> საინტერესო ისტორიები, ეს საინტერესოა > სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია

სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია


13-11-2017, 18:59. ავტორი: Amuri სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია ძველ დროში, როდესაც სახანძრო ავტოკიბეებს ჯერ კიდევ არ მიეღო ფართო გავრცელება, ისინი, ვინც აალებული შენობის მაღალ სართულებზე აღმოჩნდებოდნენ, რთული არჩევანის წინაშე დგებოდნენ: გადახტომა ან დაწვა.
სამაშველო ბადეები ერთერთი საშუალება იყო, რომლის დახმარებითაც ხალხი ცდილობდა „ქალაქში ცხოვრების სირთულეებს" გამკლავებოდა. თუკი თქვენ ვერ გაგტეხათ ავადმყოფობამ ან სიღარიბემ, დიდი შანსი არსებობდა, რომ ამას ხანძარი გააკეთებდა. მაღალი შენობების აგებამ და კარგი შემოსავლის მიღებამ შორს გაუსწრო მათი უსაფრთოხების შექმნის საშაუალებას. ხანძრები მომაკვდინებელი შედეგებით ყოველდღიურ ამბავს წარმოადგენდა. პოლიტიკოსები და მეგაზეთეები იბრძოდნენ უფრო მკაცრი კანონების მისაღებად და უკეთესი სახანძრო აღჭურვილობისთვის, მაგრამ გადიოდა ათწლეულები, სანამ სასიკეთო ცვლილებების გამოჩენა დაიწყებოდა.
იმავე დროს, გამომგონებლები სთავაზობდნენ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომელიც დაფუძნებული იყო პრაქტიკულ წარმოსახვაზე, რომ თუ ყველაფერი დანარჩენი ვერ დაგეხმარებოდათ, ყოველთვის შეგეძლოთ ფანჯრიდან გადმოხტომა. ხალხი ცდილობდა დაეხვეწა სამაშველო მოწყობილობები ხანძრის დროს პირველ მაღალსართულიან შენობაში, არის მოწმობები ხალხის გადარჩენის შესახებ ხალიჩების, ბრეზენტის და საწვიმურების საშუალებითაც კი. შემოთავაზებული იყო დიდი რაოდენობა მახვილგონივრული საშუალებებისა, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ უცნაური იყო, ასე მაგალითად, ერთი, რომელიც ორი გიგანტური ლეიბის კონსტრუქციას წარმოადგენდა.
სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია

ერთერთი მოწყობილობა მაღალი შენობიდან ხალხის გადასარჩენად, სან ფრანცისკო, აშშ, 1897 წელი.

ერთი არცთუ მრავალი მოწყობილობიდან, რომლის ფართოდ გამოყენებაც დაიწყო, იწოდებოდა „ბრაუდერის სამაშველო ბადედ“. მას ეს სახელი გამომგონებლის გვარის მიხედვით ეწოდა, რომელმაც ის 1887 წელს
დააპატენტა. მოწყობილობას ქონდა კლასიკური კონსტრუქცია, რომელიც შედგებოდა მრგვალი ფორმის მყარი ჩარჩოსგან და შეკერილი მასალის ბადისგან, რომელიც ჩარჩოზე ზამბარებით იყო დამაგრებული. ეს ყველაფერი ბატუტს მოგვაგონებდა. მიდიოდით ხანძრის ადგილას, ხსნიდით ბადეს, აყენებდით 10-დან 16 მეხანძრემდე, რომლებსაც ის მხრის სიმაღლეზე ეჭირათ იმ ადგილას სადაც შეიძლებოდა ხანძრის მსხვერპლი გადმომხტარიყო და უკეთესის იმედად იყვნენ.სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია
კარგია, რომ ძველ გაზეთებში გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, სამაშველო ბადეები ხშირად მუშაობდა. მაგრამ არსებობს ცუდი სიახლეც. როგორც ჩანს, ასევე ხშირად, ისინი ვერ წევდნენ დახმარებას - სიკვდილი და ჭრილობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბადეებისთვის უსაფრთხო სიმაღლის ზღვარი მეექვსე სართული იყო. 20-ე საუკუნის დასაწყისში მეხანძრეები ხშირად ვარჯიშობდნენ, ხტებოდნენ ბადეში ამ სიმაღლიდან. დიდი სიმაღლიდან გადმოხტომისას გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჩიკაგოში 1930 წლის ხანძრის დროს სამი ადამიანი მერვე სართულიდან გადმოხტა სამაშველო ბადეში: ორი უმნიშვნელო დაშავებით გადარჩა, მესამე კი მოცურდა და თავი გაიტეხა. ლოსანჯელესში ერთმა განუსჯელმა მეხანძრემ დატესტა ბადე და გადმოხტა მეათე სართულიდან, მაგრამ ერთი ნაკაწრიც არ მიუღია.
სამაშველო ბადეები. გამოგონების და გამოყენების ისტორია

მეხანძრეთა ვარჯიში სამაშველო ბადის გამოყენებით. ვაშინგტონი, აშშ, 1920 წელი.

მაგრამ ეს იშვიათობა იყო. სამწუხაროდ ცნობილი ხანძრის დროს ტანსაცმლის ქარხანაში Triangle1911 წელს, ცეცხლში გაეხვა სამი მაღალი სართული 10-სართულიანი შენობისა ქვემო მანჰეტენში. ქარხნის ბევრი შეშინებული თანამშრომელი, ძირითადად ახალაგაზრდა ქალები, ფანჯრიდან ხტებოდნენ. ზოგერთი ბარდიურს დაასკდა ჯერ კიდევ მანამ სანამ მეხანძრეები მოვიდოდნენ სამაშველო ბადეებითურთ. ორი ქალი დაიღუპა, რომლებიც ერთად გადმოხტნენ და ბადე გაწყვიტეს, მათ კვალზე მესამე გადმოხტა, რომელიც ასევე ვერ გაექცა სამწუხარო შედეგს. სხვა მუშა წარმატებულად დაეშვა, მაგრამ მოგვიანებით შინაგანი ორგანოების დაზიანების გამო გარდაიცვალა. საშინელების დროს, ხანძრის მოწმეებმა გაშალეს ბრეზენტი, ცდილობდნენ ვინმე მაინც გადაერჩინათ, მაგრამ პირველივე ჩამოვარდნილმა სხეულმა მათ ბრეზენტი ხელიდან გააგდებინა. გვამები მრავლდებოდა შენობის ქვეშ და მალე სამაშველო ბადეები ხმარებიდანა ამოღებულ იქნა, როგორც უსარგებლო. სულ ამ ხანძარში 146 ადამიანი დაიღუპა.
ნაკლები სიმაღლიდან გადმოხტომაც არანაკლებ საშიში იყო. გადმოხტომის დრო ადამიანი შესაძლოა, რამეს გამოდებოდა, მეხანძრეს დაცემოდა ან საერთოდ ბადეს აცილებოდა. 1910 წელს სულ რაღაც ოთხსართულიანი ქარხნის შენობაში მომხდარი ხანძრის დროს, ოთხმა ქალმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, გადმოხტა რა გადახვეული ერთამენთზე. მათ ბადე გახიეს და დაიღუპნენ.
მიუხედავად ყველა ნაკლისა, სამაშველო ბადე მეხანძრეების აღჭურვილობაში მრავალი წლის მანძილზე სტანდარტულ ინსტრუმენტად რჩებოდა. იმდენად დიდი ხანს, რომ 1960 წელს ჟურნალმა Boston Globesaw დაბეჭდა ინსტრუქცია, სამაშველო ბადეებში უსაფრთხოდ ჩახტომის შესახებ მთელ გვერდზე. გადმოხტომა აუცილებელი იყო "მჯდომარე" პოზიციაში, წინ გამოწეული ფეხებით, ისე რომ საჯდომზე ან ცოტა ზურგზე დაშვებულიყავით.
1970-იანი წლების განმავლობაში სამაშველო ბადეებმა თანდათან ხმარებიდან გასვლა დაიწყო. 30-მეტრიანი სახანძრო ავტოკიბეები საშუალებას იძლეოდა ხალხის გადარჩენა ნაკლებად სარისკო გამხდარიყო. ბოლოჯერ სამაშველო ბადის გამოყენება 1983 წელს მოიხსენიება. თანამედროვე სახელმძღვანელოებში სახანძრო საქმის შესახებ ისინი არ განიხილება.
რუსეთში მსგავსი მოწყობილობის გამოყენება მოგვიანებით დაიწყო, რამდენადაც მაღალი მშენებლობა ამერიკას ჩამორჩებოდა, სახელწოდებთ "გაწელილი სამაშველო ნაჭერი".
ამგვარად, მთავარი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მიუხედავად ტექნიკის ევოლუციისა, ხალხი ხშირად ხვდება ცეცხლის ალში მაღალსართულიან შენობაში, გაიხსენეთ თუნდაც ის განწირული სულები, რომელბიც ტყუპების კოშკიდან ხტებოდნენ ნიუიორკში 2011 წელს ან ხანძარი სბერბანკში ვლადივოსტოკში.

fire-truck.ru

უკან დაბრუნება