Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარი ბავშვთა სამყაროში
> ინფორმაცია > ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ხანძარი ბავშვთა სამყაროში


30-01-2017, 18:57. ავტორი: Amuri


2017 წლის 30იანვარს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები.

ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა.

ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი გადარჩენილი ნივთების მოძიებას ცდილობს. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
უკან დაბრუნება