსეთის სახანძრო დაცვისა, ი.გ. ულოგოვმა: „1995 წლის იანვარში ამ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელად დამნიშნეს. ჩვენ ის შსს მთავარ სამმართველოსთან შევათანხმეთ და მომავალ დამამზადებელთან - მოსკოვის ჟუკოვსკის მექანიკურ ქარხანასთან, რომლის სპეციალისტებმა დამატებითი ანაზღაურების გარეშე გამოუშვეს საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია. ზოგიერთ ტექნიკურ გადაწყვეტილებაში საავიაციო ტექნოლოიები გამოვიყენეთ, მაგალითად 400 ჰ სიხშირის ელექტროგენერატორი. ამან გენერატორის წონა მნიშვნელოვად შეამცირა და საშუალება მისცა გაცილებით მეტი სიმძლავრე გამოემუშავებინა. საცდელი ვარიანტი აპრილში დავამზადეთ. მანქანა რეკორდულად მოკლე ვადებში შექმნეს, სამ თვეში! გამოცდა თითქმის ერთი წელი მიდიოდა. მათი დასრულების შემდეგ 1996 წლის 16 თებერვალს დაიწყო ACO მანქანების გამოშვება. აი მისი ზოგიერთ ტექნიკური მახასიათებელი: შასსი პაზ 3205, საბრუნავი ფორმულა 4X2 ან 4X4, ელექტროგენერატორის სიმძლავრე 20 ან 40 კილოვატი, 2 ან სამი პროჟექტორი 1.5 კილოვატაინი ნათურით მატჩზე 8 მ სიმაღლის, სამი სტაციონარული და 20 გადასატანი რადიოსადგური. რთული დასაჯერებელია რომ ამ საოცარი ავტომობილის შორეული ანალოგი იყო გამნათებელი მანქანა, რომელიც პიტერელმა მეხანძრეებმა შორეულ 1929 წელს შექმნეს.

Техника молодежи, № 6/2002

უკან დაბრუნება