Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და პირველი რიგის საავარიო - სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების სტატისტიკური მონაცემები
> ინფორმაცია, ძველი პრესის ფურცლებზე, ზუგდიდის სახანძრო დაცვა > ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და პირველი რიგის საავარიო - სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების სტატისტიკური მონაცემები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და პირველი რიგის საავარიო - სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების სტატისტიკური მონაცემები


25-08-2019, 19:37. ავტორი: Amuri
მაია ღურწკაია

სუსხიანი ზამთრის პირობებში უფრო მეტად არსებობს ხანძრის წარმოქმნის ალბათობა. გამომდინარე აქედან, „კოლხური ვერსიის“ ნომრის სტუმარი გახლავთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსი, დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, პროფესიონალი მეხანძრე ბ-ნი თამაზ უბილავა, რომელიც 1985 წლიდან უდგას სათავეში სახანძრო სამსახურს, გვესაუბრება იმ აქტუალურ საკითხებზე, რაც აწუხებს განა მარტო ზუგდიდს, არამედ, მთლიანად სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობას, საზოგადოების ყველა ფენას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობას და მოუწოდებს ყველას დავიცვათ უსაფრთხოება.

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ხანძრებისა  და პირველი რიგის  საავარიო - სამაშველო  (ტექნიკური)  სამუშაოების  სტატისტიკური  მონაცემები დოსიე: თამაზ უბილავა - დაიბადა 1959 წელს წალენჯიხის რაიონი დაბა ჯვარში, დაამთავრა ჯვარის საშუალო სკოლა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში. დაამთავრა ხარკოვის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1999 წლიდან მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსად, ჰყავს მეუღლე - მანანა ბერია, პროფესიით პედაგოგი შვილები: მარიამ უბილავა და ლია უბილავა, მშობლები: დედა - ლამარა უბილავა. პენსიონერი. ჰობი: სპორტი, კალათბურთი.

გთავაზობთ ინტერვიუს:

- ბ-ნო თამაზ! ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახანძრო სამსახურს ადრე ძალიან უჭირდა, რა შეიცვალა ხელისუფლებაში უმრავლესობის მოსვლის შემდეგ, რამდენი მეხანძრე მუშაობს თქვენს სამსახურში და არის თუ არა სახანძრო სამსახური თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი?!

მინდა, გითხრათ, რომ ზუგდიდის სახანძრო სამსახურს ჯერ კიდევ მოძველებული ტექნიკით უწევს საზოგადოებისათვის მომსახურეობის გაწევა თანამედროვე ტექნიკის მოთხოვნით ჩვენ მივმართავთ სათანადო სტრუქტურებს და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს სახანძრო სამსახურების ახალი ტექნიკით აღჭურვა.
იმედი მოგვეცა მას შემდეგ, რაც თბილისში 35 ახალი სახანძრო მანქანა ჩამოიყვანეს და თბილისის მერიას ეს დაუჯდა 100 მილიონი ლარი. ცენტრიდან რახან წამოიწყეს სახანძრო მანქანების შემოყვანა, იმედი გვაქვს, რეგიონებსაც მიექცევა ყურადღება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაქსიმალურად გვეხმარება ბიუჯეტიდან თანხებს გვიყოფს. ამან კი შესაძლებლობა მოგვცა ძველი მანქნებიდან სამი-ოთხი მანქანა კაპიტალურად შეგვეკეთებინა და სამუშაოდ მწყობრში ჩაგვეყენებინა. ისე ზუდგიდს სჭირდება 14 სახანძრო მანქანა, ახლა კი გვყავს ცხრა. მეხანძრეები სათანადო სტანდარტული ფორმებით აჭურვილნი არიან, ამდენად უკმაყოფილების გამოხატვის საფუძველი არა გვაქვს.
ისე, შტატით გათვალისწინებული არის 80 ადამიანი, მაგრამ უნდა იყოს დაახლოებით 172. ერთ მანქანაზე უნდა იყოს შვიდი კაცი და არის ოთხი, რადაგან არის სათანადო დაფინასება. ქვეყანაში მიდის ისეთი ტენდეცია რომ 2008 წლის თებერვლიდან ხელფასები 100%-ით მოიმატებს, ასევე მოიმატებს პრემიები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ბ-ნ ალექსანდრე ქობალიას ინციატივით. ცდილობს ყველანაირად შეგვიწყოს ხელი და სტიმული მისცეს სახანძროს თანამშრომლებს, ისიც იციან, რომ ხვალ მეხანძრე რომ წავიდეს, ახალ კადრს ქუჩიდან ვერ აიყვან. მეხანძრეებსაც კონტრაქტში უწერია და იცის რომ მოსვლა სამსახურში მისი საქმეა, წასვლა კი ჩვენი გადასაწყვეტი, სანამ სრულფასოვან შემცველს ვერ მოვამზადებ გაშვების უფლებაც არ მაქვს, ერთი კაციც რომ დამაკლდეს დიდი შეფერხებებს მოგვცემს ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია ფულის საშოვნელად ამ სამასხურში არავინ მოდის. აქ სულ სხვანაირი ფსიქოლოგიის ადამიანები მოდიან არის ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელთაც მაინცადამაინც ეს სამსახური უნდათ. ეხლა კაცი მოიყვანო და უთხრა 1000 ლარს მოგცემ და მეხანძრედ იმუშავეო, კი შეიძლება დაიწყოს მუშაობა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაჩერდება, ისეთი მძიმე სამუშაოა. სხვანაირი პროცესებია სამსახურში. მაგრამ აღსანიშნავია ისიც. რომ მიუხედავად მცირე ხელფასებისა, ბოლო სამი წლის განმავლონაში არავინ არ წასულა სამსახურიდან, პრეტენზიული განცხადება არ დაუწერია არავის, თუნდაც მძიმე სამუშაო პირობების გამო ისეთი განწყობა და ისეთი ატმოსფეროა ძალიან ძნელია მერე სამსახურიდან წამოხვიდე, კოლექტივი არის ძალიან მეგობრული. ყველა ერთმანეთს ეხმარება ოჯახში. გაჭირვებაში, ლხინში 80 კაციდან ადმინისტრაციული არის 6 კაცი. ჩათვალეთ, რომ რაც სახანძროში მუშაობა დავიწყე 1985 წლიდან ყოველდღე სამსახურში ვარ ვინც პენსიაზე გავიდა იმის გარდა კაციშვილი თავისი ნებით და სურვილით არ წასულა სამსახურიდან. მიუხედაავად იმისა, რომ ხელფასები მაშინაც არ იყო. ახლა როცა უმუშევრობაა ქვეყანაში 170-175 ლარიც საქმეა. ჩვენი სამსახური საინტერესოა იმ კუთხითაც რომ თუ 20 წელი იმსახურე - უზრუნველყოფილი ხარ ხელფასიდან გამომდინარე 80% -პენსიით, ალაბათ ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მეხანძრეები სამსახურში რჩებიან.

- სახანძრო სამსახურში სახელფასო მინიმუმი რამდენია?

მეხანძრე ხელზე იღებს 175 ლარს, ხოლო მუშაობა უწევს 24 საათიანი რეჟიმით, თუმცა ჩვენი მეხანძრეების ფსიქოლოგია სხვანაირია. სხვა სამსახურებში როგორადაც არის მიღებული ისე არ ვართ, გვაკავებს ადამიანური ფაქტორიც. ჩვენ რომ გამოვხატოთ უკმაყოფილება, ვიცით, რომ ისევ ჩვენს მოსახლეობას შევუქმნით პრობლემებს, აქედან გამომდინარე, ამ მცირედი ხელფასითაც კმაყოფილებას გამოვხატავთ, რადაგან ვიცით. რომ ჩვენი სახელფასო მინიმუმის მოგვარება მარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი არ არის. საქმის კურსშია ყველა ინსტანცია და მთლიანად საქართველოს მასშტაბით დგას დაბალი ხელისუფლების პრობლემა. არადა ეს სამსახური არის ქალაქში ყველაზე ძირითადი სამსახური, თუნდაც იმიტომ, რომ მარტო ხანძრების ჩაქრობაზე არ ვმუშაობთ. ვართ მშველელებიც. თითოეული მეხანძრე სამაშველო სამსახურსაც ასრულებს. გავლილი აქვს სპეციალური წვრთნები, რომელსაც ადგილზე ვატარებთ პროგრამის მიხედვით. სპეციალური სწავლების პროგრამა კი ცხრათვიანია. ამ ცხრა თვის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება 2 საათიანი პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები.
2007 წელს ზუგდიდის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და პირველი რიგის სამაშველო-საავარიო სამუშაოებზე წლის განმავლობაში რეგისტრირებულია 390 გამოძახება, რომელშიც მონაწილეობდა 607 ერთეული ტექნიკა. მათ შორის ტექნიკურ მეცადინეობებზე შესრულებულია 11 გამოძახება (21 ერთეული სპეც-ტექნიკით) გაწეულია დახმარება სხვა რაიონებში შვიდ შემთხვევაზე. სატრანსპორტო ავარიებზე 2 შემთხვევა, უბედურ შემთხვევაზე ერთი გამოძახება. სტიქიურ უბედურებაზე ორი გამოძახება, ტექნიკურ დახმარებაზე 23 გამოძახება, ფიქტიურ ხანძრებზე 39 გამოძახება, სიტყვიერი განცხადებით 2 ხანძარი).
2007 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ხანძრის 201 შემთხვევა, მატერიალური ზარალით 691 880 ლარის ოდენობით. მათგან 87,5% (ხანძრის 176 შემთხვევა ზარალით 659 850 ლარი), მოდის საცხოვრებელ სექტორზე 39% (ხანძრის რვა შემთხვევა ზარალით - 4800 ლარი) ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე 8,6% (ხანძრის 17 შემთხვევა ზარალით - 27230 ლარი) შერეული სახის ობიექტებზე.
საანგარიშო პერიოდში მომხდარი ხანძრების შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა, ტრამვა მიიღო 4 ადამიანმა, გადარჩენილია 8 472 700 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა. გასულ წელთან შედარებით ხანძრის რაოდენობა გაზრდილია 47 ერთეულით, მატერიალური ზარალი გაზრდილია 46755 ლარით. 2007 წლის განმავლობაში მომხდარი ხანძრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ხანძრების მაქსიმალური რაოდენობა (33) ფიქსირდება მაისის თვეში. კვირის დღეების მიხედვით სამშაბათს (39) დღე-ღამის საათებისდა მიხედვით - 13 საათიდან 21 საათამდე (47).

- რას უსურვებდით საქართველოს მოსახლეობა?

მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და ტრადიციულად შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს მოსახლეობას ყველა კოლეგას და ვუსურვო მშვიდობა. ქვეყნის გამთლიანება, წარმატებები, ჯანმრთელობა და სიხარული არ დაგჭირვებოდეთ სახანძრო მანქანის გამოძახება.


გაზეთი „კოლხური ვერსია“ 2000 წ. №2(52) 15-23 იანვარი გვ.6

უკან დაბრუნება