Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 უსაფრთხოება მიტინგზე
> უსაფრთხოების ზომები > უსაფრთხოება მიტინგზე

უსაფრთხოება მიტინგზე


25-12-2014, 00:02. ავტორი: Amuri ნუ დადგებით სანაგვე კონტეინერების, საბავშვო ეტლების, უმეთვალყურო ფუთების, ხელჩანთების სიახლოვეს. დესტაბილიზაციით დაინტერესებული ადამიანები იქ ხშირად დებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
არ დადგეთ მიტინგზე სცენის სიახლოვეს, არეულობის დროს რთული იქნება უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.
მოერიდეთ მიტინგზე ვიდეო-ფოტო აპარატურით მისვლას, ისინი იქცევენ ექსტრემისტების ყურადღებას და შეიძლება დაგიზიანონ ან უარეს შემთხვევაში შეიძლება თქვენ თვითონ დაზარალდეთ.
ასევე საშიშია პოლიციელის სიახლოვეს ყოფნა, შემთხვევით შეიძლება აგრესიის მსხვერპლი გახდეთ და მოგხვდეთ ნასროლი საგნები.
იდექით მშვიდად, არ იყვიროთ, ნუ გააკეთებთ ისეთ მოძრაობებს, რომელიც შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც აგრესიის შემცველი. შეინარჩუნეთ მშვიდობიანი გამომეტყველება. სასურველია ატაროთ პირადობის მოწმობა, ეს დაგიცავთ თქვენ „პიროვნების დადგენის“ პროცედურებისგან.
საშიშია შუშებიანი ვიტრინების, კედლების, ხეების და ა.შ. გვერდით რადგან ხალხის მოძრავმა მასამ პანიკის დროს შეიძლება მიგაჭყლიტოთ და სერიოზული ტრამვა მიიღოთ.
ხალხის მოძრავ მასაში მთავარია არ წაიქცეთ, თუ მაინც წაიქეცით,ნებისმიერი ხერხით და საშუალებით აუცილებლად უნდა წამოდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიჭყლიტებით ხალხის მასის მიერ.
არ ჩაიცვათ ძვირფასი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,
არ ატაროთ ძვირფასეულობა,
ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, არ ბოჭავდეს მოძრაობას, ქალბატონებმა არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შეიძლება მოგიწიოთ იქაურობის სწრაფად დატოვება და ხელი შეგეშლებათ.
არ ჩაიცვათ სამხედრო ტანსაცმელი, შეიძლება ეგონოთ სპეცრაზმელი ან შეიარაღებული და გახდეთ აგრესიის მსხვერპლი როგორც მომიტინგეების ასევე სამართალდამცავების მხრიდან.
მომიტინგეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს დანა, მითუმეტეს ცეცხლსასროლი იარაღი, თუნდაც ოფიციალურად რეგისტრირებული
უკან დაბრუნება