Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ახალი თაობა და ახალი „ხედვა"
> ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები > ახალი თაობა და ახალი „ხედვა"

ახალი თაობა და ახალი „ხედვა"


26-01-2021, 20:53. ავტორი: Amuri
საიტების დამზადება


ახალი თაობა და ახალი „ხედვა" ისე გავიდა ცხელი ზაფხული „ოქროს ბიჭებთან“ კონტაქტი არ მქონია და ამას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა.
წლევანდელი ზაფხული მართლაც „ცხელი“ გამოდგა ქართველი და მათ შორის ფოთელი მეხანძრეებისათვის. მასიური ხანძრების დრო დადგა საქართველოში. დაიწყო ბორჯომის ხეობით, რომელიც ყველაზე გლობალური იყო საქართველოში, ოდესმე არსებულ ტყის ხანძრებს შორის და შემდეგ სახადი ავადმყოფობასავით სრულიად საქართველო მოიცვა. გაუგებარია, რა რისხვა იყო. ალბათ ახსოვთ ქართველებს მართლა მაღალ სიცხიანი ზაფხულები, მაგრამ ასე მიჯრით მიწყობილ ხანძრებს საქართველო არ მოსწრებია. უფლის რისხვა თუ კაცის რისხვა იყო, ვინ გაიგებს!!
და როცა ამური და მისი „ოქროს ბიჭი“ მესტუმრნენ ვერ ვიტყვი არ გამიკვირდა მეთქი თანაც უკვე ჩვეული კალაპოტიდან „ამოვვარდი“ კიდეც.
ახალი თაობა და ახალი „ხედვა"ჩემი ახალი სტუმარი, გელა მესხი ახალი თაობის წარმომადგენელია და რადგან ამურის „რჩეულთა“ რიგში მოხვდა გამორჩეული იქნებოდა, მართლაც ყველაზე „ჩაკეტილი, სიტყვა ძვირი და შეუვალი რესპოდენტი შემრჩა. რით მიიპყრო მაშინ, „პრეტენზიული“ ამურის ყურადღება? საქმის ერთგული, შემსრულებელი, დაუზარელი, კონკრეტულად ნამდვილი მუშა ბიჭია, სამუშაოდან თავისუფალ დროს, აქვს მეორე პროფესიაც. არის სამშენებლო საქმის კარგი მცოდე, კერძოდ, ბინების რემონტზე მუშაობს და არის კარგი და უტყუარი ამ საქმეშიც. ეს იყო ის მოკლე რეზიუმე რაც მივიღე ამურისაგან და ვიცი სრულიც, რადგან თავად გელასაგან ვერაფერი ღირებული ვერ გავიგე საკუთარ თავზე, რომ ჩემს გალერეას ახალი თაობის წარმომადგენლის ლამაზი სურათი შემატებოდა. სიტყვას „გაზით ვერ ამოაძრობსო“, სწორედ ასეთი აღმოჩნდა. გელა ფოთში, 1985 წელს, ერთ-ერთ ძირძველ, მეგობრული, გამტან და კეთილი ხალხით დასახლებულ კუნძულის უბანში დაიბადა და გაიზარდა, უბანში რომელსაც ბედის რჩეულობა ერგო და ბოლო წლების მძიმე ახალი თაობა და ახალი „ხედვა"„კატაკლიზმები“ დიდად არ შეხებია და თავისი ძველი სახე შეინარჩუნა. ტარიელ მესხისა და ანა ნარსიას ოჯახს დიდი ბედნიერება ერგოთ, ტყუპი ვაჟი ეყოლათ. ბავშვები პატარები იყვნენ ცხოვრება რომ აირია და ოჯახს ყველა იმ დროის სიმძიმე ერგოთ. ეს სამრეწველო-საპორტო ქალაქი, მხოლოდ პორტის ამარა დარჩა, და მშრომელთა ქალაქში უმუშევართა დიდი წილი მოხვდა. ამიტომ, ბიჭებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, თავად უნდა ეზრუნვათ ოჯახისა და მომავლისათვის. ამან განაპირობა ბინების რემონტზე აქცენტირება. ეს იყო მერე, როცა ხალხს ცოტა ფული გაუჩნდა და ქართული გენეტიკიდან გამომდინარე, გარეგნული კომფორტი უნდა შეექმნათ, ამიტომ არჩევანი ჭკვიანურიც იყო და მომგებიანიც. მაგრამ ნამდვილი შრომითი ნათლობა, გელასათვის მაინც 2011 წელს მოხდა ,როცა იგი ერთ-ერთ ცოცხლად გადარჩენილი საწარმოს, ქალაქის სახანძრო სამსახურის მეგობრული კოლექტივის წევრი გახდა. ვიცი რომ მისთვის ეს დღე ღირსახსოვარი იყო, მაგრამ რატომღაც დაწყების დროის გახსენება დაუგვიანდა, არა და ვერც პირველი ხანძარი გაიხსენა გასაკვირი კია, არადა ხომ მაშინ მოხდა მის პროფესიაში ვაჟკაცობისა და უშიშრობასთან წილყრა. ახალი თაობა და ახალი „ხედვა"აკი უფრო დიდ „სტაჟიანებს“ უფრო მტვერმიყრილი დღეები ახსოვთ. რა ვიცი, ეს ახალი დროების ახალი თაობაა და ღირებულებებიც გადაფასდა. რაც შეეხება საქმის ერთგულებას, ეს გენეტიკური კოდიცაა და იმის ცნობიერებაც რომ ტყვილა ფულს არავინ იძლევა და შრომაა საჭირო.
ასეა ჩემო მკითხველო, რა დროსაც არ უნდა დადგეს, რა თაობაც არ უნდა მოვიდეს, შრომის სიყვარული, კოლექტივის პატივისცემა და უღალატობა, ქართველებს ოდითგან მოგვდგამს, ამის დასტურია გელას ცხოვრებაც. ღმერთი, გვიმრავლებს ასეთებს, ქვეყნის შენების ამ რთულ გზაზე!.
უკან დაბრუნება