Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცეცხლის საქრობი საშუალებანი
> მეხანძრის ცნობარი > ცეცხლის საქრობი საშუალებანი

ცეცხლის საქრობი საშუალებანი


28-12-2017, 06:10. ავტორი: Amuri ხანძრის ქრობა წარმოადგენს მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს წვის პროცესის შეწყვეტას.
ცეცხლის საქრობი საშუალებებში იგულისხმება ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც განაპირობებს წვის შეწყვეტას.
ცეცხლის საქრობ საშუალებებს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
- ქრობის მაღალი ეფექტი და მცირე დანახარჯი;
- ხელმისაწვდომობა და სიიაფე;
- ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებლობა;
- საგნებზე ქიმიური და მექანიკური ზემოქმედებისას მათი მთლიანობის შენარჩუნება წვის შეწყვეტის ხერხების მიხედვით განარჩევენ შემდეგ ნივთიერებებს:
- გაგრილების (წყალი, მარილების წყალხსნარები, მყარი ნახშირმჟავა);
- იზოლაციის (ქიმიური და ჰაერ-მექანიკური ქაფი, ცეცხლმქრობი ფხვნილები, სილა, ფლუსი, ტალკი, ცარცი);
- შეზავების (წყლის ორთქლი, ნახშირმჟავა აირი, აზოტი);
წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ცეცხლმქრობ საშუალებას. გააჩნია დიდი სითბოტევადობა და წვის დროს გამოყოფილი სითბოს შთანთქის უნარი.
წყლის სითბოტევადობა ნორმალური ატმოსფერული წნევის და 2000C ტემპერატურის პირობებში 1კკალ/კგ-ია.
1000C და ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში გადადის ორთქლისებურ მდგომარეობაში. წყლის გამაცივებელი მოქმედება ხანძრის ქრობისას დამოკიდებულია წყლის იმ
რაოდენობაზე, რომელიც ორთქლად იქცევა.
ნორმალური ატმოსფერული წნევისას 1 ლიტრი წყლიდან წარმოიქმნება 1725 ლიტრი მშრალი გაჯერებული ორთქლი, რომელიც ამცირებს ჟანგბადის პროცენტულ რაოდენობას წვის ზონაში.
წყალი თერმულად მდგრადია. მისი დაშლა ჟანგბადად და წყალბადად, შეიძლება 17000C და მეტი ტემპერატურის დროს.
!!! ბუნებრივი წყალი, შეიცავს მარილებს და ელექტროგამტარია. ამიტომ ძაბვის ქვეშ დანადგარების ქრობა მოითხოვს უსაფრთხოების წესების დაცვას !!!

წყლის წყაროები ორი სახისაა: ბუნებრივი და ხელოვნური.
ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების ბუნებრივ სისტემას მიეკუთვნებიან: მდიანრეები, ტბები, გუბეები, ზღვები, რომელთაც გააჩნიათ მოსახერხებელი მისასვლელები ე.წ.პირსები (თუ ბუნებრივად მოუხერხებელია, ეწყობა ხელოვნურად).
ხელოვნურ სისტემას მიეკუთვნება: სახანძრო წყალსატევების, რეზერვუარების და წყალსადენის ქსელი.
ხანძარსაწინააღმდეგო რეზერვუარები ტევადობით შეიძლება იყოს 50-300 მ3-დე ხანძრის განვითარების პირველ სტადიაზე საქრობად გამოიყენებენ შემდეგ მოწყობილობებსა და სახელდახელო საშუალებებს:
- სახანძრო ჰიდრანტები - (წყალსადენის ქსელზე, რომელიც განკუთვნილია ქალაქის და სოფლის დასახლებული პუნქტებისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად 150 მმ.
დიამეტრის მქონე მილსადენზე ყოველ არაუშორეს 150 მეტრი მანძილისა (ქუჩები, სამრეწველო და საზოგადოებრივ შენობების მიმდებარე ტერიტორია) ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები. სათანადო აღმნიშვნელი ტრაფარეტით (მიმთითებელი);
- სახანძრო სვეტი - განკუთვნილია სახანძრო ჰიდრანტის გახსნა-დაკეტვისათვის;
- ეჟექტორული სისტემები - განკუთვნილია წყლის ამოსაღებად წყაროდან, რომელის სიღრმე 10 სმ-ს არ აღემატება ანდა რაიმე მიზეზის გამო ახლოს მისვლა შეუძლებელია.
(წყლის ტუმბოებით ამოქაჩვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სიღრმე არ აღემატება 7 მეტრს ტუმბოს ღერძიდან წყლის ზედაპირამდე ვერტიკალურად);
- სახანძრო ონკანები (შენობის შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენზე) - განკუთვნილია, ხანძართა საქრობად მათი განვითარების საწყის ეტაპზე. განალაგებენ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ, სამრეწველო შენობა ნაგებობებში. წყლის ნაკადის ხარჯი არა ნაკლები 2,5 ლ/წმ;
- ცეცხლმაქრები - წარმოადგენს ხანძრის ჩაქრობის პირველად საშუალებას საწყობებში, ოფისებსა და ადმინისტრაციულ-საცხოვრებელ შენობებში და მონტაჟდება ხანძრის შესაძლო წარმოშობის ადგილას; ნივთიერების შემადგენლობის მიხედვით არსებობს:

ქაფის, აირის, ფხვნილის ასევე წყლიანი და ორთქლიანი დანადგარები. მოქმედებაში მოყვანის მიხედვით: ხელის მოქმედების, თვითვარდნადი; გადასატანი და სტაციონარული. ყველა ცეცხლმაქრზე მითითებულია ნივთიერების შემადგენლობა, გამოყენების სფერო და მოქმედებაში მოყვანის თანმიმდევრობა.
- ხანძარსაწინააღმდეგო ნაჭერი - წარმოადგენს მკვრივ და უხეშ ქსოვილს და გამოიყენება ცეცხლის ალის მოსაგუდად;
- სახანძრო ფარი - დახურული და ღია შესრულებით სახანძრო ინვენტარის და მოწყობილობების შესანახად. კომპლექტში შედის: ძალაყინი, ბარჯი, ბარი და ორი კონუსური ვედრო, ყუთი ქვიშის შესანახად ტევადობით 0.1 - 0.5მ3. სასურელია ფარის გვერდებზე მოთავსდეს 1-2 ცეცხლმაქრი.
უკან დაბრუნება