Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ფოთელი არა, მთელი საქრთველოს მეხანძრეები ვერ ჩააქრობენ
> ლევ ლიტერატურული ჩანახატები > ფოთელი არა, მთელი საქრთველოს მეხანძრეები ვერ ჩააქრობენ

ფოთელი არა, მთელი საქრთველოს მეხანძრეები ვერ ჩააქრობენ


4-02-2015, 03:44. ავტორი: Amuri
ფელეტონის მაგიერ


-ბაზრიდან ხელმოცარულად დაბრუნებული მეუღლე, რომ დაიხარა, ქმარმა გაიკვირვა.
- რატომ ხელცარიელი დაბრუნდი, ბაზარში პროდუქტი გამოილია თუ...
- ვერაფერს ვერ მიეკარები, ყველაფერს ცეცხლი უკიდია. უპასუხა მეუღლემ ქმარს.
- მერედა სახანძრო სამსახურში არ დარეკეს? არ შეატყობინეს?!
- ფასებს ეკიდა ცეცხლი ჩემო კარგო, ფასებს.
- ცეცხლმოკიდებული სახლიც მინახია, ავტომანქანა, ტყე და საერთოდ ყველაფერი რაც იწვის, ფულსაც შეიძლება მოეკიდოს, მაგრამ... მაგრამ ცეცხლმოკიდებული ფასი?
- ფასზე ცეცხლის მომკიდებლებს ვეკითხები:
-შე ოჯახაშენებულო, პროდუქტი შენია, სახელმწიფოსი ხომ არაა, და ფასსაც შენ ადებ, ნუთუ არ შეგიძლია ცეცხლი არ მოუკიდო და ისე გაყიდო.
- ნუთუ სინდისი არ გაწუხებს, შენს მიერ გაჩარებულ ცეცხლში რომ შენივე მეზობლები, ახლობლები, და ნაცნობ უცნობი იწვიან?
- ასეთი უღმერთოები სად დაიბადეთ ან გაიზარდეთ, რომ ნიტრატებით გაჟღენთილი პროდუქტებით წამლავთ ხალხს და თანაც მომაკვდავსაც, რომ ცეცხლს უკუდებთ?
- ქართველებს გარეშე მტრები არ გვეყოფა? შინაურებმაც რომ ცეცხლი არ მოვუკიდოთ ერთმანეთს?
- ერთხელ სადღაც ვიღაცას უხუმრია, სახანძროსათვის დაურეკია, ბაზარში ყველაფერს ცეცხლი ეკიდება, იქნებ ჩააქროთო.
- სახანძრო მართლა მოსულა, მაგრამ...
- სხვაგან არ ვიცი და ფოთის ბაზარში გაჩენილ ცეცხლს, ფოთელი კი არა, მთელი საქართველოს მეხანძრეები ვერ ჩააქრობენ.
- მას ვერც კოკისპირული წვიმები უშველის, ვერც რიონი და ვერც შავი ზღვა...
- ხუმრობით არადა, ვიღაცას სერიოზულად უთქვამს. მეხანძრეებმა თუ მოინდომა ცეცხლმოკიდებულ ფასებსაც ჩააქრობენო.
- აბა, როგორო, უკითხავს თანამოსაუბრებს.
- როგორ მაღალი წნევით წყლის ჭავლს, რომ მიუშვერენ დახლებზე განლაგებულ პომიდორებს, კარტოფილსა და სხვა ხილბოსტნეულს, ისინი კი ჰაერში აფრინდებიან, ძირს დაენაცხებიან და ცხვირგატეხილ, გვერდებ დაჟეჟილები თავიანთ ადგილებს, რომ დაუბრუნდებიან, ფასებსაც უმალ დაუკლებენ. ასე, რომ მეხანძრეებს ცეცხლმოკიდე-ბული ფასების ჩაქრობაც შეუძლიათ.
- ამიტომ სანამ მეხანძრეები იძულებით ჩააქრობენ თქვენს მიერ ცეცხლმოკიდებულ ფასებს, გირჩევთ ცეცხლი არ მოუკიდოთ ფასებს. ასე სჯობია ეს.
უკან დაბრუნება