Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე
> ინფორმაცია, სხვადასხვა ისტორიები > სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე

სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე


14-11-2017, 19:35. ავტორი: Amuri ისტორია გვიჩვენებს, რომ ცეცხლი და ხანძარი მუდმივად ჩნდებოდა მსოფლიოს ყველა ქალაქსა და დასახლებაში, რის გამოც ისინი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დოზით დაზიანებულები ან სრულიად გამანადგურებელი იყო. ხანძრისგან თავის დაცვის წესების მიღების მოთხოვნა, როგორც ჩანს ნათელი იყო ძველი ხალხისთვის და ეს საჭიროება მათ ძალიან დიდი ხნის წინ ესმოდათ. ისტორია მოწმობს, რომ ხალხი რეგულარულად სწავლობდა სახანძრო საქმეს, იმავე დროს ისინი სწავლობდნენ ცეცხლის სამხედრო მიზნებით გამოყენებას, რადგანაც გადაწვა იმ დროის ერთერთი მთავარი სამხედრო იარაღი იყო.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე ძველ რომში, იმ ფორმირების მეხანძრეები, რომელთა ამოცანაც ხანძრის ჩაქრობა იყო, პლინიუსის დროიდან არსებობდნენ, ამასთან პროვინციული დასახლებების უმრავლესობაში. კონკურენცია ძველი მეხანძრეების სხვადასხვა ფორმირებებს შორის ხშირად იწვევდა უწესრიგობას, როგორც ეს ლონდონში 1830 წელს ან აშშ-ს ზოგიერთ ქალაქში xix საუკუნეში მოხდა. პლინიუს უმცროსი , (გაიუს პლინიუს ცეცილიუს სეკუნდი, 61-113 ჩვ. წ. აღ-მდე), რომელიც ქრისტესშობიდან პირველ საუკუნეში ცხოვრობდა და ვიფინიაში მეფისნაცვალი იყო , იმპერატორ ტრაიანეს აუწყებდა: "აუცილებელია გვქონდეს მანქანები, რომელნიც მოგვემსახურებიან ცეცლხთან ბრძოლაში, ვუბრძანოთ სახლების მეპატრონეებს ზიანის გავრცელების შეზღუდვაში დაგვეხმარონ და თუ ეს აუცილებელი იქნება, დასახმარებლად მოვუხმოთ მოსახლეობას".
პლინიუსი წერს, რომ ქალაქი ნიკომედია პროვინციაში, რომელშიც ის მეფისნაცვალი იყო, ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. ასეთი უბედურების მიზეზად პლინიუსი რამდენიმეს ასახელებს: ძლიერი ქარი, რომელმაც ალი მეზობელ შენობებზე გაავრცელა, ასევე ნაწილობრივ ხალხის არმონაწილეობა, რომელნიც უძრავად იდგნენ, და სტიქიის პარპაშს აკვირდებოდნენ. ამის გარდა, ქალაქი სრულებით არ იყო აღჭურვილი სახანძრო ინვენტარით: არც ტუმბოებით, არც სათლებით, არც რაიმე სახის ხელის ინსტრუმენტებით ცეცხლის ჩასაქრობად.
იმპერატორ ავგუსტუსის მეფობის დროს ხანძრები რომში იმდენად ხშირი მოვლენა იყო, რომ მან სახანძრო პატრულირება დააწესა, რათა მათი გავრცელება შეემცირებინა. ამ დროს ცნობილი მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლში ყავდათ სპეციალური მსახურები, რომელთაც ხანძრის წინააღმდეგ ზომები უნდა მიეღოთ.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდეალფრედ დიდი, ინგლისის პირველი მეფე (849-901 ჩვ. წ. აღ.-მდე) ოქსფორდის მცხოვრებთ უბრაძანებდა ჩაექროთ სახლში ცეცხლი ყოველ ღამეს კომენდანტის საათში ზარის დარეკვის შემდეგ. ინსტრუმენტი რომელიც ამ დროს ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენებოდა, დამზადებული იყო რკინისგან ან ბრინჯაოსგან და გარეგნულად უფსკერო კარდალას მოგვაგონებდა. ის სახლს ცეცხლის ნაპერწკლისგან იცავდა.
1068 წელს უილიამ პირველმა მთელს სამეფოში კომენდანტის საათი შემოიღო ის იწყებოდა საღამოს 8 საათიდან, რის შესახებაც ზარების რეკვა იტყობინებოდა. ყველგან უნდა ჩამქრალიყო ცეცხლი ამის შემდეგ, თორემ სერიოზული ჯარიმები ემუქრებოდათ. ჰენრიხ პირველის მმართველობის პირველ წელს, კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა ინგლისის ზოგიერთ ქალაქში საღამოს რვა საათზე ზარების რეკვის ტრადიცია ამ დრომდე შენარჩუნებულია.
შუა საუკუნეების ბრძენები, ხანძრის ჩაქრობის საუკეთესო საშუალებად, წყლის, მეხანძრეებისა და ინსტრუმენტების შემცვლელად, საეკლესიო ზარებს მიიჩნევდნენ! ზარების რეკვა იწყებოდა საკვები ცერემონიების, მათზე ნაკურთხი წყლის პკურების და სხვ. დროს. სხვა შემთხვევებში გადასაფარებლები, ხატები ან წმინდა ნაწილები გაქონდათ ეკლესიიდან და გამოიყენებოდა როგორც მოქმედი საშუალება ცეცხლის ჩაქრობისთვის.
თავისი მმართველობის დასაწყისში, 1189 წელს, რიჩარდ პირველმა დაამტკიცა შემდეგი წესები ხალხის სიკვდილის და ქონების ხანძრისგან განადგურების წინააღმდეგ ლონდონში:
>ყველა მოქალაქე, რომელიც ქალაქის ფარგლებში დიდ სახლში ცხოვრობდა, უნდა ქონოდა ერთი ან ორი კიბე, რომელიც მზად იქნებოდა გამოსაყენებლად, იმ შემთხვევაში თუ მათ მეზობლებს ხანძარი დაატყდებოდათ თავს.
>ზაფხულის დროს თითოეული დიდი სახლის წინ აუცილებლად უნდა მდგარიყო კასრი, რომელიც წყლით იქნებოდა სავსე, ხანძრის სწრაფად ჩაქრობის მიზნით. გამონაკლისს შეადგენდა ის სახლები, რომლებშიც შადრევნები იყო მოწყობილი.
>თითოეულ ღამეს პატრულირებს 10 საპატიო მოქალაქე და 10 მცველი. იკრძალება ქუჩებში ღამით სეირნობა, მას შემდეგ რაც კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც ზარების რეკვით ცხადდება წმ. მარტინის და წმ. ლოურენსის ტაძრებიდან. პატრულის ყველა შემხვედრი, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალური უფლება, დაპატიმრებას ექვემდებარებოდა.
1268 წელს პირველად დაინიშნა ღამის პატრული ლონდონისთვის.
1285 წელს, ედუარდ პირველის მმართველობის მეცამეტე წელს, გამოვიდა აქტი ხანძრის გამჩენების წინააღმდეგ, პატრულების ორგანიზება იქნა ნაბრძანები ყველა ქალაქში.
1429 წელს, სხვა აქტში გამოცხადებულ იქნა, რომ ვინმე გემუქრებათ სახლის დაწვით ვალის არდაბრუნების შემთხვევაში, და ამის შემდეგ დაწვავს სახლს, ამგვარი მოქმედება სახელმწიფოს ღალატად ფასდებოდა.
1472 წელს ექსეტერში დაიქირავეს ღამის დარაჯი, რათა ხანძრის შემთხვევაში მოქალაქეები გაეღვიძებინა.
1558 წელს იმავე ქალაქში ყველას ებრძანა ქონოდათ ტყავის სათლები, კიბეები და კაკვები. ლონდონში ღამის დარაჯები დაინიშნა 1556 წელს. მათ უნდა დაერეკათ თავიანთი ზარები ღამით და ეყვირათ გაფრთხილება: "ყურადღება მიაქციეთ თქვენს ცეცხლს და სანთელს, იყავით მოწყალები გლახაკთა მიმართ და ილოცეთ გარდაცვლილთათვის!"
სიკვდილით დასჯა ხანძრის წინასწარგანზრახულად გაჩენისთვის ისტორიის ყველაზე ადრეული პერიოდებიდან გამოიყენებოდა. ძველ რომში ეს დანაშაული ძალიან გავრცელებული იყო, დამნაშავედ აღაირებულებს წვავდნენ. დამნაშავეებს ტუნიკებს აცმევდნენ - პერანგს, რომელიც ქაღალდისგან იყო დამზადებული, და ამოვლებული იყო გოგირდში, ან ცვილში. ამგვარად, დამნაშავეს გაქცევის შანსი არ ქონდა მას შემდეგ რაც მას ფეხქვეშ ცეცხლს შეუნთებდნენ. სწორედ ამ სასჯელისგან გადაიღო ქრისტიანულმა ინკვიზიციამ ავტოდაფეს წესი.
ძველ დროში, რათა არ გამხდარიყო დამნაშავე შემთხვევითი ხანძარი, ისჯებოდა რაც შეიძლებოდა მკაცრად, რამაც უბედურებები გამოიწვია. ამას გარდა, დამნაშავე იძულებული იყო სრულად აენაზღაურებინა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი. მოსემ დააწესა ამგვარი კანონი, შესაძლოა ეგვიპტელებს ესესხა.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე 1546 წელს, ჰენრიხ მეშვიდის მმართველობის დროს, გამოიცა აქტი, რომელიც სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა ყველას, ვინც დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული დანაშაულებებში რომელთა შორისაც იყო: სახლების გადაწვა; გადაწვა სათავსოების ნახშირით ან სხვა საქონლით; მემამულის საწყობის გადაწვა; სამეფო ქონებაზე დამწვრობის მიყენება. ამ სიიდან ჩანს, რომ ზოგიერთ ძველ კეთილ საქმიანობას საკმაოდ სპეციფიკური ხასიათი ჰქონდა.
გეორგ მეოთხის კანონთა კრებულში, 1827 წელს ამ დანაშაულებებზე სასიკვდილო სასჯელი იყო დამტკიცებული. დედოფალ ვიქტორიას განკარგულებაში, 1837 წელს მითითებული იყო, რომ იმ სახლების გადაწვის შემთხვევაში, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა, ან გემის გადაწვის შემთხვევაში მკვლელობის ან ძარცვის მიზნით, დამნაშავის მიმართ სასჯელი სიკვდილით დასჯაა.
ხანძრებთან ბრძოლის სხვა საშუალება იყო პატრულთა სამსახურის დაწესებულება, რომელთა ამოცანა იყო ქურდების და ხანძრის გამჩენთა დაპატიმრება, ასევე ხანძრის შემთხვევაში განგაშის ატეხვა.
ამგავარად, ნათელია , რომ XIX-ე საუკუნემდე ინგლისში ხანძრებთან ბრძოლის ეფექტური სისტემა არ არსებობდა. "ლონდონის დიდი ხანძარი" 1666 წელს, გახდა ის ბიძგი, რომლის შემდეგაც დაიწყეს ზომების მიღება, რომლებსაც შეეძლო თუ თავიდან აცილება არა, ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაციების კონტროლის ქვეშ დაყენება. 1667 წელს პარლამენტი იღებს აქტს, რომლის თანახმადაც:
>ლონდონი იყოფა ოთხ რაიონად. თითოეულ რაიონში განიხილება 800 სახანძრო სათლი, ორმოცდაათი კიბე სხვადასხვა სიგრძისა, 12-დან 42 ფუტამდე, ორი სპილენძის ხელის ტუმბო, 240 ცული და 40 ნიჩაბი.
>თითოეული 12 საზოგადოებიდან უზრუნველყოფს თავს 30 სათლით, სამი კიბით, ექვსი ცულით და ორი ხელის ტუმბოთი, რათა ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად იყოს. ქვედა საზოგადოებები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ იმ რაოდენობის ინვენტარით, რომელსაც მათ გამოუყოფს ლორდი მერი და ოლდერმენთა (უხუცესთა) საბჭო.
>უხუცესებს, რომლებიც შერიფის ოფისში მივლენ, გამოეყოს სათლები აუცილებელი რაოდენობით და თითო ხელის ტუმბო.
>ეფექტური უზრუნველყოფისთვის ხელის ტუმბოების წყლით, ყველა ჭასთან მოთავსდეს ხელის ტუმბო. მილებზე, რომლებიც მდინარიდან წყალს იძლევა, გაკეთდეს შეერთება სახანძრო მიზნებისთვის.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე 1708 წელს თითოეულ ბრიგადას გაწერილი ქონდა დიდი კალათა წყლით და ხელის ტუმბო, ასევე ტყავის მილი მუფტით იმავე ზომისა, წყალგამტართან შეერთებისთვის, რათა წყალი პირდაპირ კალათას მიწოდებოდა. არშესრულებისთვის ჯარიმა 10 ფუნტს შეადგენდა.
1670-იან წლებში ჯონ კილინგი ბლექფრაიარზიდან აკეთებდა სახანძრო ტუმბოებს ბორბლებზე დამდგარი ცისტერნის ფორმის, რომელიც აღჭურვილი იყო ხელის ტუმბოთი დასახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე მუშაობდა ორი რიჩაგის დახმარებით ცენტრალური სადინებო მილიდან. ერთი ასეთი ტუმბო იდგა დენსტეიბლის სამორიგეოში 1678 წელს და გამოიყენებოდა 1841 წლამდე.
ხანძრის შემთხვევაში, პირველი ვინც სახანძრო აღჭურვილობით ადგილზე მივიდოდა ჯილდოდ 30 შილინგს ღებულობდა, მეორე - 20-ს , მესამე - 10-ს. ვაგონები კასრებით უნდა ყოფილიყო წესრიგში, აღჭურვილი უნდა ყოფილიყო შემაერთებელი მუფტებით, სახანძრო სახელურებით ან ტყავის მილით. შემდეგ წელს ჯილდო დაწესდა ასევე ყველა ვაგონის მატარებლისთვის ხანძარზე მისვლისთვის და დახმარებისთვის.
იმავე წელს დაწესდა, რომ თითოეული მოსამსახურე, რომლის უყურადღებობის ან მოუფრთხილებლობის გამოც მოხდა ხანძარი, უნდა დაჯარიმებულიყო 100 ფუნტით, ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო აყვანილი და 19 თვე იძულებით სამუშაოზე ემუშავა. სახლის წინასწარგანზრახვით გადაწვის შემთხვევაში, ეს სერიოზული დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა.
1791 წელს ლონდონში სახანძრო პატრული დაწესდა.
სად და როცა არ უნდა მოხდეს შემთხვევითი ხანძარი, თითოეულ შემთხვევაში არის თავის განსაკუთრებულობა. ამიტომ შეუძლებელია განჭვრიტო საერთო და შეუქცევადი წესები. თუ შევხედავთ ხანძრებს საცხოვრებელ სახლებში, სადაც მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ და არ ეძინათ, ამასთან მათ ხელთ ჰქონდათ უბრალო და მზა საშუალება ხანძრის ჩაქრობისა, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ ხანძრებზე ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებდით. თუ შევხედავთ კეთილი ნების ან პროფესიონალი სახანძრო ბრიგადების ანგარიშებს, ძალიან ხშირად შევხვდებით მოწმობებს იმის შესახებ, რომ ხანძარი ხელის საშუალებებით ჩაქრა, ანუ აღმოჩენის შემდეგაც, განგაშის გადაცემის და მეხანძრეების მისვლის შემდეგ, ნაწილობრივ, რათა ჩამქრალიყო ხანძარი საჭირო იყო მხოლოდ ხელის ტუმბო და ერთი-ორი სათლი წყალი.
დიდ ხანძარში, რომელიც ბარკლის სალუდეში მოხდა, სადაც ყველაფერი განადგურდა, ალაოს ბეღლების გარდა, მისტერ ჯონ ბრეიტუეიტმა ხელით 60 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ქონება გადაარჩინა. ხის ბალკები ერთერთი ბეღლის დაიწვა. ბრეიტუაიტმა გაიარა ერთერთი ბალკა ორპინტიანი ჭურჭლით, ხელში ერთი გალონი წყალი ეჭირა. დაასხა რა წყალი ცეცხლს, მან ის ჩააქრო, ამით უშველა მთელს ბეღელს. ეს გვიჩვენებს უბრალო ხელის საშუალებების ფლობის მნიშვნელოვნებას ცეცხლის ჩასაქრობად დაწყებით მომენტში.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდეეს ტუმბოიანი მსვლელი 1734 წელს აიგო. ტრანსპორტი აღჭურვილია ორი ტუმბოთი ცალმხრივი მოქმედებისა და ჰაერის რეზერვუარით, რათა გათანაბრდეს წყლის ჭავლი ტუმბოდან და შექმნას უწყვეტი ნაკადი, (მემბრანული ბაკის მუშაობის პრინციპი). სახანძრო სახელურები უერთდებოდნენ ნაკადის გამოსასვლელს , რომელიც კეტავდა საჰაერო რეზერვუარს.
ლონდონის დაცვა ხანძრის გამანადგურებელი ზეგავლენისგან ზომების დახმარებით, რომლებიც კანონის მიხედვით სხვადასხვა ოლქებში სახანძრო ვაგონების ქონას მოითხოვდა დიდი ხნის მანძილზე სასაცილოდ არაეფექტური იყო. ამის გამო ბევრი სადაზღვევო კომპანია საკუთარ სახანძრო ბრიგადებს ქმნიდა, რათა საკუთარი ქონება დაეცვა. თუმცა გასავალი ასეთი ფორმირებების შესანახად წლიდან წლამდე იზრდებოდა, რის გამოც, კომპანიებმა საზოგადოებას და მთავრობას მიმართეს ამ პრაქტიკის შეწყვეტის მიზნით, თუკი არ იქნებოდა მიღებული შესაბამისი ზომები მათ შენახვაში დასახმარებლად.
გეორგ მესამის (1760-1814) 14-ე აქტის მიხედვით, ლონდონში უნდა ყოფილიყო 218 სახანძრო ტუმბო და 327 კიბე. ამას გარდა, მოითხოვებოდა გარეუბნების დასაცავად 70 ტუმბოს და 195 კიბის ქონა.
ვილჰელმ მეოთხის მესამე და მეოთხე აქტებში, რომელთაც "განათების" და "ყურადღების" აქტები ეწოდა, და რომლებიც ინგლისსა და უელსში გავრცელდა, თითოეული რაიონი ან დასახლება ვალდებული იყო ქონოდა ერთი დიდი სახანძრო ტუმბო კასრით და ერთი ხელის სახანძრო ტუმბო, ასევე ტყავის მილები და კიბეების აუცილებელი რაოდენობა.
სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდე ეს მანქანა Meryweather ტიპიურია საოლქო სახანძრო მანქანისთვის 18-ე და ადრეული 19-ე საუკუნისა. ესეთი მანქანები უხუცესთა მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ცისტერნა, რომელშიც დაყენებული იყო ტუმბოები, ივსებოდა სათლებით, ხოლო წყლის გამოშვება ხდებოდა სახელურიდან უნივერსალური შეერთებით. შემწოვი სახელური ამ დროს არ გამოიყენებოდა.
ზოგიერთ ოლქებში ეფექტური ხანძარსაწინააღმდეგო ზომები იყო მხარდაჭერილი და აქტიურად ინერგებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება რაიონ ხენკის ლონდონში, სადაც ეფექტურმა სახანძრო ბრიგადა ხუთი სახანძრო ვაგონით და ხუთი სახანძრო სადგურით წელიწადში 500 ფუნტად ინახებოდა.
სიახლეები, რომელიც დანარჩენ ოლქებში იქნა შემოტანილი, გეორგ მესამის აქტის მიხედვით, არა მხოლოდ უსარგებლო იყო, არამედ მავნეც. ამგვარად, გეორგის აქტის მიხედვით, ჯილდო ხვდებოდა ყველა პირველ ვაგონს, რომელიც ხანძრის ადგილზე მივიდოდა, უსარგებლოსაც კი, მაშინ როცა სახანძრო ვაგონი ბრიგადით და წყლით, რომელიც რამდენიმე წუთით გვიან მივიდოდა, არაფერს იღებდა.
მეორე ცნობილ შემთხვევაში, ოლქში რომელშიც ორი სახანძრო ბრიგადა იყო, ქალი იყო ხელმძღვანელი. როგორც ჩანს, მისი ქმარი საოლქო ინჟინერი იყო და როცა ის მოკვდა, ოლქის მმართველობამ, რომელმაც არ იცოდა როგორ მოქცეოდა ქვრივს, მას ქმარი-ინჟინრის თანამდებობა უბოძა.
დიკენსი, თავის შესანიშნავ ჩანაწერებში აღწერს, როგორ იქცეოდა ხანძრის დროს საოლქო სახანძრო ვაგონი. ეკიპაჟი მოვიდა "გალანტური სტილით" - გადალახა რა სამი მილი ნახევარ საათში. წყლით აღჭურვილობა კარგი იყო, ბრიგადა კი პირველი მოვიდა. მეხანძრეებმა დააყენეს ტუმბო და დაიწყეს წყლის ამოქაჩვა. სამწუხაროდ, არცერთმა მათგანმა არ იცოდა, როგორ ივსებოდა კასრი წყლით, და ეს 19 ახალგაზრდა ქანცს იწყვეტდა 20 წუთის მანძილზე, ქაჩავდა რა ჰაერს ყოველგვარი ეფექტის გარეშე.
ლონდონში თაუერში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის დროს, 1841 წელს, როცა განადგურდა უზარმაზარი რაოდენობის ქონება და სხვადასხვა სიძველე, აღინიშნა , რომ ყველა სახანძრო კარეტა და ცეცხლმქრობი მანქანა, რომელიც მთავრობას ეკუთვნოდა, სატირალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კომისიის თქმით, რომელიც ხანძრის მიზეზებს იკვლევდა, ხანძარსაწინააღმდეგო ზომები აშკარად არასაკმარისი იყო.
სახანძრო ტრანსპორტს, რომელიც ლონდონის სხვადასხვა რაიონს ეკუთვნოდა, იმდენად ცოტა ქონდა საერთო დეტალებში, რომლებითაც ისინი აღჭურვილი იყო, რომ ბევრ შემთხვევაში, როცა რამდენიმე სახანძრო ტუმბო თავს იყრიდა ხანძრის ადგილას, აღმოჩნდებოდა, რომ მილების შეერთების ხრახნი ერთი ტუმბოსი მეორეზე არ მიდის, იმავე ზომისა და სიმძლავრის. ხანძრის დროს, ტუმბოს რომელიც მწყობრიდან გამოდიოდა, სახელურის გახევის ან დეტალის გაფუჭების გამო, არ ერგებოდა მეორე ტუმბოს სახელური. ამის შედეგად, ხანძრები ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ.
ლონდონის სახანძრო მანქანების დაწესებულებამ, და მოგვიანებით დედაქალაქის სახანძრო ბრიგადამ ამოირჩიეს პაკსტონის მანქანა მეხანძრეებისთვის 22 ადგილით, Merryweather-ის წარმოების, სახანძრო ნაწილები დიდ ბრიტანეთში ძველი დროიდან XIX-ე საუკუნის შუამდერომელიც აგრძელებდა გამოყენებას XIX-ე საუკუნის დასასრულამდე. რიჩაგები ხელის ტუმბოსი ამოტრიალებულია, სახელურების ყუთის მხარეს ნათლად ჩანს მოცურებული კიბე. ჯიბეები თითოეულ მხარეს დანიშნული იყო შემწოვი სახელურების შესანახად.
ის რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის სათანადო მდგომარეობაში შენახვისთვის, უმრავლეს ოქლში ეს მითითებები არ სრულდებოდა, გამონაკლისს შეადგენდა ადგილები, სადაც აღჭურვილობა მეთვალყურეობის ქვეშ ხვდებოდა ნებაყოფლობითი - მოლაშქრეების, რომლებიც მას მუშაობისთვის მზა მდგომარეობაში ინახავდნენ.
ჯეიტის ოლქში, ლონდონის გარეუბანში მომხდარი ხანძრის დროს, როდესაც ადგილზე მივიდა სახანძრო ტუმბო, აღმოჩნდა, რომ კომპლექტში არ იყო შემწოვი სახელური, ამგვარად, მძლავრი ცეცხლმქრობი მანქანა აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა. და ასეთი შემთხვევები ყველგან ხდებოდა.
ლონდონის ლორდ-მერმა 1862 წელს გამოთქვა აზრი, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ძალების გაძლიერება აუცილებელი იყო, უკიდურეს შემთხვევაში, ოთხჯერ მაინც.

Fires, fire engines, and fire brigades by Charles T. Young, 1866

უკან დაბრუნება