Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 წალენჯიხის ცენტრში შენობა იწვის
> ახალი ამბები > წალენჯიხის ცენტრში შენობა იწვის

წალენჯიხის ცენტრში შენობა იწვის


30-09-2016, 19:52. ავტორი: Amuri


დღეს, 2016 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას ხანძარი გაუჩნდა წალენჯიხის ცენტრში მდებარე 3 სართულიან ადმინისტრაციულ შენობას. შენობის სახურავი და მე-3 სართული მთლიანად განადგურებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა სახანძრო და სამაშველო რაზმი ჩართულია ხანძრის ლოკალიზებაში, რომელთა ძალისხმევით მოხერხდა პრველ და მეორე სართულებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილება. ამ წუთებში მიმდინარეობს შენობის მე-3 სართულის სრული ლოკალიზაცია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ყველა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები.

წყარო: jikhatv.ge

უკან დაბრუნება