Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა
> ინფორმაცია > სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა

სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ტვირთამწეობით ყველაზე დიდია მსოფლიოში, ბელორუსიდან საქართველოში გამოფრინდა


22-08-2017, 17:48. ავტორი: Amuri

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„22 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მომართვის საფუძველზე საქართველოში ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის ლიკვიდაციაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, რომელიც ტვირთამწეობით გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი, საქართველოში ჩაფრინდება უახლოეს საათებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: palitravideo.ge
უკან დაბრუნება