Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მესტიაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება
> ინფორმაცია > მესტიაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება

მესტიაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება


13-08-2017, 13:19. ავტორი: Amuri
13/08/2017წელი

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხერხდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში გაჩენილ ხანძართან დაკავშრებით ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დაახლოებით 2 ჰა ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და, სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები. მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა. რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ხანძარია ასევე რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, ლენტეხის უბნის ლაშხეთის სატყეოში, ფართობი დაახლოებით 1 ჰა. ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:interpressnews.ge
უკან დაბრუნება