Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სახელოვანი
> ინფორმაცია, ძველი პრესის ფურცლებზე > სახელოვანი

სახელოვანი


25-08-2019, 19:37. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა

სახელოვანიმეხანძრე, სპორტსმენი, პედაგოგი, სახანძრო გამოყენებით სპორტში საქართველოსა და სსრ კავშირის ჩემპიონი, საქართველოს დამსხურებული მწვრთნელი - აღმზრდელი, საკავშირო სპორტის ოსტატი, საკავშირო საპატიო ნიშნის ორდენოსანი გივი ბუკია.
დიახაც სახელოვანი მოქალაქეა ბატონი გივი, რომელმაც კარგა ხანია სახელი მოიხვეჭა როგორც ღირსეულმა პიროვნებამ, დიდია მისი ღვაწლი და ამაგი ქალაქის ჭაბუკ მძლეოსანთა აღზრდის საქმეში, ასევე სახანძრო-გამოყენებით სპორტისა და საერთოდ ქალაქის ნაკრები გუნდის რესპუბლიკურ და საკავშირო შეჯიბრებებზე მოპოვებულ გამარჯვებებში.
„მეხანძრე მეფე“ - ასე უწოდა გივი ბუკიას ლენინგრადელმა ჟურნალისტმა ა.ორლოვმა მას შემდეგ, რაც მან აღტაცებაში მოიყვანა ლენინგრადელი მაყურებლები და ოქროსა და ვერცხლის მედლით მკერდი დაიმშვენა.
ეს იყო 1968 წელს, მაშინ ლენინგრადი მასპინძლობდა პირველ ევროპულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილე, გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს, სადაც გივი ბუკიამ ყველა მეტოქე დაჯაბნა და ორჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა. გივი აირჩიეს საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის კაპიტნად და აი, 1970 წელს ქალაქ ვარშავაში საერთაშორისო ასპარეზობაზე საბჭოთა ნაკრებმა გუნდმა მისი კაპიტნის - გივი ბუკიას მეთაურობით პირველი ადგილი დაისაკუთრა და ოქროს მედლებით მკერდდამშვენებულნი დაბრუნდნენ შინ.
გივის მიერ მოპოვებული წარმატებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუნდაც ის რად ღირს, რომ საპატიო ორდენის მინიჭების გარდა, თბილისის სახანძრო დაცვის რესპუბლიკურ საგამოფენო დარბაზში მას ბიუსტი დაუდგეს.
გივი მუნიციპალური სახანძრო რაზმის უფროსის მოადგლეა, ერთდროულად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სათავეში უდგას ქალაქის მძლეოსან ჭაბუკთა აღზრდას. კვლავაც ახალგაზრდული შემართებით იღწვის და შრომობს, საკვირველი ისაა ასეთი ღვაწლმოსილი ადამიანი ხმაურიანი არაა, დინჯად და ყოველგვარი ამბიციების გარეშე უძღვება თავის საქმეს, თითქოსდა შეუმჩნეველიცაა მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ფოთს ჰყავს ასეთი სასახელო მოქალაქე - მას გივი ბუკია ჰქვია.


წყარო: გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ მაისი 2001 წელი

უკან დაბრუნება