Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო მეგობრებო
> ჟურნალი ბორბონჩია > მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო მეგობრებო

მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო მეგობრებო


5-12-2017, 14:45. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა

ადამიანისათვის მთავარია, შრომისმოყვარეობა, და არჩეული პროფესიისადმი სიყვარული, თუ ეს ორი კომპონენტი შერწყმულია, იგი არა მარტო წარმატების საწინდარია არამედ ბედნიერების სათავეცაა.
მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო  მეგობრებო არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, ადამიანი შეუძლებელს შეძლებს და წარმატებასაც მიაღწევს. ამის მაგალითი ბევრია იმ ვაჟკაცურ საქმიანობაში რასაც ხანძართან ბრძოლა ჰქვია. მერედა რამდენი ვაჟკაცი ჰყავს ფოთის სახანძრო დაცვის სისტემას. ერთ წერილში ყველას ვერ მოვიხსენიებთ, მაგრამ ჟურნალის ფუცლებზე ხშირად გიამბობთ მათ შესახებ.
ადამიანებმა რომლებმაც პროფესიისადმი სიყვარულით სახელი გაითქვეს არა მარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ უნდა იცნობდნენ და ღირსეულ პატივს მიაგებდნენ თუნდაც ასეთი გახსენებით და სამადლობელი სიტყვებით.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ფოთის სახანძრო დაცვის უფროსად მუშაობდა შოთა სალუქვაძე, რომელიც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკლავის ორდენით. მას ბრინჯაოს ბიუსტიც დაუდგეს მიღწეული წარმატებისათვის. ყველაფერი ეს კი მიღწეული იყო დიდი შრომის დამადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო  მეგობრებო უპირველესად საქმისადმი სიყვარულით.
ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ სისტემის საუკეთესო პიროვნებაზე გივი ბუკიაზე, რომელიც დღესაც ავარჯიშებს ქალაქის ახალგაზრდობას მძლეოსნობაში. სახანძრო დაცვის სისტემაში ოთხი ათეული წელი იმსახურა სასახელოდ და არა მარტო ქალაქისა და ჩვენს ქვეყანაში არამედ მის ფარგლებს გარეთ გახდა ცნობადი. დაჯილ-დოებულია საკავშირო საპატიო ნიშნის ორდენით არის ევროპის ჩემპიონი სახანძრო გამოყენებით სპორტში, ამავე სახეობაში იყო საკავშირო ნაკრების გუნდის კაპიტანი. ამ დამსახურებისათვის თბილისში მისი ბრინჯაოს ბიუსტიც დგას. მართალი არ ვიქნებით აქვე არ მოვიხსენიოთ სახანძრო - სამაშველო განყოფილების უფროსი
ამური მაისაია პიროვნება რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია, საქმის პროფესიონალი, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული საოცარი ნოვატორული ნიჭითაა დაჯილდოვებული, მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო  მეგობრებორომ არა მისი შემართება არ იარსებებდა სისტემაში პირველი სააგიტაციო-შემეცნებითი ჟურნალი „ბორბონჩია“, რომლის ფურცლებზე ბევრი ჩვენი ქალაქის და არა მარტო ქალაქის, არამედ საერთოთ სისტემაში მომსახურე შესანიშნავი პიროვნებების ნაღვაწი არის ასახული, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ.
ამავე წერილში გვინდა ჩვენი მადლიერი სიტყვა ვთქვათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა მურღულიაზე რომელიც სულ რაღაც ოთხი წელიწადია რაც ამ სისტემაში მუშაობს და როგორც შრომისმოყვარე სამაგალითო გახდა თუ რას ნიშნავს საქმისადმი გულით მიდგომა და სიყვარული. თითქოსდა ამ საქმისათვის იყოს დაბადებული და წინასწარ მომზადებული. თუ პიროვნებას უყვარს დისციპლინა, არის მომთხოვნი უპირველესად საკუთარი თავის და მერე მადლობა და სიყვარული თქვენ ჩვენო სასახელო  მეგობრებოიგივეს ითხოვს სხვებისაგან. ]მაშინ წარმატება, ავტორიტეტი და სიყვარული გარდაუვალია. გვჯერა რომ იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თავისი შემართებით უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და გახდის უფრო ბრძოლის უნარიანს და უჩვენებს მაგალითს რომ დარგში სამუშაოდ არა მარტო სახანძრო საქმის სპეციალისტებია ვარგისი, არამედ შრომის და დისციპლინის მოყვარული, უშიშარი ადამიანები რომლებიც ალბათ მრავლად იქნებიან მომავალშიც.


ჟურნალის ელექტრონული ვერსია



უკან დაბრუნება