> ინფორმაცია, უსაფრთხოების 10 გაკვეთილი > ხანძარი

ხანძარი


2-10-2016, 18:46. ავტორი: Amuri ხანძარი - წარმოადგენს საშიშროებას,რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების სიცოცხლეს, ზიანს აყენებს საყოფაცხოვრებო ნივთებს. ამიტომ, ხანძრის თავიდან ასაცილებლად, უნდა გვახსოვდეს შემდეგი წესები:

როგორ უნდა მოვიქცე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში:

- თუ სახლში მარტო ხარ და ხანძარი შენიშნე, დარეკე „112“-ზე. გააგებინე მეზობლებს, დაიძახე ფანჯრიდან ან სადარბაზოში. თუ ხანძარი ღამით შენიშნე და ოჯახის წევრებს სძინავთ, გააღვიძე ისინი და შეატყობინე ხანძრის შესახებ;
- შენობის დატოვებისას, ყველა კარის მჭიდროდ დახურვით, შესაძლებელია, ცეცხლის გავრცელება 10-15 წუთით შევაჩეროთ;
- არ შეიძლება დენში ჩართული, აალებული აპარატურის წყლით ჩაქრობა!
თუ სახლში ხანძარი გააჩნდა, სხვა სხვა ოთახში გასასვლელად, კარის სახელურებზე ხელის შეხებით შეამოწმე გახურებულია იგი, თუ არა. ასევე, დააკვირდი ალმოკიდებულ ოთახში არ აღმოჩნდე:
- თუ კვამლი ბევრია, პირზე და ცხვირზე სველი ნაჭერი აიფარე და ისე ისუნთქე;
- თუ სახლიდან ეზოში უსაფრთხო ადგილას გამოხვედი, არ გაიქცე! აცნობე ხანძრის შესახებ მეზობლებს და შეატყობინე სახანძრო -სამაშველო სამსახურს;
თუ ოთახი კვამლით გაივსო, გადაადგილდი ხოხვით. ასე უფრო ადვილად ისუნთქებ, იატაკთან ტემპერატურა დაბალია, ხოლო ჟანგბადი - მეტი.

თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოედო:

გახსოვდეს რომ ტანსაცმლის წვის დროს, თუ ადამიანი დგას, ცეცხლის ალი ვრცელდება ზემოთ - სახისაკენ, თმისაკენ და სუნთქვის ორგანოებს აზიანებს. არ გაიქცე, ეს მხოლოდ გააძლიერებს ცეცხლს. შეეცადე სწრაფად გაიხადო ცეცხლმოდებული ტანსაცმელი, ხოლო თუ ეს შესაძლებელია, დაწექი იატაკზე (მიწაზე), შეეცადე გადაგორებით ჩააქრო ცეცხლი.

ხანძრის დროს არ შეიძლება:

- პანიკაში ჩავარდნა
- ქონების გადარჩენისას სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება;
- ხანძრის ჩაქრობის მცდელობა სახანძრო - სამაშველო სამსახურის გამოძახებამდე;
- ელექტრომოწყობილობების წყლით ჩაქრობა;
- კარადაში, კუთხეში, საკუჭნაოში და ა.შ. დამალვა;
- ლიფტით სარგებლობა, რადგან ხანძრის დროს კვამლი ადვილად აღწევს ლიფტით შახტაში, რის შედეგადაც კაბინაში გროვდება;
- თოკით, ზეწრით მესამე სართულზე უფრო მაღლიდან დაშავება;
- ფანჯრებისა და კარების გაღება;
- მაღალი სართულის ფანჯრებიდან გადმოხტომა.

გახსოვდეს:

არ ითამაშო ასანთით!
ხანძრის დროს არ დაიმალო, გადი გარეთ!
დაიხარე ან ძირს დაწექი და გახოხდი!
გქონდეს გაქცევის გეგმა!
დარეკე „112“-ში!
არ გადააგდო ანთებული ასანთი!
არ დატოვო ანთებული გაზქურა!

ტყის ხანძარი

ტყეში ხანძარი შეიძლება გაჩნდეს მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ცხელ და გვალვიან ამინდში, მიწის ზედაპირზე ბალახის დაწვით.
ტყის ხანძრები, გარდა იმისა, რომ ბუნებისა და ცხოველების განადგურებას იწვევს, აგრეთვე, სახიფათოა, რომ არ გავრცელდეს ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში. ტყეში ყოფნის დროს გაუფრთხილდი ბუნებას და გახსოვდეს:
აკრძალულია სიგარეტის ნამწვავის გადაგდება;
არ დაწვა ბალახი გამწვანების ზოლში და არ აანთო ტყეში ცეცხლი;
არ დატოვო ტყეში ნაგავი, განსაკუთრებით, შუშის ქილები (მისი ნატეხები), კონსერვის ქილები, წყლიანი ბოთლები და სხვა, რადგან ლინზის ეფექტმა (მით უმეტეს, სიცხეში), შესაძლოა, გამოიწვიოს ბალახის/ნაგვის ადვილადწვადი ნარჩენების აალება.

ტყეში ხანძრის სწრაფ გავრცელებაზე მოქმედებს ძლიერი ქარი და სიცხე.
ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, სიგარეტია. მიუთითე, რომ შენ გარშემო მყოფებმა სიგარეტი არ დააგდონ ძირს ან არ გადააგდონ მოძრავი ავტომობილიდან.

თუ ტყეში ხანძარი შენიშნე:

დაუყოვნებლივ დაუკავშირდი „112“-ს;
აღწერე სიტუაცია, სად რა იწვის;
აღწერე, სად და რა მიმართულებით ვრცელდება ხანძარი;
არ გამორთო მობილური ტელეფონი და დაეხმარე სახანძრო სამსახურს აუხსენი, სად არი ხანძარი.

ხანძრის გაჩენის წინაპირობებია:

წვადი მასალა, როგორიცაა, მაგალითად, ქაღალდი;
ცეცხლის წყარო, როგორიცაა, მაგალითად, ასანთის ღერის ნაპერწკალი (ან წვის ალი).
ჟანგბადი.

წყარო: "უსაფრთხოების 10 გაკვეთილი" თბილისი 2016 წ. გვ. 23-25

უკან დაბრუნება