Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მაშველი
> ეს საინტერესოა > მაშველი

მაშველი


17-11-2016, 10:54. ავტორი: Amuri ბელგრადში, მდინარე დუნაის ნაპირზე რესტორანი მდებარეობს, რომლის მეპატრონემ -51 წლის რენატო გრიბიჩმა ბოლო 15 წლის განმავლობაში 25 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. რომლებმაც მისი რესტორნის სიახლოვეს მდებარე ხიდიდან თვითმვლელობის მიზნით მდინარე დუნაიში გადახტნენ.
რენატოს მოტორიანი გემი მუდმივ მზადყოფნაშია.
-„რესტორანში ყოფნის დროს, მუდმივად ყურადღებით ვარ და არ ვაძლევ ადამიანებს უფლებას, სიცოცხლე საკუთარი ნებით დაასრულონ“ - ამბობს გრიბიჩი.
- დაახლოებით 7 წლის წინ, მან წყლიდან 18 წლის გოგონა ამოიყვანა. აღმოჩნდა რომ ეს გოგონა მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა. ახლა ის ყოველწლიურად მიდის მის რესტორანში, რათა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნოს! 2 წლის წინ კი ამავე გოგონამ რენატო საკუთარ ქორწილში საპატიო სტუმრად დაპატიჟა!
- „ყოველთვის, როცა მას ვხედავ, გული ძლიერად მისცემს! უფლის მადლობელი ვარ, რომ საჭირო მომენტში იქვე აღმოვჩდი და მისი დახმარება შევძელი“ - ამბობს მამაცი მაშველი.

წყარო: 112.gov.ge (ჟურნალი - "112-ის დროით")

უკან დაბრუნება