Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ტყის ხანძრის განმარტება და მისი წარმოშობის მიზეზები
> მეხანძრის ცნობარი > ტყის ხანძრის განმარტება და მისი წარმოშობის მიზეზები

ტყის ხანძრის განმარტება და მისი წარმოშობის მიზეზები


28-12-2017, 06:48. ავტორი: Amuri

ტყის ხანძარი არის საგანგებო სიტუაცია. იგი შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ტექნოგენური (ანთროპოგენული) ხასიათის.
ტყის ფართობებზე ცეცხლის უმართავად და სტიქიურად გავრცელებას - ტყის ხანძარს უწოდებენ.
მეცნიერების დარგს, რომელიც სწავლობს ტყის ხანძრებს პიროლოგიას უწოდებენ.
ტყის ხანძრების წარმოშობის ძირითად მიზეზს ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ წარმოადგენს ადამიანის გაუფრთხილებელი ქმედებები ან მისივე გულგრილი დამოკიდებულება ბუნებასთან.

ტყის ხანძარი ანადგურებს ხეებს და ბუჩქნარს, ასევე ტყეში დამზადებულ მერქნის მასალას. ხანძრების შედეგად იკლებს ტყის სასარგებლო დაცვითი თვისებები, როგორიცაა წყლის შენახვა. ნადგურდება ფაუნა და ცალკეულ შემთხვევებში დასახლებული პუნქტებიც კი.
ხანძრების ამაღლებული რისკის სეზონად ითვლება პერიოდი ადრეული გაზაფხულიდან დაწყებული შემოდგომის წვიმების სეზონის დადგომამდე.
ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ტყის ხანძრების სტატისტიკა ასეთია:
>2006 წელი - მოხდა 66 შემთხვევა, დაიწვა 755 ჰა ტყის ფართობი;
>2007 წელი - მოხდა 45 შემთხვევა, დაიწვა 123 ჰა ტყის ფართობი;
>2008 წელი - მოხდა 309 შემთხვევა, დაიწვა 1433 ჰა ტყის ფართობი;
>2009 წელი - მოხდა116 შემთხვევა, დაიწვა 202,5 ჰა ტყის ფართობი;
2010 წელი გამოირჩეოდა ტყის ხანძრების რაოდენობით და განადგურდა ტყის დიდი მასივები მთელი საქართველოს მასშტაბით.


უკან დაბრუნება