Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 წყალი
> ცეცხლმქრობი საშუალებები > წყალი

წყალი


9-06-2016, 18:53. ავტორი: Amuri წყალი. წყლის ძირითადი ცეცლმქრობი თვისება მდგომარეობს მასში, რომ მას აქვს მაღალი სითბოტევადობა და შეუძლია წვის დროს გამოყოფილი სითბოს ინტენსიურად შთანთქმა.ეს ცეცხლმქრობი თვისება ძლიერდება იმით, რომ გახურებისას როდესაც ორთქლად იქცევა წყალს უვითარდება უნარი შეაზავოს მარეგულირებლები ნივთიერებათა წვის დროს.
წყლის თბოტევადობა ნორმალური ატმოსფერული წნევისა და 20c ტემპერატურისას 1კკალ/კგ-ია. 100c-სა და 1 ატმ. წნევისას წყალი გადადის ორთლისებურ მდგომარეობაში. წყლის ორთქლადქცევის ფარული სითბო არის 539,4 კკალ/კგ. ეს იმაზე უთითებს, რომ წყლის გამაცივებელი მოქმედება წვის შეწყვეტისას ბევრად არის დამოკიდებული იმ წყლის რაოდენობაზე, რომელიც ორთქლად იქცევა.
თბოტევადობის ასამაღლებლად წყალში ხსნიან ქლორის კალციუმის მარილებსმ კაუსტიკურ სოდას, პოტაშს, გლაუბერის მარილს, გოგირდმჟავა ამონიუმს და სხვა. მარილის კონცენტრაცია დაჰყავთ ხსნარში პირზე, რომელიც იწვის, იქმნება უწვი აფსკი, ამ დროს შეიძლება გამოიყოს ინერტული გაზები. ასეთ ხსნარებს იყენებენ, მაგალითად ტყის ხანძრის ქრობისას.
ნორმალური ატმოსფერული წნევისას 1 ლიტრი წყლიდან წარმოიქმნება 1725 ლ მშრალი გაჯერებული ორთქლი, რომელიც ამცირებს ჟანგბადის პროცენტულ შედგენილობას წვის ზონაში.
წყლის თბოგამტარობა მცირეა და ტემპერატურის ამაღლებით ძლიერ უმნიშვნელოდ დიდდება.
100c ტემპერატურისას წყლის თბოგამტარობის კოეფიციენტი y=0,587 კკალ/წ. ს. გრად. ამიტომ წყლის ფენა იმ ნივთიერების ზედაპირზე, რომელიც იწვის, ქმნის სითბოს საიმედო იზოლაციას.
წყლის სიმჭიდროვე 4c დროს-1 გ/სმ კუბია; 100c დროს-0,958 გ/სმ კუბი. წყლის შედარებით დიდი სიმჭიდროვე განსაზღვრავს, ზოგჯერ კი გამორიცხავს მის გამოყენებას იმ ღია ფერის ნავთობ-პროდუქტების ქრობისას, რომელთაც ნაკლები სიჭიდროვე აქვთ და არ იხსნება წყალში. წყალი კარგად აქრობს გოგირდნახშირბადს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი სიმჭიდროვე. განსაზღვრულ პირობებში წყლის გამოყენება შეიძლება სპირტისა და ეთერის ჩასაქრობად, რადგან მათ აქვთ გახსნის უნარიანობა.
წყალი წარმოადგენს თერმულად მდგრად ქიმიურ შენაერთს. წყლის პრაქტიკულად შესამჩნევი დისოციაცია, ე.ი. იმის დაშლა ჟანგბადად და წყალბადად, შეიძლება მხოლოდ 1700с და უფრო მაღალი ტემპერატურისას.
ჩვეულებრივად ხანძრის საქრობად გამოიყენება ბუნებრივი წყალი, რომელიც შეიცავს მარილებს და ამიტომ ელექტრული დენის გამტარია. ეს უნარიანობა დამოკიდებულია ელექტრული დენისადმი წინაღობის სიდიდეზე. საორიენტაციო მონაცემებით ელექტრული დენისადმი ღრმა არტეზიული ხვრელებიდან და ჭებიდან მიღებული წყლის ხვედრითი წინაღობა არის 1000-2000 ომი/სმ კუბი, მდინარის წყლისა კი 4000 ომი/სმ კუბი. ამიტომ ხანძრის ჩასაქრობად წყლის გამოყენება მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარების არსებობისას მოითხოვს უშიშროების განსაზღვრული წესების დაცვას.
წყალი იწვევს რეაქციას ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან, ართულებს ხანძრის ვითარებას აფეთქების მუქარით, ადუღებით, თხევად საწვავ ნივთიერებათა გადმოსროლით, თვითანთებად წვის გაძლიერებით და სხვა.
ნივთიერებანი და მასალები, რომელთა ქრობისას საშიშია წყლისა და წყლის საფუძველზე სხვა ცეცხლმქრობი საშუალებების გამოყენება მოცემულია ცხრილში.
წყალი

ამრიგად, წვის ზონაში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და მასალების არსებობისას ხანძრის ჩასაქრობად წყალი ან არ გამოიყენება, ან მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
წყლის ზედაპირული დაჭიმულობა, მაგალითად 73 ერგ/სმ კვადრატ-ზე 20c ტემპერატურისას განსაზღვრავს მის სიბლანტეს ანუ დასველების უნარს.მოხვდება რა მყარი ნივთიერებების და მასალების ზედაპირზე, წყალი საერთოდ გადის პატარა ნასვრეტებში, ხვრელებში, ბზარებში და ა.შ. მაგრამ წყლის გასვლა წვრილ ნასვრეტებში დიდი ზედაპირული დაჭიმულობისას გამოირიცხება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის ცეცლის ქრობის თვისებას მყარი საწვავი ნივთიერებებისა და მასალების, განსაკუთრებით ბამბის, შალის, ხის, ნახშირის და სხვა. ქრობისას.
რომ შემცირდეს ზედაპირული დაჭიმულობა, ე.ი. ამაღლდეს დასველების უნარიანობა, წყალში ხსნიან სპეციალურ ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც დამსველებლები ეწოდება. დამსველებლებთან წყლის ხსნარების გამოყენება მნიშვნელოვნად აძლიერებს წყლის ცეცხლის ქრობის თვისებებს: 2-2,5-ჯერ ამცირებს წყლის ხარჯვას, უზრუნველყოფს წვის შეწყვეტას დიდ (2-3-ჯერ მეტ) ფართობზე ან ამცირებს ქრობის დროს 20-30 %-ით.
ხანძრის ქრობისათვის ეკონომიური მოსაზრებით მიზანშეწონილია დამსველებელი ხსნარების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ დააქვეითონ წყლის ზედაპირული დაჭიმულობა 37 ერგ/სმ კვადრატ-ით.
დამსველებლებად რეკომენდებული ნივთიერებანი, მათი მიზანშეწონილი კონცენტრაციები და ზედაპირული დაჭიმულობა მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
წყალი

წყლის მცირე სიბლანტე და შეკუმშულობა შესაძლებლობას იძლევა დიდი წნევის ქვეშ მიაწოდონ იგი სახელური ხაზებით წყალგაყვანილობის ქსელიდან მნიშვნელოვან მანძილზე და უზრუნველყონ ნაკადის შორს გასროლა.
ხანძრის ჩასაქრობად გაცივების ხერხით წყალს აწვდიან ერთიანი და გაფრქვეული ნაკადების სახით.
ერთიანი ნაკადით სარგებლობენ გარეთა და შიგნითა ღია ხანძრის ქრობისას, როცა აუცილებელია წყლის დიდი მასის მიწოდება მნიშვნელოვან მანძილზე.
ერთიანი ნაკადი შედგება ორი ნაწილისაგან. ბუნიკიდან უახლოეს ნაწილს ეწოდება კომპაქტური. მას აქვს მაქსიმალური დარტყმის ძალა და ამიტომ გამოიყენება მყარი ნივთიერების ან მასალის ზედაპირული გახურებული ფენის სიღმეში წლის მასის მაქანიკური შეღწევის მიზნით. წყლის შეღწევა ფენის სიღმეში ხელს უწყობს უფრო სრულს გაცივებას.
აქვს რა მოძრაობის დიდი სიჩქარე, ნაკადის კომპაქტური ნაწილი უზრუნველყოფს წყლის გავლას ალიანი წვის ზონის გახურებულ ზედაპირამდე ორთქლად გარდაქმნისათვის განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე. ნაკადის ამ ნაწილის ნაკლოვანება ის არის, რომ ერთდროული გაცივება წარმოებს გახურებული ზედაპირის განსაზღვრულ უბანზე.
ბუნიკიდან უფრო მეტად დაშორებული ნაკადის ნაწილი არის დანაწევრებული და მას ეწოდება კიდული.
ერთიან ნაკადს უდიდესი სიგრძე აქვს, როცა დახრის კუთხე ჰორიზონტთან 38-ია, ხოლო ყველაზე დიდი სიმაღლე- 90 კუთხისაა(ნახ.19)
წყლის ნაკადის მისაღებად იყენებენ ხელის ან ლაფეტის ლულებს.
ა და ბ ხელის ლულების წყლის ნაკადის სიგრძეა 17-25 მ; ლაფეტისა კი-60 მ და მეტი. ბუნიკზე წნევის გადიდებით ნაკადის სიგრძე დიდდება. მაგრამ ბუნიკის წნევის გადიდება 5ატმ-ზე მეტად არსებით გავლენას ვერ ახდენს ნაკადის სიგრძეზე.
ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული ლულები უზრუნველყოფენ წყლის განსხვავებული რაოდენობით ხარჯვას,რაც დამოკიდებულია ბუნიკის დიამეტრზე და მასთან წყლის წნევაზე.
მაგალითად, 2,5-3 ატმ. წნევისას ბ ლულა, თუ ბუნიკის დიამეტრია 13 მმ, უზრუნველყოფს 3,4 ლ/წამ. წყლის ხარჯვას, ე.ი. 200 ლ/წუთში. ა ლულა, თუ ბუნიკის დიამეტრია 19 მმ-6,5 ლ/წმ ანუ დაახლოებით 400 ლ/წუთში.
ლაფეტის ლულები უზრუნველყოფენ 15 ლ/წამს და მეტი წყლის ხარჯვას.
წყლის ხარჯვის მიხედვით ბ ლულას იყენებენ ისეთი ხანძრის ჩასაქრობად, რომელსაც შედარებით წვის დიდი ფართობი არა აქვს; ა და ლაფეტის ლულებს კი ისეთი ხანძრის ჩასაქრობად, რომლებიც ვითარდება როგორც წვის ფართობის, ისე ამოწვის სიჩქარის მიხევდით, მაგალითად, ხის სახერხი მასალის საწყობებში, გაზებისა და გაზნავთობის შადრევნების ხანძრისას და მრავალ სხვა შემთხვევაში.
ერთიანი ნაკადების გამოყენება არ შეიძლება ისეთი ხანძრის ქრობისას, სადაც შეიძლება იქნეს ფქვილის, ნახშირისა და სხვათა მტვერი, აგრეთვე სითხეების წვისას რეზერვუარებში.
წყლის ერთიანი ნაკადი წვის ლიკვიდაციის ერთდროულად რამდენიმე ხნით ახალი აალებისაგან იცავს მყარ ანთებულ ნივთიერებებს მათი ტენიანობის ამაღლებით.
მოქმედების ეფექტურობისათვის წყლის ერთიან ნაკადს, უზრუნველყოფენ რა წვის ფართობის თანაზომიერ გაცივებას, ყოველთვის უნდა ანაცვლებდნენ ერთი უბნიდან მეორეზე. წვის შეწყვეტასთან და საწვავი ნივთიერების დატენიანებასთან ერთად ნაკადი გადააქვთ მეორე ადგილზე.
წყლის ერთიანი ნაკადით სწრაფად გაცივებასა და უწვავი შენარევის მიღების მიზნით მისი ინტენსიური მექანიკური გადანაცვლების გზით შეიძლება შეწყდეს გამდინარე სითხის წვა.
წვის შეწყვეტის გარდა ერთიანი ნაკადის გამოყენება შეიძლება სამშენებლო კონსტრუქციების, საწარმოო დანადგარების, რეზერვუარების, მილგაყვანილიბისა და სხვათა გახურებული ზედაპირის გასაციებლად.
გაფრქვეული ნაკადი წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის წყლის წვეთების ჭავლს. გაფრქვეული ნაკადის გამოყენებისას მცირდება დარტყმითი მოქმედება ანთებულ ზედაპირზე, მაგრამ დიდდება ერთდროული თანაზომიერი გაცივების ფართობი. გაფრქვეული წყალი სწრაფად ხურდება და იქცევა ორთქლად, რასაც ერთმევა სითბოს დიდი რაოდენობა. ამასთანავე ცეცხლის ქრობის საშუალებანი ამ დროს უფრო მეტად გამოიყენება, ვიდრე ერთიანი ნაკადის გამოყენებისას.
გაფრქვეული ნაკადის შეხება ანთებულ ზედაპირთან დამოკიდებულია მისი გზის სიგრძის და ალის ტემპერატურაზე წვის ზონაში. რაც უფრო გრძელია გზა და მაღალია ალის ტემპერატურა, მით მეტია წყლის დანაკარგი ანთებული ზედაპირის გაცივებაზე მისი წინასწარ ორთქლად გადაქცევის გმაო. ამ შემთხვევაში უფრო მეტად წვრილი წვეთები ორთქლად იქცევა, ხოლო უფრო მსხვილი წვეთები აღწევენ გახურებულ ზედაპირამდე. ამაო დანაკარგი რომ აიცილონ, გაფრქვეულ წყალს ძირითადად იყენებენ შედარებით მცირე სიმაღლის ალის დროს, სადაც შესაძლებელია მიაწოდონ იგი ალსა და გახურებულ ზედაპირს შორის, მაგალითად, გადახურვათა შეფიცრის, კედლებისა და ტიხარების, სახურავის ლარტყების, ბოჭკოვანი ნივთიერებების, მტვრისა და სხვა.წვის დროს.
წყლის გაფრქვეული ნაკადის გამოყენება შეიძლება კვამლის დასალექად, სინათლის გამოსხივებისაგან დასაცავად(წყლის ფარდის შექმნა), სამშენებლო კონსტრუქციის, ნაგებობათა, დანადგარებისა და სხვა. გახურებული ზედაპირის გასაგრილებლად.
დიდი გამაცივებელი თვისებების მქონეა წყალი თოვლის სახით. თოვლს იყენებენ როგორც უკიდურეს საშუალებას, როცა წყალი არ არის.

წყარო: "სახანძრო ტაქტიკა" 1988 წ. I-II ნაწილი

უკან დაბრუნება