> --- > ჩემი თავგადასავალი - 3

ჩემი თავგადასავალი - 3


12-01-2018, 20:07. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა

დასაწყისი - 1, 2
ჩემი თავგადასავალი - 3 ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა აგრეთვე ფოთის ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღამით გაჩენილი ხანძარი. ფოთში ტარდებოდა საქ.კპ ფოთის პარტორგანიზაციის კონფერენცია. საქალაქო კონფერენციაზე ცკ-დან მოვლინებული იყო წარმომადგენელი. ღონიძიება ტარდებოდა თეატრის შენობაში. პარტიული და საბჭოთა ორგანოები დიდის ამბით ემზადებოდნენ, განსაკუთრებით ფაციფუცობდნენ წინა დღით. თეატრის მაყურებელთა დარბაზი მორთეს საზეიმოდ და ახლა ელოდებოდნენ დილიდ 10-საათის მოახლოებას, როცა დელეგატებით აივსებოდა დარბაზი.
ღამის 12-საათი იყო, ჩემი სახლის წინ მსუბუქი ავტომანქნის უწყვეტი სიგნალის ხმა გაისმა, გარეთ გავვარდი, მესამე ცვლის სახანძრო მანქანის მძღოლი გალაქტიონ პაჭკორია მეუბნება:- უფროსო, თეატრის შენობიდან კვამლი გამოდის, ცეცხლი კი არსად ჩანს... უმალვე გავემართე მასთან ერთად თეატრისაკენ, მივუახლოვდი თუ არა ვნახე, რომ მეორე სართულის წინა და გვერდითი მხრიდან ძლიერი კვამლი გამოდის. გული ცემა გამიხშირდა, ოდნავ შიშმაც შემიპყრო. სად უნდა იყოს ნეტა ხანძრის კერა?! ხუმრობა ხომ არაა, ხვალ პარტიული კონფერენცია უნდა ჩატარდეს, ხანძარმა თეატრი თუ დააზიანა, ეს სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. დრო არ ითმენდა წუთები წყვეტდა ყველაფერს. ფანრით ხელში ყარაულის უფროსთან და ათმეთაურეთან ერთად გავემართეთ თეატრში ხანძრის დაზვერვაზე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის შენობა რთული ნაგებობაა, მე კარგად ვიცოდი ყველა შესასვლელ გამოსასვლელი. მოძრავი სცენა, დეკორაციების საწყობი, სადურგლო, მსახიობთა ოთახები, ვიცოდი მუზეუმის განლაგებაც. არაერთხელ ვყოფილვარ აქ ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმის გათამაშებაზე. ასეა თუ ისე მაინც ვფიქრობდი, რომ ხანძარი შესაძლოა სცენის ქვედა სათავსოებში ყოფილიყო, სამწუხაროდ ხანძრის კერა ვერ აღმოვაჩინეთ. ზევით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხანძრის კერა გამოვრიცხე. კვამლი ქვევიდან, ყოველთვის ზევით მიიწევა და მუზეუმში რომ ყოფილიყო ცეცხლი, კვამლი ზევით და გვერდით გავიდოდა.
ახლა გონებაში გამიელვა, იქნებ დირექტორის კაბინეტშია ხანძრის კერა. ფოიედან ამავალი კიბით გავეშურეთ დირექტორის კაბინეტისაკენ, კარი გავხსენით (ძალაყინით) და ... აქ უკვე კვამლში გახვეული ცეცხლის ალი ლივლივებდა. განკარგულება გავეცი 2 „ბ“ ლულა წვიმისებრი ჭავლით სწრაფად მიეწოდებინათ. ხანძრის კერაზე კიბის უჯრედებიდან ასევე გარედან გასაშლელი კიბით ბალკონიდანაც მიეწოდებინათ 1 ლულა „ბ“. სხვათა შორის წინასწარი საბრძოლო გაშლა ჩატარებული იყო. ხანძარი დროის მცირე მონაკვეთში იქნა ლიკვიდირებული. თეატრის დარბაზს, სცენას, ფოიეს და საერთოდ თეატრის შენობას ხანძრის კვამლი ოდნავაც არ ემჩნეოდა. განსაკუთრებით კი დარბაზი, სადაც უნდა ჩატარებულიყო პარტიული კონფერენცია კვლავ საზეიმოდ და კეკლუცად გამოიყურებოდა.
დიდი და რთული ხანძრები ბევრი მინახავს, მაგრამ ამ თეატრში გაჩენილი პატარა მოცულობის ხანძრისქრობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. მე ამაყი და წელგამართული ვიყავი, იმის გამო, რომ ხანძარი უშეცდომოდ,დროის მცირე მონაკვეთსი ცავაქრეთ და პარტკონფერენციის ჩატარება არ ჩაიშალა.
გარდა იმისა, რომ მეხანძრეთა მომზადება და გადამზადება ტარდებოდა მაღალ დონეზე, და ხარისხიანად, კულტ-მასიურ საათებში ტარდებოდა სპორტული ღონისძიებები. მომღერათა გუნდიც ჩამოვაყალიბე,რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელოვანი ლოტბარი ჭუტული მიმინოშვილი, ხუთი ჩონგურიც კი შევიძინეთ, ჩვენი გუნდი გამოდიოდა სახანძრო თემატური საღამოების დროს და საკმაოდ დიდ მოწონებასაც იმსახურებდა.
ერთხელაც საქ. შსს სდს-მ გამოაცხადა კონკურსი ლიტერატურულ - ფოლკლორულ თემაზე. მასში მონაწილეობდნენ მეხანძრეთა საოჯახო გუნდები, ინდშემსრულებლები და სხვა. ამ ღონისძიებაზე თბილისში ფოთიდან ერთი მეხანძრე თავისი ცოლშვილით და მე ვმონაწილეობდით.
საოჯახო გუნდმა მე-3 - ე ადგილი დაიკავა და სამივე მათგანი დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოთი პირადად მე წავიკითხე საკუთარი ლექსი.

მეხანძრეთა გვარდია

როცა ცეცხლი ბობოქრობს და ალი ცაზე აწვდება
შერკინება არვის ძალუძს და ქვითინი იწყება.
ქალი კივის. ბავშვი ტირის, კაცი შიშმა შეიპყრო,
ულმობელმა ხაძანრმა კი, გავრცელება დაიწყო.
- მეხანძრეთა რაზმი მოდის, იძახიან ბიჭები
უმალ ყველამ მოიშორა, სევდიანი ფიქრები.
აღიმართა გასაშლელი კიბე ცეცხლის ზონაში,
და ჩაერთო მამაცები, სტიქიასთან ბრძოლში.
კვამლში ცეცხლი გახვეული, ცას და მიწას მოშორდა,
ცეცხლმა უკან დაიხია, მას მეხანძრე აქრობდა.
აი, ასე თავგანწირვით, იცავს დოვლათს მეხანძრე
და თან ახლავს მის ცხოვრებას დღე ხიფათით აღსავსე.
გავიხსენოთ ჩერნობილი - ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა,
გვიან ღამით მეხანძრენი, ატომის ცეცხლს აქრობდა.
მათ სიცოცხლე მილიონთა თავგანწირვით დაიხსნეს,
თუმც შესწირეს თავი ხანძარს და გმირულად დაეცნენ.
ვინ დათვალოს, ვინ აღწეროს, საქმე საგმირონია,
ცეცხლის ფრონტის მებრძოლები, ყველა გმირი მგონია.
სასახელო მათი გზები, დაწყებული იმ დღიდან,
ისტორიის საკუთრება, გახდა ამიერიდან.
სამერმისოდ კვლავ ფრთებს გაშლის, მეხანძრეთა გვარდია
ქვეყნის დოვლათს ის დაიცავს, ავდარი თუ დარია.
ჩერნობილის ხანძარს მაშინ ხუთი მეხანძრის სიცოცხლე შეეწირა.ამ ლექსმა მეორე ადგილი და ფულად პრემია დაისაკუთრა.

გაგრძელება

უკან დაბრუნება