Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 რიკარდ ედვარდსის ვიზიტი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურში
> ჟურნალი ბორბონჩია > რიკარდ ედვარდსის ვიზიტი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურში

რიკარდ ედვარდსის ვიზიტი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურში


5-12-2017, 15:59. ავტორი: Amuri

თენგიზ ხაზალია

რიკარდ  ედვარდსის  ვიზიტი  ფოთის  სახანძრო  სამაშველო  სამსახურში 2014 წლის 14 მარტს ქალაქ ფოთს ეწვია შვედეთის „ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენელი ბატონი რიკარდ ედვარდსი, რომელმაც ჩაატარა შვედური საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „SIDA“-ს, მიერ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო - სამაშველო სამსახურში 2010-2013 წლებში განხორციელებული პროექტის პირველი ორი ეტაპის მონიტორინგი. მან ადგილზე დაათვალიერა პროექტის ფარგლებში სამსახურისათვის გადაცემული ტექნიკისა და შეიარაღების მიღება-ჩაბარების, მოვლა-შენახვის - გამოცდისა და პრაქტიკაში გამოყენების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები. ფოთელმა მეხანძრეებმა სტუმარს აჩვენეს შვედური ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვის პრაქტიკული გამოყენების ჩვევები, ხერხები და მეთოდები.რიკარდ  ედვარდსის  ვიზიტი  ფოთის  სახანძრო  სამაშველო  სამსახურში
ბატონმა რიკარდ ედვარდსმა დადებითად შეაფასა პროექტის უკვე განხორციელებული ორი ეტაპი და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებული დარჩა ფოთელი მეხანძრეების პროფესიონალიზმით, რომ „ნანახმა და მოსმენილმა მის მოლოდინს გადააჭარბა“ და შეპირდა მათ, რომ დადებდა დადებით დასკვნას პროექტის მიმდინარეობის შესახებ და მოხარული იქნებოდა ასეთი წარმატებული პროექტის გაგრძელებით.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია



უკან დაბრუნება