Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცეცხლს ნუ ეთამაშებით
> ფოთის სახანძრო საზოგადოება > ცეცხლს ნუ ეთამაშებით

ცეცხლს ნუ ეთამაშებით


13-04-2017, 04:17. ავტორი: Amuri 1960 წლის 20 სექტემბერს ჩვენი ქარხნის ზოგიერთი მუშაკის და ნაწილობრივ დამხვევ-საიზოლაციო უბნის მუშის ზ.ნანაიშვილის, მ.ფანჩულიძის და ოსტატის თანაშემწის ა.ჯგუბურიას დაუდევრობის გამო ლამის ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი უფრო ხშირად იმის შედეგია, რომ ზოგიერთი მათგანი უყურადღებობას იჩენს ხანძარსწინააღმდეგო ღონიძიებათა გატარების საქმისადმი და დაუდევრობით თავად ქმნიან მისი წარმოშობის კერას. ნანაეიშვილმა და ფანჩულიძემ ჩართეს №3 ღუმელი და წავიდნენ...
მათ სხვას გაააბარეს მეთვალყურეობა, სინამდვილეში არც კი ახსოვთ ვის თხოვეს ასეთი და უფროსწორად მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს ჩართული ღუმელი.
საშინელებაა წარმოიდგინო თუ რა მოყვებოდა ამ დოყლაპიობას; რაზე ფიქრობდნენ ისინი როცა ჩართულ ღუმელს სტოვებდნენ?
მათი ეს დაუდევრობა მხედველობიდან გაეპარა, ოსტატის თანაშემწეს ა.ჯგუბურიას.
დირექციამ სამართლიანად დასაჯა სამთავე.

ო.გიგაშვილი
ელექტროგამაძლიერებელი ქარხნის საშვები ბიუროს უფროსი.
კედლის გაზეთი „მანქანათმშენებელი“ №9
1960 წლის ნოემბერი


გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

"ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი"-ს წიგნსაცავიდან

უკან დაბრუნება