Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 მომკვლევის პრინციპები
> მეხანძრის ცნობარი > მომკვლევის პრინციპები

მომკვლევის პრინციპები


11-01-2018, 20:17. ავტორი: Amuri ხანძრის მოკვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, მომკვლევის ძირითადი პრინციპებია:
ა) ოპერატიულობა - მომკვლევმა საჭირო ინფორმაციის შეგროვება უნდა დაიწყოს ხანძრის დროს;
ბ) მიზნობრიობა - ინფორმაცია, ახსნა - განმარტების სახით, უნდა იყოს მიზნობრივი, მიღებული უშუალოდ ობიექტის მესაკუთრისაგან ან ობიექტის კარგად მცოდნე პირისაგან, ხანძრის აღმოჩენისაგან და ხანძარზე პირველად მისული მეხანძრეებისაგან;
გ) სიზუსტე და უტყუარობა - დამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვება, ფაქტების შეჯერების, გადამოწმების და ანალიზის საშუალებით;
დ)კომპლექსურობა - ზედმიწევნით შესწავლილ უნდა იქნას მოკვლევისათვის საინტერესო ტერიტორია, ყველა საგანი, ფაქტი თუ ინფორმაცია. ხანძრის მიზეზის ყველა შესაძლო ვერსიის დამუშავება და ჩამოყალიბება.
უკან დაბრუნება