> ინფორმაცია, ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები > ადგილი სადაც ღუზა ჩაუშვა

ადგილი სადაც ღუზა ჩაუშვა


7-12-2017, 09:08. ავტორი: Amuri
დალი თორდინავა

ადგილი სადაც ღუზა ჩაუშვაჩემო მკითხველო! სანამ ახალ რესპოდენტს გაგაცნობდე მინდა „მცირე რაკურსი“ გავაკეთო არც თუ ისე შორეულ წარსულში გახსენება ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავს, თქვენ კი შეგიძლიათ, დამეთანხმოთ ან, არ დამეთანხმოთ.
გადავავლოთ თვალი 70-80, წლების ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს: დილის 8-დან 9 -მდე. ჩვენი ქალაქი გავიხსენოთ: აჩქარებული ადამიანებით გადატვირთული ქუჩები. სამრეწველო რაიონებამდე, გადატვირთული საქალაქო ტრანსპორტი, გადატვირთული ავტობუსის გაჩერებები და ეს სურათი დღეში 2 ჯერ მეორდებოდა რომლის მიღმა იყო სიხარულით, ინტერესითა და მიღწევებით აღსავსე, ლამაზი ცხოვრება. ის დრო ზრდიდა თაობებს ასწავლიდა შრომისადმი პატივისცემას, ცხოვრების რეჟიმს და ბრძოლას ახალი რუბიკონის ასაღებად. ეს არა და არ იყო მონობისა და მორჩილების წლები, რით აჯობა დემოკრატიისა და ყველაფრის უფლების გადმონერგვამ, მთელი დღეები იმის სმენამ, როგორ უკან მივდივართ, როგორ ცუდადაა ყველაფერი და იმის მტკიცების მოსმენამ, რომ თეთრიც შავია და არც გვირაბის ბოლოსაა შუქი. მთელმა ამ ვაკხანალიამ ერთი კი მოგცვა, საქართველო ქართველებიდან დაიცალა და რაც დარჩა ისიც მხოლოდ ნიჰილიზმით განმსჭვალული, არა ქართული მორალისა, რწმენის ადამიანები და ქართულ ხასიათთან შეუთავსებელი, ბარბარიზმით აღსავე შოუები, სიტყვაც კი არა ქართული და გადმონერგილი, ყური რომ ცუდად აღიქვამს. მაგრამ ჯერ კიდევ გვყავს „იმ დროს აღზრდილი პიროვნებად ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც დღესაც არიან და მოღვაწეობენ რიგ კოლექტივებში და მჯერა შეძლებენ გამრუდებული აზროვნების გასწორებას, რაც მხოლოდ ლიტონი სიტყვა არ იქნება და თავიანთი ცხოვრებით ამაგრებენ საკუთარი აზროვნების სიმართლეს. სწორედ ასეთი ადამიანი ზის ჩემს წინ და ვცდილობ მისი ნაამბობი ვაქციო ცოცხალ სურათად.
გოგი ბელქანია დაიბადა 1961 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. მშრომელ, ქართულ ოჯახში.
მამა- იმალიონ ბელქანია, მაღალი თანრიგის ელექტრიკოსი იყო და წალენჯიხის, საქალაქო ენერგო სამსახურში მუშაობდა.
დედა - გრეტა მგალობლიშვილი, მედდა იყო.
მამა, კარგად ართმევდა თავის ოთხი შვილის უზრუნველყოფის საქმეს, დედა კი შვილებს ქართული მენტალიტეტისა და ტრადიციის ანა-ბანას უნერგავდა სოფლიდან, ოჯახი წალენჯიხაში გადმოვიდა და აქ დაიწყო .... განათლების მიღებაც, ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში 1967 წელს დაიწყო სწავლა და 1978 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს გაიწვიეს სამხედრო, სავალდებულო სამსახურში. მოხვდა, როგორც ყველა ქართველი, რუსეთის საკმაოდ ცივ მხარეში, იაროსლავის ოლქში. მუშათა ბატალიონში. ოლქის მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე. მისი კეთილსინდისიერი და მომთმენი ხასიათის გამო, გადაიყვანეს კიდეც, სამშენელო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების სასაწყობო მეურნეობაში. სადაც მოუწია კიდეც სამსახურის დასრულებამ. 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ წალენჯიხას. ოჯახმა იმსჯელა, რა გზა აერჩია. იმ დროს სახადივით იყო მოდებული შორეულ ნაოსნობაში სამსახური. იგი ფინასურადაც მომგებიანი იყო, და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაცნობის გარანტიც და გადაწყვიტეს კიდეც. ჩამოდის ფოთში და სწავლას იწყებს, ფოთის საზღვაო სასწავლებელში. მიიღო განათლება შორეული ნაოსნობის მეზღვაურისა. მოამზადა კიდეც საბუთები და გადააგზავნა საკონკურსო კომისიაში. ეს იყო 1981 წელი. იმავე წელს, ეწვია 20 წლის ყმაწყვილს დიდი სიყვარულიც რას არ გაწირავს ახალგაზრდა, პირველი დიდი სიყვარულისათვის და გაწირა კიდეც, საოცნებო სამსახურზე თანხმობის მიღების უწყება გვერდზე გადადო და საყვარელი ქალი ფარღალავა ლალი ცოლად შეირთო. ასე დამკვიდრდა საბოლოოდ, წალენჯიხელი ახალგაზრდა ფოთში. ოჯახში შვილები გაჩნდა და ბედნიერებაც გამყარდა.
პირველი ქალიშვილი, ჟანა 1984 წელს დაიბადა. ერთი წლის შემდეგ ვაჟი გოგა. ბავშვებმა რკინიგზის საშუალო სკოლა დაამთავრეს. ჟანამ უმაღლესი იურიდიული განათლებაც მიიღო და დაოჯახდა. იგი ახლა ორი ქალიშვილის დედაა და მესამე ვაჟს ელოდება. მეუღლე, გოჩა პარკაია საკუთარ მანქანას ატაქსავებს და ახერხებს ოჯახის გაძღოლას.
გოგაც დაოჯახდა, ცოლად ბათუმელი ქალი, ხათუნა ახობაძე შეირთო.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ რესპოდენტის პიროვნების ჩამოყალიბებას. დაოჯახების შემდეგ ფოთის ყველა საწარმოს მოუსინჯა „კბილი“ ხელობაც კონკურენტ უნარიანი ჰქონდა - ელ. შემდუღებელი ხომ ყველგანაა საჭირო. 1994 წელს, თბილისშიც წავიდა და წელიწად ნახევარი საავიაციო ქარხანაში იმუშავა. „ვერ გაძლო“ ფოთის გარეშე. ამ ქალაქმა ხომ, საოცარი შეყვარება იცის. ფიქრი მეხანძრის პროფესიაზე. თავისით მოვიდა, მოვიდა და ამ ფიქრმა არ მოასვენა და გახდა კიდეც ამ მეგობრული, ვაჟკაცური კოლექტივის წევრი.ადგილი სადაც ღუზა ჩაუშვა კოლექტივის, სამაგალითოდ გადაქცევას მისი ხელმძღვანელი უწყობს ხელს. ალბათ შენც ჩემო მკითხველო ჩემი „ოქროს ბიჭი“ პიროვნებად, სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელის თენგიზ ხაზალიას დროს იქცა. ვიხსენებ ყოველ სიტყვას, რასაც ამ პიროვნებაზე ამბობენ და მინდა ხმამაღლა ვთქვა: ამფერუმ შენს პიროვნებას, შენი დაფრთიანებული გმირებით შენ ცოცხალმა, სამარადისოდ დაიდგი ძეგლი, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა. რა ფული, რა ქონებაა ამ დაფასებისა და სიყვარულის ტოლფასი.
ამიტომ მოხდა რომ... ღუზა ამ სამსახურში ჩაუშვა. ახსოვს ყოველი,მძიმე შემთხვევა. რაც დღიდან მოსვლისა გადახდენია თანამებრძოლებთან ერთად. ფალიაშვილის ქუჩაზე მაცივრის უდიდესი და სახიფათო ხანძრის დროს, ახსოვს ვინ იყვნენ მის გვერდით, როცა წუთი წუთზე ასაფეთქებლად განწირული ჟანგბადისა და გაზის ბალონები გამოიტანეს ხანძრიდან.
აი, ეს არის კოლექტივის მადლი და დიდი სიყვარულიც რომელიც ყველაზე დიდი და უძლეველია.
ამიტომ მეც ემოციები მერევა როცა ამ მართლა გმირებზე ვწერ. ვწერ და ბედნიერი ვარ რომ სიცოცხლის ბოლო წლებსი მარგუნა უფალმა შევხვედროდი ამ ადამიანებს, რომლებმაც პინაზე საკუთარ სიცოცხლეს უშურველად დებენ.


უკან დაბრუნება