Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ჩემი თავგადასავალი - 2
> --- > ჩემი თავგადასავალი - 2

ჩემი თავგადასავალი - 2


4-07-2016, 21:41. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა

დასაწყისი - 1

ჩემი თავგადასავალი - 2 ერთხელ არჩეული პროფესიაზე არასდროს მიღალატნია. თავიდან ბოლომდე მისი ერთგული დავრჩი. ბევრი ხიფათით აღსავსე დღეები გამომივლია. დღისით თუ ღამით, დარში თუ ავდარში ბევრჯერ შევბრძოლებივართ მძვინვარე ხანძრის სტიქიას. გავიხსენებ ზოგიერთ მათგანს, გამთენიისას, პალიასტომის ტბის სანაპიროზე განლაგებულ სამხედრო შეიარაღებული ძალების ობიექტზე ხანძარმა იფეთქა, ობიექტზე მოთავსებული იყო დიდძალი ბომბები, ასევე სამხედრო თვითმფრინავებიც აქ იყო განლაგებული. ეს მცირე მოცულობის თვითმფრინავები ტბაზე ჯდებოდნენ და ტბიდან აფრინდებოდნენ ხოლმე.ხოლო წყლიდან კატარღით ხდებოდა მათი ამოყვანა. ხანძარი ჭურვების საწყობიდან დაიწყო, რომელმაც მალევე იწყო გავრცელება - შენობის სათავსოებისაკენ. აფეთქების ხმა ფოთში თითქმის ყველგან გაისმოდა, ხოლო ნამსხვრევები დასახლებულ პუნტამდე აღწევდა.
ხანძართან შერკინება იმდენად საშიში იყო სიცოცხლისათვის, რომ აქ არსებული საზღვაო სამხედრო ნაწილის მეთაურმა, სამხედროებს მათ შორის სამხედრო მეხანძრეებსაც აუკრძალა ახლოს მიკარება და როგორც იტყვიან ბრძოლის ველიდან გაიყვანა. ჩვენს მეხანძრეებს კი უკან არ დაუხევიათ, ისინი კედლების გამოყენებით, ზოგჯერ წოლით აწოდებდნენ წყლის მძლავრ ჭავლებს ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მათი სიცოცხლე წამდაწუმ საფრთხეში იყო, მაგრამ მაინც თავგანწირვით ებრძოდნენ ბობოქარ სტიქიას. ხანძრის ქრობას ხელმძღვანელობდა მაშინდელი უფროსი შოთა სალუქვაძე, მე მაშინ მოადგილედ ვმუშაობდი და ამ ხანძარზე ზურგის უფროსი ვიყავი. ესე იგი მე უნდა უზრუნველყო ძალებისა და საშუალებების მობილიზება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ძნელია აქ არსებული ვითარება ენით აღწერო, იმას დავამატებდი, რომ ხანძრის გამოკვლევა ჩაატარა საკავშირო თავდაცვის სამინისტროს მოსკოვის კომისიამ. შოთა სალუქვაძე დაჯილდოვდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით წითელი ვარსკლავის ორდენით. 12 - მეხანძრე (მათ შორის მეც) დაჯილდოვდა მედლით „ხანძარზე მამაცობისათის“.
მთავრობის მიერ მაღალი შეფასება მიეცა მეხანძრეთა მამაცობას. ჩვენთვის - მეხანძრეებისათვის კი ესოდენ მაღალი შეფასება იყო სტიმულის მიმცემი, გაორმაგებული ძალებით შემდგომი მოქმედებისა, მე ყოველთვის მეამაყებოდა, როცა ხანძრისაგან გადავრჩენდით სახლს, ობიექტს და მეპატრონე მადლობას გვიხდიდა. ამიტომაც ვემსახურე ჩემს ქალაქს 42-წელიწადი, მე ფოთი და მისი შემოგარენი ძალიან მიყვარს. ასევე მიყვარს პოეზაიაც, გთავაზობთ ფოთზე შექმნილ ჩემს ერთ ლექს.
ფოთის შემოგარენი
თითქოს ზღაპრის ფრაგმენტია
ფოთის შემოგარენი,
ზღვა და პალიასტომიდან,
სიო ჩამონაბერი,
კაპარჭინით ტბაზე გახვალ,
იქით მოჩანს ეწერი,
მერე კუნძულს ბოგვერაძის
უსათუოდ ეწვევი,
ბაღში ხარობს ხეხილები,
ათასფერად ბზინვარე,
კუნძულს ელფერს უფრო მატებს
მობუტბუტე მდინარე,
აქეთ ტბა და იქით ტყეა,
შუაგულში ბაღნარი,
ხეხილი და ყვავილნარი,
არსად არი ამგვარი,
მერე ტბაზე ბადეს გაშლი,
თუ ხარ კარგი მეთევზე,
და შამფურზე შემწვარ კეფალს
გამოიტან სუფრაზე.
რა კარგია ჩვენი ფოთი,
მისი შემოგარენი,
ზღვა და პალიასტომიდან,
სიო შემონაბერი.
ნადირობას მოყვარულიც ვიყავი,ხშირად დავდიოდი პალიასტომის გავლით ეწერში და ფიჩორის მიდამოებში. ბოლო ჟამს ნოდარ გურგენაძესათან და სერგო ალასანიასთან ერთად დავდიოდი. შაბათ ღამეს ვრჩებოდით იქ. შორეულ უღრან ტყეში სერგო და ნოდარის ორი რკინის კონტეინერი ჩაეტანათ. მოკლედ როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობდით თავს. ერთს საღამოს სახუმარო ლექსიც კი დავწერე.
ნადირობისას
ფიჩორის ტყეში შევიჭერ,
შველი შევიპყარ ხელითა,
თავად ტანადი უებრო,
მეტად ლამაზი ფერითა.
მის გამო თვალი მივაპყარ,
გულს ვიამებდი ცქერითა,
ის იდგა თვალცრემლიანი
კვნესით და გულით ცხელითა,
იდგა ბალღივით მტირალი,
თვალთ ევსებოდა ცრემლითა,
ვეღარ გავუძელ მის ქვითინს,
ფრთხილად გავუშვი ხელითა.
მერე გაღმა გადვიჭერი,
მგლებსა ფეხთა მოვეკიდე,
ტყვია ზედვე დავაყარე
ერთმანეთსა გადავკიდე.
შემდეგ ტურებს დავერიე,
გამორბოდნენ,ვითარც ჯოგი,
მოვკალ ერთი,მოვკალ ორი,
მტაცებელთა დავდგი გორი,
მერმე წაველ დასაჯდომად,
დასვენებად წყლისა პირსა,
ეწერს სერგო და ნოდარი,
ვნახე სდევდნენ დაჭრილ იხვსა.
მათ ვუამბე რაცა ვნახე,
რაც გადამხდა თავსა იმ დღეს,
მომიწონეს რაინდობა,
საქებარი სიტყვა მითხრეს.

გაგრძელება

უკან დაბრუნება