მადლობა გადარჩენისათვის
17-11-2016, 10:56. ავტორი: Amuri მეხანძრე მაიკ ჰიუზმა საშინელი ხანძრის დროს 9 თვის გოგონა - დანიელ დევიდსონი გადაარჩინა. მაშველი ცეცხლმოდებულ ოთახში შევარდა და ბავშვი ალში გახვეული საწოლი ოთახიდან გამოიყვანა.
გავიდა წლები, დენიელმა სკოლა წარმატებით დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე თავისი გადამრჩენელი დაპატიჟა.
- „მაიკის ყოფნა ამ ცერემონიაზე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლები გავიდა და დღესაც მეტირება, როცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა. მაიკი რომ არა...
- მაიკ, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, რომ არა შენ!..“ - ბედნიერებისაგან და ემოციისაგან აკანკალებულმა გოგონამ სიტყვა დაასრულა და აცრემლებული გულში ჩაეკრა ადამიანს, რომელმაც მას წლების წინ სიცოცხლე აჩუქა.
უკან დაბრუნება