დაჯილდოვდა მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“
29-12-2022, 19:56. ავტორი: Amuri
ვასილი ბარამიძე
გაზეთი „მოლოდიოჟ გრუზიი“ 1962 წლის ერთერთ ნომერში აღწერდა გმირობას, რომელიც ხანძრის ქრობის დროს გამოიჩინა მახარაძის რაიონის სახანძრო ნაწილის ათეულის მეთაურმა სანდრო მიმინოშვილმა. ხანძარი გაჩნდა ღამით ს. ბაბილოძის სახლში. შიშისაგან დაბნეული მობინადრეები ვერაფერს ვერ უხერხებდნენ აბობოქრებულ სტიქიას. ისინი იხსნა სახანძრო ნაწილის მორიგე ყარაულმა, რომელსაც ს.მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა. ხანძრის ქრობის დროს განსაკუთერბული სიმამაცის გამოჩენისთვის ს. მიმინოშვილი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვდა მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის.“
წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“ თბილისი 1973 წელი გვ.187
უკან დაბრუნება