Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ლევთერ ჭოჭუა
> ლევ ფოთელ მეხანძრეთა მოღვაწეობა > ლევთერ ჭოჭუა

ლევთერ ჭოჭუა


10-02-2015, 23:52. ავტორი: Amuri
ამური მაისაია


ლევთერ ჭოჭუა ლევთერ ჭოჭუა სახანძრო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრებისთანავე დაინიშნა ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში სახანძრო პროფილაქტიკის დარგში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, მისი შრომისმოყვარეობა და სახანძრო საქმის ღრმად ცოდნა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ როგორც ადგილობრივ ისე ზემდგომ ხელმძღვანელობას, ამიტომაც სამ წელიწადში დაინიშნა უფროსის მოადგილედ ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის დარგში. აქ მან ხანძრიანობის შემცირების მხრივ რესპუბლიკის მასშტაბით საუკეთესო შედეგებს მიაღწია. ფოთში ხანძრების რაოდენობა წლიურად 25-30 აღწევდა, მისი მუშაობის პერიოდში 12-15 -მდე იქნა დაყვანილი.
ლევთერ ჭოჭუა რამდენიმე წელიწადში დაინიშნა ქალაქის სახანძრო დაცვის უფროსად, ამ პოსტზე მან ოცდათორმეტი წელიწადი იმუშავა, სულ ორმოცდაორი წელი იღვაწა მან ფოთის სახანძრო დაცვის სისტემაში, მისი უშუალო ინციატივით მოეწყო გაზკვამლდაცვის სამსახურის ბაზა, ხოლო გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლებს შორის პირველად გამართულ რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე მისმა მომზადებულმა რგოლმა პირველი ადგილი დაისაკუთრა.
რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე სახანძრო გამოყენებით სპორტში რვაჯერ დაიკავა პირველი ადგილი ფოთის ნაკრებმა გუნდმა. მან დიდი შრომა გასწია მესამე სახანძრო ნაწილის ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობაში, სადაც მრავალჯერ ჩატარდა რესპუბლიკური შეჯიბრება. ხოლო ერთხელ ღია ჩემპიონატი ლენინგრადისა და მოსკოვის მეხანძრე სპორტსმენთა მონაწილეობით.
სასომხეთში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი მასიური ხაძრების ქრობაში -მის მიერ მომზადებულმა ოცეულმა საბრძოლო მომზადების დარგში საკავშირო შჯიბრებაში დაისაკუთრა პირველი ადგილი.
ლევთერ ჭოჭუა იყო აღიარებული მეხანძრე სპეციალისტი, შეტანილია შსს საპატიო წიგნში, მინიჭებული აქვს ხანძრის ქრობის ხელმძღანელის მეორე კლასის წოდება, დაჯილდოებულია შრომითი მამაცობისა და ხანძარზე თავდადებული მუშაობისათვის მედლებით.
სახანძრო დარგში გამოცხადებულ რესპუბლიკურ კონკურსში რვაჯერ პირველი და თორმეტჯერ მეორე ადგილი აქვს მოპოვებული. ამჯერად როგორც ვეტერანი მეხანძრე თავის გამოცდილებას უზიარებს სახანძრო დაცვის მუშაკებს.
აი, ასეთი ადამიანები იდგნენ სახანძრო უსაფრთხოების სადარაჯოზე ქალაქ ფოთში.
უკან დაბრუნება