Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 საოცარი რიტუალები და დღესასწაულები
> ეს საინტერესოა > საოცარი რიტუალები და დღესასწაულები

საოცარი რიტუალები და დღესასწაულები


8-12-2020, 20:39. ავტორი: Amuri
ცეცხლოვანი ბურთების ფესტივალი - ნეჯაპა, სალვადორი.


საოცარი რიტუალები  და დღესასწაულები აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცეცხლოვანი ბურთების ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ტარდება ნეჯაპაში, ძალზედ სახიფათოა. ამ დღეს ადამიანები აღნიშნავენ ვულკანის ამოფქვევის დღეს, რომელიც დაფიქსირდა 1678 წელს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ დღეს შეებრძოლა წმინდა ხერონიმო ეშმაკს. ფესტივალი ტარდება 31 აგვისტოს რომლის დროსაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ცეცხლმოკიდებულ ბურთებს ესვრის.




ცეცხლის ფესტივალი -
სან-ბართლომეო - დე - პირანესი, ესპანეთი


საოცარი რიტუალები  და დღესასწაულები ცეცხლის ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად 17 იანვარს სოფელ სან-ბართლომეო - დე - პირანესში. ადგილობრივი მოსახლეობა აიძულებს საკუთარ ცხენებს გადალახონ ცეცხლოვანი ბარიერები. ეს ფესტივალი ეძღვნება წმინდა ანტონის, რომელიც გახლავთ ცხოველების მფარველი, ხოლო ცეცხლი, ამ ადამიანების რწმენით, დემონების განდევნის უტყუარი საშუალებააა.




ცეცხლმოკიდებული კასრების ფესტივალი -
ოტტერი-სენტ-მერი, ინგლისი


საოცარი რიტუალები  და დღესასწაულები ოტტერი-სენტ-მერი ცნობილია თავისი ტრადიციული დღესასწაულით რომელიც მრავალ საუკუნეს ითვლის. ეს ყოველწლიური ფესტივალი იმართება 5 ნოემბერს, რომლის დროსაც თითოეული ბარიდან გამოაქვთ ცეცხლმოკიდებული კასრი, რომლებსაც ყველაზე მამაცი ადამიანები თავზე იდებენ და მთელ ქალაქში ასე გადაადგილდებიან.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.89

უკან დაბრუნება