Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო
> ინფორმაცია, ძველი პრესის ფურცლებზე, ხაზზეა 01 > ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო

ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო


31-03-2019, 19:24. ავტორი: Amuri ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებოახლახან, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა, რომლის ბირთვს შეადგენდნენ ქალაქ ზუგდიდის ხანძარსაწინააღმდეგო გარნიზონის მეხანძრეები, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ მეხანძრებშია მოძალებული ბრძოლის ჟინი, გამარჯვებისაკენ სწრაფვა. ჯერაც არ იყოს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მეხანძრეს სხვაზე ნაკლებ უხდება ფიზიკური კონდენციების აღდგენაზე და ტანადობაზე ზრუნვა. მოძრავი, გამარჯვების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი პომპიერო ყველა გუნდისათვის საჭირო და გამარჯვების საწინდარია. ამ უტყუარ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ზემოხსენებული ტურნირის გამოკვეთილი ლიდერიც მეხანძრე, ქალაქ თბილისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონის უფროსი ბატონი თემურ გიორგაძეა. რაც შეეხება შედეგს, ზუგდიდელებმა მეხანძრეებმა დიდი ჯაფა გასწიეს და მშობლიური მთავარი სამართველოს გუნდი ნახევარფინალში გაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ დამარცხდნენ შინაგან საქმეთა გუნდთან. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალ გუნდს შორის ოთხეულში მოხვედრა ისეთ, სპორტული თვალსაზრისით მძიმე ტურნირზე, როგორიც შინაგან საქმეთას სამინისტროს ჩემპიონატია, დიდი მიღწევაა. ამფერუმ, ზუგდიდელო მეხანძრეებო. კვლავაც გესახელებინოთ მშობლიური მხარე და ქალაქი ახალი წარმატებებით.

გაზეთი „ხაზეა 01“ №10 ოქტომბერი 2003 წელი გვ.4

უკან დაბრუნება