Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცეცხლსაქრობის ისტორია
> სახანძრო ინვენტარის ისტორიები > ცეცხლსაქრობის ისტორია

ცეცხლსაქრობის ისტორია


18-04-2016, 04:19. ავტორი: Amuri პირველი ცეცხლსაქრობი მოწყობილობა გამოგონებულ იქნა ზახარ გრეილის მიერ, დაახლოებით 1715 წელს, გერმანიაში. ის წარმოადგენდა ხის კასრს, რომელიც 20 ლიტრი წყლით იყო ავსებული, აღჭურვილი იყო ცოტაოდენი საფანტით და დენთით.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ზახარ გრეილის კასრი

ხანძრის შემთხვევაში დენთი აალდებოდა, კასრს ცეცხლის კერაში აგდებდნენ, სადაც ის ფეთქდებოდა და ცეცხლს აქრობდა. ინგლისში მსგავსი მოწყობილობა დამზადებულ იქნა ქიმიკოს ამბრუაზ გოდფრის მიერ 1723 წელს.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ამბრუაზ გოდფრი - ინგლისელი ქიმიკოსი

1813 წელს, ინგლისელმა კაპიტანმა ჯორჯ მენბიმ გამოიგონა ცეცხლსაქრობი იმ სახით, რომლითაც ჩვენ ახლანდელ დროში ვიცნობთ. მოწყობილობა გადაადგილდებოდა ზურგსაკრავით და შედგებოდა სპილენძის ჭურჭლისგან, რომელიც შეიცავდა 13 ლიტრ პოტაშს (პოტაში - გერმან. Pottasche - pot-ქოთანი და asche - ფერფლი) - ნახშირმჟავა კალიუმი, თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელივ კარგად იხსნება წყალში - ქიმიკატს, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად მე-18-ე საუკუნიდან გამოიყენება.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ჯორჯ მენბი - ინგლისელი გამომგონებელი

სითხე იმყოფებოდა ჭურჭელში, დაწნეხილი ჰაერის წნევის ქვეშ და გამოიშვებოდა ონკანის გახსნის დროს. ცეცხლსაქრობი ყველაზე მეტად ცნობილია მენბის გამოგონებებს შორის, რომელიც ასევე მოიცავდა იმ ადამიანების გადასარჩენ მოწყობილობას, რომლებიც ხანძრის დროს აალებული შენობებიდან ხტებოდნენ.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ჯორჯ მენბის ცეცხლსაქრობით ცეცხლის ქრობა

1850 წელს ჰაინრიხ გოტლიბ კიუნის მიერ გერმანიაში წარმოდგენილი იქნა კიდევ ერთი ქიმიური ცეცხლსაქრობი, მომცრო ყუთი, რომელიც სავსე იყო გოგირდს, გვარჯილასა და ნახშირს დამატებული ცოტაოდენი საფანტით. საფანტი მოქმედებაში მოდიოდას დენთის დახმარებით, ყუთს აგდებდნენ ცეცხლის კერაში, რის შემდეგაც გამოყოფილი გაზი ცეცხლს აქრობდა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

კიუნის ქიმიური ცეცხლსაქრობი

"ცეცხლის გამანადგურებელი" დაპატენტებული იქნა 1844 წელს ინგლისელი უილიამ ჰენრი ფილიპსის მიერ. იტალიაში ყოფნისას, ფილიპსი გახდა მოწმე რამდენიმე ვულკანური ამოფრქვევისა, რამაც უბიძგა მას ცეცხლის ჩაქრობის აზრისკენ მდუღარე წყლის გამოყენებით, რომელიც სხვა გაზებს შეიცავდა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

უილიამ ჰენრი ფილიპსი - ინგლისელი გამომგონებელი

ხსენებული კონსტრუქცია საკმაოდ რთული იყო, რომლის მოქმედების პრინციპი დაფუძნებული იყო ჭურჭლის შიგნით ზოგიერთი ქიმიკატის შერევაზე, რის გამოც ინტენსიურად გამოიყოფოდა სითბო, რომელიც წყალს ორთქლად გარდაქმინდა. ორთქლი იშვებოდა ცეცხლსაქრობის ზედა ნაწილის გამომფრქვევლისგან. სამწუხაროდ მისტერ ფილიპსმა ვერ მოახერხა გამოგონილი მოწყობილობის ეფექტურობის დამტკიცება, აშშ-ში ორი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა, ფილიპსის ფაბრიკა კი ბედის ირონიით, ხანძარმა გაანადგურა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ფილიპსის Fire Annihilator ცეცხლსაქრობის მოწყობილობა

დოქტორმა ფრანსუა კარლემ 1866 წელს მიიღო პატენტი ცეცხლსაქრობ «L’Extincteur»,-ზე, რომლის მოქმედების პრინციპიც მჟავის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული. ცეცხლსაქრობი მოწყობილობა, პირველად ისტორიაში, იძლეოდა თავად ჭურჭლის შიგნიდან ცეცხლმქრობი ნივთიერების გამოშვებისთვის აუცილებელი წნევის მიღების საშუალებას. რეაქცია ღვინის მჟავასა და ნატრიუმის კარბონატს (სოდას) შორის წარმოქმნიდა დიდი რაოდენობით ნახშირმჟავა გაზს (CO2), რომელიც გამოაფრქვევდა ცეცხლსაქრობის შიგთავსს. მოწყობილობა ხელახლა დაპატენტებული იქნა 1872 წელს გლაზგოელი უილიამ დიკის მიერ, რომელმაც ღვინის მჟავა უფრო იაფი წარმოების გოგირდმჟავით შეცვალა.
1871 წელს აშშ-ში გემრი ჰარდენმა ჩიკაგოდან დააპატენტა "ჰარდენის ყუმბარა N1". ეს იყო შუშის ბოთლი, სავსე წყალში გახსნილი მარილით, რომელიც გამიზნული იყო ცეცხლის კერაში ჩასაგდებად. მიუხედავად იმისა, რომ შუშის ცეცხლსაქრობ ყუმბარებს ძალიან შეზღუდული გამოყენება ჰქონდათ, მათი წარმოება 20-ე საუკუნის 50-იან წლებამდე გრძელდებოდა. 1877 წლიდან ჰარდენის ყუმბარები იწარმოებოდა ასევე ინგლისში კომპანია HardenStar-ის მიერ, Lewisand Sinclair CompanyLtd. -ის მიერ პეკჰემში. მცირე დროის შემდეგ წარმოება გავრცელდა მთელი ევროპისა და ამერიკის ბევრ ქარხანაზე.
ცეცხლსაქრობის ისტორია

გემრი ჰარდენმა ყუმბარა

1884 წელს გერმანელმა ინჟინერმა შვარცმა შეიმუშავა "პატენტური ხელის ცეცხლსაქრობი", თუნუქის მილი სწორკუთხოვანი ფორმით და სამკუთხა კვეთით. მილი გავსებული იყო ცეცხლსაქრობი ფხვნილით - სოდით. ცეცხლსაქრობის შემცველობა ცეცხლში უნდა შეფრქვეულიყო წნევით. მალე მსგავსი კონსტრუქციის ცეცხლსაქრობები, თუნუქის კონტეინერების და კონტეინერ-კარტრიჯების ფორმის, მთელს მსოფლიოში გავრცელდა და 1930 წლამდე გაგრძელდა. ადრეულ მოდელებს ეწოდებოდა "Firecide"(აშშ) და "Kylfire" (ინგლისი).
ცეცხლსაქრობის ისტორია

19-ე საუკუნის ბოლოს, ინჟინერმა კარემ პარიზში 4 ლიტრის შემცველობის კიდევ ერთი მჟავური ცეცხლსაქრობი დააპატენტა, დასახელებით - "Excelsior". მუშაობის პრინციპი იგივე დარჩა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება იქნა შეტანილი. ხანძრის დროს სკდებოდა შუშის კოლბა დიოქსიდის მჟავით, რომელიც რეაქციაში შედიოდა ცეცხლსაქრობში მოთავსებულ სოდის წყალხსნართან, რის შედეგადაც, წყალი მიეწოდებოდა წნევით ცეცხლსაქრობიდან.
ცეცხლსაქრობის ისტორია

მჟავური ცეცხლსაქრობი «Excelsior» კარეს სისტემის, საფრანგეთი, 1900წელი

კარეს მოდელი იყიდებოდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. ძმებმა კლემენსებმა გააუმჯობესეს ცეცხლსაქრობის კონსტრუქცია და წარმოადგინეს მოდელი "Excelsior 1902". ეს მოდელი შემდგომში კომპანია Minimax-ის ცნობილი ცეცხლსაქრობი გახდა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

მჟავური ცეცხლსაქრობი „Minimax Spitz“ მოდელი 1902წელი

საუკუნეთა გასაყარზე დაპატენტებულ იქნა ფოლადის აირადი ნახშირმჟავური ცეცხლსაქრობი. მისმა კონსტრუქციამ დასაბამი მისცა ბევრ ხელსაწყოს, დაფუძნებულს ამ ტექნოლოგიაზე. თავიდან დაწნეხილი გაზი ბალონში იყო მოთავსებული, ასეთი კონსტრუქციის მაგალითებია „AntigniVici“ ან „Fix“ ბერლინიდან. მოგვიანებით, გაზის კოლბა შემცირდა და მოთავსდა თავად ცეცხასაქრობის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ კოლბა დაწნეხილი გაზით უფრო მოსახერხებელი საშუალება იყო აუცილებელი წნევის მისაღებად, მჟავური ცეცხლსაქრობები იწარმოებოდა 20-ე საუკუნის 50-იან წლებამდე.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ცეცხლსაქრობი „ VeniVic“ შიგნით მოთავსებული კოლბა დაწნეხილი გაზით .

ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში ასობით კომპანია აწარმოებდა ცეცხლსაქრობებს, რომლებიც დაფუძნებული იყო წყლის, როგორც ცეცხლმქრობი ნივთერების გამოყენებაზე. საჯარო დემონსტრაციები წარმატებული მეთოდი იყო ახალი კონსტრუქციების და მოდელების წამოსაყენებლად. ჩვეულებრივ, ქალაქის მოედნებზე აგებდნენ ხის კონსტრუქციებს, და მაყურებლები უყურებდნენ ხანძრის ჩაქრობას, თუ, რა თქმა უნად, ცეცხლსაქრობი იმუშავებდა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

20 საუკუნის დასაწყისში ცეცხლსაქრობების გამოცდა

1906 წელს რუსმა გამოგონებელმა ალექსანდრ ლორანმა დააპატენტა საჰაერო-მექანიკური ქაფის მიღების საშუალება და ამ პრინციპზე დაფუძნებული კომპაქტური ცეცხლსაქრობი. ცეცხლსაქრობის მოცულობა გაყოფილი იყო ორ ნაწილად, რომლებიც ერთდებოდა დამრტყმელით. ხანძრის შემთხვევაში, დამრტყმელი შორდებოდა, ცეცხლსაქრობი ბრუნდებოდა და ორი სითხე ერთმანეთში ირეოდა. ნატრიუმის ბიკარბინატი და ალუმინის სულფატი, რეაქციის სტაბილიზატორის მონაწილეობით
ცეცხლსაქრობის ისტორია

ალექსანდრე ლორანის ქაფის ცეცხლსაქრობის კონსტრუქცია

ცეცხლსაქრობ ქაფს წარმოქმნიდნენ. ქაფის მოცულობა ბევრად აღემატებოდა ცეცხლსაქრობის მოცულობას. სამწუხაროდ, რუსი გამომგონებლის პატენტმა რუსეთში გავრცელება ვერ ჰპოვა, მოგვიანებით გაიყიდა და გამოყენებულ იქნა გერმანული კომპანიის მიერ მოდელში „Pekreo“ - პირველ ქაფურ ცეცხლსაქრობში გერმანიაში.
ქაფური ცეცხლსაქრობის ტექნოლოგია გაუმჯობესებულ იქნა 1934 წელს კომპანია Concordia Electric AG მიერ, რომელმაც წარმოადგინა პირველი ცეცხლსაქრობი
ცეცხლსაქრობის ისტორია

კოპრესირებული ქაფის საფუძველზე, რომელიც ქაფს ჰაერის წნევით წარმოქნიდა 150 ატმოსფეროში. მალე ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Minimax-მა ქაფური ხანძარმქრობის ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო, რომელსაც კარგი რეპუტაცია ქონდა ხანძრებთან ბრძოლაში. ქაფური ცეცლხსაქრობების საფუძველზე დაიწყეს სტაციონარული და მოძრავი მოწყობილობების წარმოება. Perkeo-ს ცეცლხსაქრობები ასევე გამოიყენებოდა დიდი მოცულობის საგნების დასაცავად, ისეთი როგორიცაა ცისტერნები აალებადი სითხეებით და ელექტროქიმიური რეზერვუარები, რის გამოც გამოშვებულ იქნა მოცურავე ცეცხლსაქრობი მოწყობილობები. ორკომპონენტიანი ქაფური ცეცხლსაქრობის მოწყობილობა უცვლელი რჩებოდა 40 წლის განმავლობაში და ფართოდ გამოიყენებოდა ევროპასა და ამერიკაში. 1926 წელს კომპანია Minimax-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა მიგვიყვანეს ქაფგენერატორების დამზადებამდე, რომლებიც მალე დაყენდა სახანძრო ავტომობილებზე, კატერებზე, ასევე გამოიყენებოდა სხვა სახანძრო ხელსაწყოებში.
ცეცხლსაქრობის ისტორია

1912 წელს გამოვიდა ცეცხლსაქრობ „Pyrene“-ს პირველი მოდელი, რომელიც ხელის დგუშს წარმოადგენდა. ქიმიური ნივთიერება - გოგირდის ტეტრაქლორიდი - ძალიან ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ელექტროქიმიურ ხანძრებთან საბრძოლველად და ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობების ჩასაქრობად (ცეცხლსაქრობი ნივთიერება არ ატარებს 150 000 ვოლტამდე ძაბვის დენს). ერთადერთი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაკლი ის იყო, რომ გაცხელებისას ეს აგენტი წარმოქმნიდა
ცეცხლსაქრობის ისტორია

სიცოცხლისთვის საშიშ გაზს - ფოსგენს, რომელსაც შეეძლო ადამიანის სიკვდილი გამოეწვია ცეცლხსაქრობის შემოსაზღვრულ სივრცეში გამოყენების შემთხვევაში. გერმანიაში 1923 წელს გამოვიდა კანონი, რომელიც გოგირდის ტეტრაქლორიდების ცეცხლსაქრობების მოცულობას 2 ლიტრამდე განსაზღვრავდა, რათა სასიკვდილო გაზის დიდი რაოდენობით წარმოქმნის რისკი შეემცირებინა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

კომპანია Pyrene Mfg. Co დაფუძნდა 1907 წელს ნიუიორკში და აწარმოებდა საკუთარ ცეცხლსაქრობებს 1960-იან წლებამდე. კომპაქტურმა ცეცხლსაქრობმა დაამტკიცა საკუთარი ეფექტურობა და ავტომობილების და ელექტროქიმიური ხანძრების რიცხვის ზრდის შედეგად, კომპანიამ CTC-ზე დაფუძნებული ცეცხლსაქრობების ბაზარზე წამყვანი პოზიცია დაიკავა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

მალე CTC-ის გამოყენება ბევრმა კომპანიამ გაითავისა, გარდა ცეცხლსაქრობებისა ის გამოიყენებოდა სახანძრო ყუმბარებში, რათა მათი ხასიათი გაეუმჯობესებინა. მეწარმეები, ისეთები როგორებიც იყვნენ Red Comet, Autofyre და Pakar, მათ 50-ან წლებამდე ყიდიდნენ. CTC-ზე დაფუძნებული ცეცხლსაქრობების უმრავლესობა 1 გალონი (4.5 ლიტრი) მოცულობის იყო.
1938 წელს გერმანიაში, კომპანიებმა Minimax-მა, Hoechst-მა და Junkers -მა შეიმუშავეს ცეცხლსაქრობი ნივთიერების ნაკლებად საშიში ვარიანტი, ქლორბრომეთანი. ცეცხლსაქრობების უმრავლესობა ამის შემდეგ ივსებოდა ახალი აგენტით, 1960 წელს ინერტული გაზის აღმოჩენამდე, რომელიც ადამიანისთვის უსაფრთხო იყო და შესანიშნავი ცეცხლსაქრობი თვისებები გააჩნდა. თანამედროვეობაში მისი გამოყენება შეზღუდულია, რადგან ის დესტრუქციულ გავლენას ახდენს ოზონის შრეზე.
ფხვნილი, როგორც ცეცხლსაქრობი ნივთიერება, უკვე გამოიყენებოდა 1850-იან წლებში. კონსტრუქციების უმრავლესობა დაფუძნებული იყო ნატრიუმის ბიკარბონატის გამოყენებაზე, რომელიც მოთავსებული იყო თუნუქის კონსტრქუციაში ან კარტრიჯში. 1912 წელს კომპანია Total-მა ბერლინში მიიღო პატენტი ფხვნილის ფორმის
ცეცხლსაქრობის ისტორია

ცეცხლსაქრობის გამოყენებაზე გოგირდის გაზის, როგორც გამომტყორცნის გამოყენებით. გაზი ცეცხლსაქრობის შიგნით ინახებოდა, განცალკევებულ სათავსში, ცეცხლის ქრობის ეფექტურობა ძირითადად მისი წყალობით მიიღწეოდა. მხოლოდ მოგვიანებით ჰპოვა ფხვნილების ცეცხლსაქრობმა საშუალებებმა ჯეროვანი გამოყენება. ცეცხლსაქრობი ფხვნილები უფრო ხშირად გამოყენებადი ცეცხლსაქრობი საშუალება გახდა. ცეცხლსაქრობების კონსტრუქცია დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ემატებოდა ხსნარები, უმჯობესდებოდა ფხვნილის ხარისხი და დიდი რაოდენობით მათი შენახვის შესაძლებლობა. 1955 წელს დაიწყო ფხვნილების გამოყენება, რომელთაც შეეძლოთ A კლასის ხანძრის ჩაქრობა, ისეთის როგორიცაა აალებული ხე ან სხვა ძლიერად აალებადი მასალა.
ბრიტანული კომპანია AntifyreLtd 1930-იან წლებში აწარმოებდა სახანძრო პისტოლეტს, რომელიც იტენებოდა ცეცხლსაქრობი ფხვნილის კარტრიჯით. ფხვნილის გარდა, კარტრიჯში იყო ცოტაოდენი საფანტი, როგორც საბრძოლო პატრონაში. ცელცხის კერაზე დამიზნების და ჩახმახზე გამოკვრის შემდეგ და ფხვნილის გამოსვლის შემდეგ, ცეცხლის ჩაქრობა შესაძლებელი იყო დისტანციიდან. კომპანია სთავაზობდა უფასო დატენვას, თუკი მჭიდები გამოყენებული იქნებოდა ცეცლხის ჩასაქრობად. გამოშვებულ იქნა რამდენიმე დიდი და პატარა მოდელი, კომპლექტში შედიოდა რამდენიმე მჭიდი, რომელიც ფოლადის ყუთში იყო მოთავსებული.
CO2 (ნახშირბადის დიოქსიდი) საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ეფექტურ ცეცხლსაქრობ ნივთიერებად. გერმანელმა მეცნიერმა რაიდტმა დააპატენტა
ცეცხლსაქრობის ისტორია

თხევადი გოგირდმჟავის ფოლადის ბოთლებში შენახვის საშუალება 1882 წელს და მალე, კომპანია F. heuser & Co ჰამბურგიდან დაიწყო მათი წარმოება. ზუსტად იმავე დროს CO2-ის ბალონების წარმოება მთელს მსოფლიოში დაიწყო და მალე ეს ცეცხლსაქრობები ყველა მწარმოებლის პროდუქციის ასორტიმენტში იქნა ჩართული. 1940 წლისთვის არსებობდა რამდენიმე მოდელი, რომელთა დიზაინი პრაქტიკულად დღემდე უცვლელი დარჩა.
დაწნეხილი ნახშირმჟავას გაზი ინახება დიდი წნევის ქვეშ, ფოლადის ან მცირე მოცულობის შემთხვევაში ალუმინის სათავსოებში. აუცილებლობის შემთხვევაში, გაზი შეიძლება გამოიშვას სახელურის ან პლასტიკური ბუნიკის გავლით. სითხური მდგომარეობიდან გაზზე გადასვლისას ცეცხლსაქრობი ნივთიერების ტემპერატურა შეადგენს -79 გრადუსს, ამიტომ ცეცხლსარობის გაშვების ადგილებში შესაძლოა გაჩნდეს ლაქები. აალებადი ნივთის გაციებისას ჟანგბადის ინერტულ ნახშირბადის გაზთან არევით ხდება ხანძრის ჩაქრობა.
პირველ ხანებში ხელმისაწვდომი იყო ძირითადად 5, 6 ან 8 კილოგამის წონის ცეცხლსაქრობები. მოგვიანებით, 30-იან წლებში, დაიწყეს უფრო დიდი მოცულობის ცეცხლსარობების წარმოება, რომელთაც მისაბმელებით ან სატვირთო მანქანებით გადააადგილებდნენ.
ცეცხლსაქრობის ისტორია

ზოგიერთი კომპანია, მაგალითად Minimax გერმანიში, იწყებს სპეციალიზირებას სტაციონარულ მოწყობილობებზე გაზური ცეცხლსაქრობებისა გემებისთვის, მატარებლებისთვის და საწარმოო კონსტრუქციებისთვის. ასეთი სისტემები თავის თავში მოიცავდა დიდი მოცულობით ნახშირბადის გაზს, ბოლის ან ტემპერატურის გადამცემს და მართვის ცენტრალურ სისტემას. ამას გარდა, მილგამტარების ქსელს.
თანამედროვე ცეცხლსაქრობებმა განვითარების გრძელი გზა გაიარეს 1715 წელს მათი გამოგონების შემდეგ. კომპაქტური ცეცხლსაქრობების უმრავლესობა, რომლებიც დეღს იწარმოება - ფხვნილისებურია - წნევის ქვეშ ან CO2-ის კარტრიჯებით. მათი კონსტრუქცია 1950-იანი წლების შემდეგ უცვლელი რჩება, მაგრამ ბუნებრივია,
ცეცხლსაქრობის ისტორია

ყველა კომპონენტი გაუმჯობესებულია დიდი საიმედოობის მისაღწევად. ამას გარდა, თანამედროვე ცეცხლსაქრობი ფხვნილები სერტიფიცირებულია და სხვადასხვა კლასის ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენება (აალებადი სითხეების, მაგარი მასალების, ელექტრო მოწყობილობების - ძაბვის ქვეშ), რაც არ შეიძლება გაუთანაბრდეს 50-იან წლებში არსებულ სიტუაციას. ძალიან ეფექტური გაზი ქლადონი 2003 წელს თითქმის მთელს მსოფლიოში აკრძალულ იქნა ცეცხლსაქრობებში და სტაციონარულ მოწყობილობებში გამოსაყენებდელად, ოზონის შრეზე მისი გამანადგურებელი ზემოქმედების გამო. დღესდღეობით მისი რეალური ალტერნატივა აღმოჩენილი არ არის,
ცეცხლსაქრობის ისტორია

ამგვარად, ცეცხლსაქრობი გაზების ბაზარზე ჭარბობენ ცეცხლსარობები დაწნეხილი ნახშირბადის გაზით. სულ უფრო ხშირად გამოიყენება წყალზე დაფუძნებული ცეცხლსაქრობები, მიუხედავად მათი შეზღუდული ეფექტურობისა (მხოლოდ A კლასის ხანძრების ჩაქრობა - ხეები და ძლიერ აალებადი მასალები, და უსარგებლობა B და C კლასის ხანძრების ჩასაქრობად - თხევადი და აირადი აალებადი მასალების და ასევე ელექტრო მოწყობილობების ძაბვს ქვეშ ჩასაქრობად). ამასთან, წყალს ემატება
ცეცხლსაქრობის ისტორია

დამატებითი კომპონენტები - შესარევები (მაგალითად, AFFF), რომლებიც ზრდის და ხანდახან აორმაგებს კიდევაც ცეცხლსაქრობის ეფექტურობას ხანძრის ჩაქრობისას. ცოტა ხნის წინ შემუშავებული წყლის ცეცხლსაქრობები მაღალი წნევის ქვეშ, საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ წყლიანი ნისლი წყლის უწვრილესი წვეთებისგან. ამასთან დანაკარგი მინიმალურია, რაც მატერიალური ზარალის შემცირების საშუალებას იძლევა.
ცეცხლსაქრობის ისტორია

დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ტიპის ქაფის ცეცხლსაქრობი, რომლებიც A და B კლასის ხანძრებთან საბრძოლველად გამოიყენება. მათი უმრავლესობის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კონცენტრირებული ქაფის და ჩამქრობი გაზის კარტრიჯის გამოყენებაზე.
წყარო:fire-truck.ru

უკან დაბრუნება