Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 საცხენოსნო სახანძრო სვლა XIX-XX საუკუნეებში.
> სხვადასხვა ისტორიები, ეს საინტერესოა > საცხენოსნო სახანძრო სვლა XIX-XX საუკუნეებში.

საცხენოსნო სახანძრო სვლა XIX-XX საუკუნეებში.


29-12-2022, 20:02. ავტორი: Amuri საცხენოსნო სახანძრო სვლა  XIX-XX  საუკუნეებში.1804 წლის 31 მაისს მოსკოვში შექმნეს პროფესიონალური სახანძრო დაცვა. ზემოხსენებულს მიეწერებოდა „შემდგარიყო გადამდაგარი ჯარისკაცებისგან , რომელთაც ფრონტზე სამსახური არ შეეძლოთ“. 1812 წლისთვის ქალაქში ფუნქციონირებდა 20 სახანძრო ნაწილი, რომელთაგან თითოეულში მუდმივად მორიგეობდნენ მეხანძრეები, ასევე საცხენოსნო კოლონა სახანძრო მილებით (ასე უწოდებნენ იმ დროში ხელის წყლის ტუმბოებს) და კასრებით. ყველა სახანძრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა 1500 ადამიანს აღწევდა. იმ დროს ქალაქის ქუჩებში მოუფრთხილებელი სიარულისთვის დაჯარიმებულებს ცხენებს ართმევდნენ და სახანძრო ქვედანაყოფებს აძლევდნენ ყოველგვარი სასამართლო გარჩევის გარეშე. მოსკოვის სახანძრო დაცვას ხელმძღვანელობდა ბრანდმაიორი, ხოლო თითოეული სახანძრო ნაწილის სათავეში იდგა ბრანდმაისტერი და მისი მოწაფე - "ცეცხლში განსწავლისთვის" და ბრიგადირის დროულად შეცვლისთვის კრიტიკულ სიტუაციაში.
ხანძრის ჩაქრობის ძირითადი საშუალება იყო მილი, აღჭურვილი ყუთით, რომელსაც ავსებდნენ წყლით კასრებიდან სათლების დახმარებით. ხანძრის ადგილზე წყლის მიწოდება დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. ამიტომ ერთ სახანძრო მილის მომსახურებისთის დაახლოებით 50 ადამიანს ნიშნავდნენ: 12 ორ ცვლად ქაჩავდნენ ტუმბოს, 8 ემახურებოდა სახელურებს და ლულას, და დანარჩენებს ერთ ან ორ რიგად მოწყობილებს სათლებით მიქონდათ მილთან წყალი. წყლის ჭავლის მოქმედების სიშორე 10 მეტრს აღწევდა (ყველაზე მძლავრ მილებში 20 მეტრს) მილის მაქსიმალური ნაყოფიერების შემთხვევაში დაახლოებით 20 სათლი წუთში, ან ლიტრი წამში. სანკტ პეტერბურგის და მოსკოვის ქარხნებში მზადდებოდა „ცეცხლსაქრობი ინსტრუმენტი“ და მას გუბერნიებში აგზავნიდენ.
ბოროდინოს ბრძოლის დროს მოსკოვის 20 სახანძრო ნაწილში 96 დიდი და პატარა სახანძრო მილი იყო, თუ არ ჩავთვლით მდიდარი მემამულეების ათეულობით მილს. თუმცა ქალაქში მტრის შემოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე სახანძრო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ის დატოვა, წაიღო რა მთელი სახანძრო ქონება. და მტერს რომც ნდომოდა ხანძრის ჩაქრობა, ამას ვერ მოახერხებდა: არც სახანძრო მილები, არც წყლის კასრები, არც სპეციალური ინვენტარი მათ არ ქონდათ. ასე რომ დამპყრობლებს მოუხდათ შერიგებოდნენ ცეცხლოვან სტიქიას და საკუთარ თავზე გამოეცადათ რას ნიშნავს აღმოჩნდე დამწვარი, მშიერ და ცივ ქალაქში.საცხენოსნო სახანძრო სვლა  XIX-XX  საუკუნეებში.
გადიოდა ათწლეულები. მოსკოვი თავიდან ააშენეს, ასევე შექმნეს ცეცხლთან ბრძოლის სამსახური. თითოეული სახანძრო ნაწილი იკავებდა მისთვის განკუთვნილ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა სამეთვალყურეოს, საჯინიბოს, ყაზარმას, კანცელარიას. ბრიგადები, ჩვეულებრივ ოთხი ჯგუფისგან შედგებოდა. თითოეული ქვეგანყოფილების მომსამსახურეები სახელოზე „თავიანთ“ ფერს ატარებდნენ: მეცულეები - წითელს, მემილეები - ლურჯს, წყლით მომმარაგებლები - მწვანეს, მცველები - თეთრს.
დამკვირვებლის სიგნალზე, რომელიც საგუშაგოში მორიგეობდა, მთელი სიჩქარით ცხენით მიქროდა მაცნე და ყვიროდა, რომ სახანძრო კოლონისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და ხალხისთვის საყვირის ხმამაღალი ხმით შეეტყობინებინა უბედურების შესახებ რომელიც მათ ემუქრებოდა. მას მიყვებოდა ყოველთვის მზადყოფნაში მყოფი საცხენო ბრიგადა პირველადი დახმარების, ხოლო შემდეგ სპეციალური ეკიპაჟები: მეხანძრეების, წყლის კასრები - წყლის მტვირთელებით, კიბეებით, სახანძრო მილებით. ხანძრის ჩაქრობის წარმატება იმაზე იყო დამოკიდებული რამდენად სწრაფად მივიდოდა ხანძრის ადგილას ცხენები და დაიწყებოდა წყლის მიწოდება კოცონზე. პირველი მეხანძრეების მისვლის დრო რამდენიმე წუთი უნდა ყოფილიყო, ამიტომ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების შექმნას დიდი ყურადღება ეთმობოდა.
20-ე საუკუნის დასაწყისისთვის საცხენოსნო სვლა პირველადი დახმარებისა, ორი ტიპის იყო. თუ აალებული შენობის ახლოს ბუნებრივი წყალსაცავი იყო, იგზავნებოდა ტუმბოიანი საცხენოსნო ეკიპაჟი, ხოლო თუ არ იყო, ტუმბოიანი - კასრებით. როგორ იყვნენ მოწყობილი ეს ეკიპაჟები?
ხსნიდნენ ტუმბოს, სხვები უერთებდნენ მას სახელურებს - წყალსაცავში ჩაშვებულებს. ორი ყველაზე ძლიერი მაშინვე იწყებდა წყლის ამოქაჩვას ხელის ტუმბოთი. მათი მეგობარი უმიზნებდა კოცონს და ლულით წყალს ასხამდა. სამი სხვა, აუცილებლობის შემთხვევაში სარგებლობდნენ რა კიბეებით, შედიოდნენ შენობაში, და ხსნიდნენ ძალაყინებით დახშულ ადგილებს. რამდენიმე წუთის შემდეგ მოდიოდა მთელი სახანძრო კოლონა და ცეცხლთან ბრძოლა ძლიერდებოდა.

Техника молодежи, № 1/2002


fire-truck.ru

უკან დაბრუნება