Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს
> უბედურების დროს > როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს


25-12-2014, 00:11. ავტორი: Amuri თუ თქვენ იმყოფებით შენობაში და მიწისძვრის ბიძგები არ არის ძლიერი, სჯობს არ გახვიდეთ შენობიდან და დაელოდოთ ბიძგების შენელებას.
ნუ ეცდებით „გაასწროთ“ მიწისძვრას გარეთ, უფრო ხშირად ადამიანები შავდებიან შენობების ჩამოშლილი ნაწილების დაცემის შედეგად.
სჯობს თავი შეაფაროთ მაგიდას, შეძვრეთ მის ქვეშ, თუ ასეთი ავეჯი არ არის ახლოს სჯობს დაცვეთ იატაკზე შენობის შიდა კუთხეში, პირით მიწისკენ და კეფაზე დაილაგოთ ხელები.
კარის ჩარჩოსთვის თავის შეფარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ შენობა ახალია.
ზოგადად სჯობს თუ მოერიდებით კარებთან და ფანჯრებთან სიახლოვეს, ასევე ყველა იმ ნივთთან რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს.
ძლიერი მიწისძვრის დროს შენობიდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი თუ თქვენ არ იმყოფებით მაღალ სართულებზე.
დაუშვებელია მაღალი სართულებიდან ლიფტით ჩამოსვლა.
გარდა დანგრეული შენობებისა, კიდევ ერთი საფრთხე რაც შეიძლება მიწისძვრას მოყვეს არის ცეცხლის კერების გაჩენა შენობებში.
თუ მოსალოდნელი მიწისძვრის ან განმეორებითი ბიძგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, უსაფრთხოების მიზნით გამორთეთ დენის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები ცენტრალური ქსელებიდან.
დაააფიქსირეთ დამატებითი დამჭერებით ინტერიერის ყველა ჩამოკიდებული ნივთი, ჭაღები, ბრებიანი ნათურები, სურათები, სარკეები, წიგნის თაროები და ასე შემდეგ. ეცადეთ დააშოროთ საწოლები და დივნები დაკიდულ საგნებს.
სასურველია ფანჯრები და კარები დატოვოთ ღია, თქვენს დასახმარებლად მოსვლა რომ გაუადვილდეთ.
თუ მიწისძვრის დროს ხართ ქუჩაში, ეცადეთ შენობა-ნაგებობებისგან და ელექტროგადამცემი ბოძებისგან შორს იყოთ.
თუ მართავთ ავტომობილს , უნდა გაჩერდეთ, თუმცა გადმოსვლა არაა საჭირო. მოერიდეთ ხიდებს, ესტაკადებსა და ხეებს.
უკან დაბრუნება