Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ჩამოქცევა
> უბედურების დროს > ჩამოქცევა

ჩამოქცევა


16-12-2016, 19:43. ავტორი: Amuri ჩამოქცევა - მთის ფერდობებიდან ქანების დიდი ფენების მოწყვეტა და კატასტორფული ვარდნაა სიმძიმის ძალის გავლენით. მისი წარმოქმნის მიზეზია ქანების დამძრავ და შემაკავებელ ძალებს შორის წონასწორობის დარღვევა. იგი წარმოიქმნება მდინარისპირა ველებზე, მთებში, ზღვის სანაპიროებზე.

როგორ დავიცვათ თავი შესაძლო ჩამოქცევის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე:

მიყევით შესაბამისი სპეციალური სამსახურების მოსახლეობის, შინაური ცხოველებისა და ქონების ევაკუაციის ინსტრუქციებს.
აივნებზე და ეზოებში განთავსებული ქონება სახლში გადაიტანეთ, ძვირფასი ნივთები, რომელთა წაღებაც შესაძლებელია, დაიცავით ტენისა და ტალახის ზემოქმედებისგან.
კარგად დახურეთ კარებები, ფანჯრები, სავენტილაციო და სხვა ხვრელები.
გამორთეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემა.
სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები, განათავსეთ ისინი ცალკე ორმოებში ან სარდაფებში.
მოემზადეთ დაუყონებლივი ევაკუაციისათვის.
თუ 24 საათის განმავლობაში მეწყერი 0,5-1 მეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილდა, ევაკუაცია დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს.
ევაკუაციის დროს თან წაიღეთ დოკუმენტაცია და პირველადი საჭიროების ნივთები ( საკვები, ტანსაცმელი და ა.შ.).
თუ საფრთხეზე გაფრთხილებული ხართ უშუალოდ სტიქიური უბედურების წინ ან შეამჩნიეთ მისი მოახლოება: შეატყობინეთ შესაბამის სამსახურებს.
შეატყობინებთ მეზობლებს, რომლებიც შეიძლება, დაზარალდნენ.
ქონებაზე ფიქრის გარეშე დატოვეთ შენობა.

წყარო: metviton.ge

უკან დაბრუნება