Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 „ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“
> ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები > „ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“

„ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“


15-11-2019, 21:14. ავტორი: Amuri
საიტების დამზადება


ყოფილი რესპოდენტებისაგან განსხვავებით ტარიელი მოუბარი აღმოჩნდა. დამერწმუნებით, საუბარში უცნობი ადამიანს, ხვდები მის პიროვნებას რა უყვარს, რა აინტერესებს და ასე იძერწება სახე. სტატია, ადამიანის სახეა გამოწერწილი, მხოლოდ აქ სიტყვებით ცდილობ დახატო, ცდილობ პალიტრა არც მკვეთრი ფერებით იხმარო და არც თვალის „ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“მომჭრელი, მაგრამ შედიხარ რესპოდენტის ცხოვრებაში, მოგზაურობ მასთან ერთად მის განვლილ წლებში ხვდები თანაზიარი და გიჩნდება სურვილი არ იძუნწო სიტყვებში. დამერწმუნეთ ადამიანს მატერიალურ ფასეულობაზე მეტად უღირს შენი სიტყვები, რადგან ახარებს შეცნობა იმისა რომ „დაუფასდა’ ნაღვაწი წლები. ეს სიტყვები იქნება ის მალამო ღრმა მოხუცებულობაში ძველ, გაყვითლებულ ფურცლებში რომ აღმოაჩენს და რომ გადაიკითხავს, მის თვალწინ გაირბენს, იქნებ ბებრულ თვალებში დამშრალმა ცრემლმაც კი გამოჟონოს. ამიტომ მოვეფეროთ ადამიანებს, ვუთხრათ ლამაზი სიტყვები და ამ ფურცლებით, როგორც ფოტოთი შემოვუნახოთ წარსული. ეს ის ფიქრებია, რომელიც გამიჩნდა კორესპოდენციაზე მუშაობისას.
ტარიელ ხარებავა - დაიბადა სენაკის რ-ის სოფელ ფოცხოში. ქართული სოფელი ყოველთვის იყო აკვანი, რომელიც ტრადიციების, ქვეყნის სიყვარულით და სიკეთით ავსებდა ბავშვის გულს მისი ყოველი რწევისას. ოჯახიში ორი ვაჟი და ორი ქალი იზრდებოდა. იგი უფროსი ვაჟი იყო. მისი დაბადების - 1963 წელი ის დრო იყო, როცა სოფლის ცხოვრებაში აღმავლობა დაიწყო. ტარიელს ფოთში უშვილო ბიძა ყავდა, რომელიც შვილად მისი აყვანა უნდოდა, მაგრამ დედ-მამამ ვერ მოწყვიტა და-ძმას, ვერ „გაიმეტა“ და ძმა იმით დააიმედეს, სკოლა დაამთავროს და მერე წამოვიდეს თქვენთანო და ასეც მოხდა. 1980 წელს დაამთავრა სკოლა და სწავლა ფოთის ჰიდრო-მერიორაციულ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. გულდაწყვეტილი ვიხსენებ ამ ტექნიკური კადრების დიდ სამჭედლოს, რომელიც თავისი გარეგნული ხედითაც კი მოწიწებით განგაწყობდა და ამდროს ყველას ერთ კითხვა გვაწვალებდა: რატომ? მართლაც და რატომ გავანადგურეთ საკუთარი ხელით.
„ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“ 1981 წელს, I კურსის დახურვის შემდეგ, იგი სამეხდრო სამსახურში გაიწვიეს. და აქ ისევ ვუხვევთ თემიდან და იმაზე ვმსჯელობთ, რატომ შეიცვალა ადამიანის ფსიქიკა და რატომ გახდა მთავრობის და პარლამენტის მსჯელობის საგანი ისედაც დამცრობილი სავალდებულო სამხედრო სამსახური.
- „არა და იგი კაცურ-კაცობის სწავლის პირველი სამჭედლო იყო - აგრძელებს ტარიელი საუბარს, როგორი შეცვლილი, დაბრძენებული ცხოვრების და ოჯახის რაობას შეცნობილი ვბრუნდებით, დაკაცებულნი - წარსულს უღიმის თითქოს, ალბათ რაღაც გაახსენდა ორი წელი გერმანიაში იმსახურა, უფრო სწორედ 1,5 წლის შემდეგ „მივლინებით“ ნახევარი წელი უკრაინაში გაატარა. ალბათ იქედან ჩამოჰყვა სამშობლოს, მისი მიწის უფრო დიდი სიყვარული.
აპრილის თვე იყო რომ დაბრუნდა.
- საოცარი კურიოზი მოხდა, უმცროსი ძმა ჯარში მიყავდათ, გახსოვთ ალბათ როგორი სუფრით აცილებდნენ მაშინ შვილებს, და სწორედ ამ სუფრაზე ჩამოვედი, მეორე დღეს კი ძმა წავიდა. ხომ გესმით ორი წლის უნახავს კიდევ ორი წელი რომ დამატებოდა.„ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“
დაბრუნდა და სწავლაც განაგრძო 1985 წელს დაამთავრა, მელიორაციის ხაზით და იმავე წელსვე მუშაობა დაიწყო ელეტოგამაძლირებელ (ემუ) ქარხანაში. კონტროლის განყოფილებაში წუნმდებლად. თუ წარსულს გავიხსენებთ ეს ქარხანა შედარებით „მსუბუქი“ იყო სამუშაოს სიძიმიდან გამომდინარე ამიტომ თითქოს 60-70% ქალები მუშაობდნენ აქ გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე ნატო ჯიშკარიანი და 1986 წელს დაქორწიდნენ. მალევე დათმო სამსახური.
- მაშინ სახანძრო სამსახურიდან ბევრს ვიცნობდი, ვხვდებოდით სუფრაზე ერთმანეთს და დავყევი მათ რჩევას, თანაც უკვე ვეღარ ვძლევდით უმუშევრად, სახლში.
ასე მოხვდა ტარიელი სახანძრო სამსახურის დიდი კოლექტივის წევრი, არ გასჭირვებია შეჩვეოდა გასამხედროებული სამსხურის დისციპლინას.
დაიწყო მეხანძრის რთული, მაგრამ საამაყო ცხოვრება.
- არ შემიძლია არ გავიხსენო იმ გაჭირვებული, დანგრეული ცხოვრების წლები არ იყო დღე ხანძარი არ გაჩენილიყო, ზოგჯერ რამოდენიმეც კი, ხდებოდა ისე რომ ყველა მანქანა გასული იყო და გამოძახება არ წყდებოდა. თითქოს გაჭირვების დროს ცეცხლმაც „გვიყელა“. არ ვნანობ რომ კოლექტივის წევრი ვარ. ალბათ „გამიმართლა“.
მალე ტარიელის ოჯახმა „იმატა“. 1987 წელს 9 მაისს ახალგაზრდა ოჯახს ქალიშვილი ნესტანი ეყოლათ. როგორ გაირბინა წლებმა თითქოს ვერც გაიგო, დღეს ნესტანი თავადაა დედა, მე-6-ე კლასელი თიკოსი, რომელმაც სიხარული და ბაბუობა ერთად არგუნა ტარიელს.
1989 წელს დაიბადა ვაჟი ანგული. რომელმაც „იჩქარა’ დაოჯახება სამაგიეროდ ტარიელი მეორედ გახდა ბაბუა და მისად საამაყოდ ლუკა ხარებავას ბაბუაა.
ანგული 15 წლის იყო როცა ნატოსა და ტარიელს ნაბოლარა ვაჟი - გიორგი შეეძინათ.
„ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“ - ორი შვილის გაზრდა არც გამიგია. არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ალბათ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ მქონდა შეცნობილი მამობის რაობა. გიორგიმ მთლიანად შემცვალა, ვაჭმევდი, ვბანდი, ვუცვლიდი და ვისწავლე რას ნიშნავს იყო მამა. დღემდე ყველაზე ახლოს მასთან ვარ, ალბათ იმიტომაც რომ გიორგი ჯერ კიდევ პატარაა იგი მე-8-ე კლასელია. თამაშობს ფეხბურთსა და უყვარს კიდეც, ამიტომ ყველანაირად შევუწყობ ხელს რომ გზა გაიკვლიოს. სხვათა შორის ისიც მინდა აღვნიშნო ანგულისა და გიორგის შორის განსხვავებული იყო ჩემი მამობის გამოხატვის ფორმა, მაგრამ ბიჭებს დედა მეტად უყვართ, მისი სიტყვა „კანონია“ აი, ნესტანს კი ქვეშეცნეულად ვგრძნობ მე „მეტად“ ვუყვარ და სხვათა შორის თავისი ბუნებით, ხასიათით, ჩვევებით ის უფროა ნამდვილი ხარებავა. მე ბედნიერი მამა და ბაბუა ვარ და მადლობელი ვარ უფლის რომ ამის ღირსად რომ მცნო. მე ოჯახს და სამსახურს არ ვურევ ერთმანეთში, მაგრამ ვიტყვი, ოჯახი უფრო ის მყარი კედელია რომელსაც ადამიანი ეყრდნობა შინ და გარეთ.
ახლა ისევ პროფესიულ ამბებს ვუბრუნდები, ვინტერესდები; მაშინ როცა ჯარში სამსახურიდან ათასი ხრიკებით ცდილობენ თავი დააღწიონ, რატომ მიდიან სამუშაოდ სახანძრო დაცვაში რომელიც მუდამ ხიფათის ზღვარზეა. ალბათ აქ მოდიან სამუშაოდ მოდიან ის ადამიანები რომელთაც თავის გამოცდა ხიფათან ბრძოლაში სურთ.
- მე ყველაზე მეტად ხალხის მადლიერება და ამ მადლიერებით აღსავსე თვალები მანიჭებს სიამოვნებას, სიხარულს, ესაა ყველაზე მეტად ფასეული ჩემთვის. ისევ ვუბრუნდებით თემას, როგორც ავღნიშნე იმ ძნელბედობის ჟამს დიდი იყო.
- იყო 1997 წელი. იმ დღეს არ ვმუშაობდი. გურიიდან ვბრუნდებოდი. მალთაყვაში რომ შემოვედი დავინახე რომ ხანძარი იყო. ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ დასვენების დღე მქონდა. მანქანის სიჩქარეს მოუმატე. ცეცხლი ეკიდა მალთაყვის ტყე პარკში არსებულ სასტუმროს ჩემი სამსახურის მანქანაც იქ იყო და მათთან ერთად ჩავებით ცეცხლის ჩაქრობას.
მაშინ იმარჯვეს მეხანძრეებმა დიდ ზარალს გადაარჩინეს სასტუმროც და ტყე-პარკიც. მაგრამ უბედურება მაინც ვერ იქნა აცილებული. ტარიელმა ფეხი დაიზიანა და იმ დღის შემდეგ აქტიური მეხანძრის ცხოვრებას ჩამოცილდა და დისპეჩერად მუშაობს.
- არანაკლებ პასუხისსაგებია დისპეჩერის მუშაობაც. შენ ცოდნასა და ოპერატიულობაზეა დამოკიდებული ადამიანთა ბედი. მახსოვს სწორედ იმ არც თუ სახარბიელო დროს, მორიგე ვიყავი, ქარიანი ამინდი იყო და ქალაქში მრავალ ადგილას იჩინა თავი ხანძარმა და ადგილზე არც ერთი მანქანა არ იდგა. რეკავს ზარი და ქალის შეშფოტებული ხმა მატყობინებს „ახალგაზრდას ყოველთვის გმირობისა და ვაჟკაცობისაკენ მიუწევს გული“რომ ხანძარია და ვუშველოთ, მისახელებს მისამართს, როგორია სათქმელად მანქანები არ არისო, ამიტომ ვუხსნი რა გააკეთოის სახანძროს მოსვლამდე თან პარალელურად მანქანასაც რაციით ვუკავშირდები და გათავისუფელბის შემდეგ მივიდეს საჭირო მისამართზე. გავიდა გარკვეული დრო და ისევ ზარია, ამჯერად სწორედ ის ქალბატონი რეკავს და მეუბნება მადლობა თქვენ, სწორედ როგორც გვასწავლეთ ისე მოვიქეცით და ხანძარიც ჩავაქრეთ. დიდი მადლობა არ გვჭირდება სახანძროს გამოგზავნაო. მეც შვებით ამოვისუნთქე და სახანძრო მანქანასაც ვაცნობე.
ასეთი ბევრი საინტერესო ეპიზოდის გახსენება შეიძლება. ხომ იცით უამრავი ეპიზოდი მაქვს, მაგრამ როცა გვჭირდება ვერ გაიხსენებ. ერთხელ მანქნით რამოდენიმე კაცი ყიჟინით შემოვიდა, გახსოვთ ალბათ ტელეფონები არ მუშაობდა, შუქებიც არ იყო. ამიტომ თავად დაზარალებულები მოდიოდნენ რათა ეცნობებინათ ხანძრის შესახებ. ასე მოხდა ახლაც მაგრამ მაქნაები ადგილზე არ იყო. მე მაინც რამდენიმეს დავუკავშირდი და ცნობა გადავეცი. მოსულები დავამშვიდე და ვუთხარი მანქანა მალე მივიდოდა. ბუზღუნ-ბუზღუნითა და საყვედურებით დატოვეს შენობა. გავიდა არც თუ დიდი დრო და გავიგე იგივე ადამიანები მიკავშირდებიან და სამადლობელ სიტყვებს ერთმანეთს არ აცლიან. მართალია ჩვენი სამუშაო მძიმეა, მაგრამ ვინ ისმენს ამდენ მადლობას, ვის მხრებზეა ამდენი გადარჩენილი სოცოცხლე და მატერიალური ფასეულობაა. ჰოდა, ღირს სიცოცხლე ამად.
უკან დაბრუნება