> ეს საინტერესოა > შემთხვევა 1904 წლის სასამართლო პრაქტიკიდან

შემთხვევა 1904 წლის სასამართლო პრაქტიკიდან


13-01-2018, 19:47. ავტორი: Amuri შემთხვევა 1904 წლის სასამართლო  პრაქტიკიდანრეალური შემთხვევა სასამართლო პრაქტიკიდან აღწერილია 1904 წლის ჟურნალის „სადაზღვევო საქმე“ ნოემბრის ნომერში.

სასამართლოში განიხილებოდა ხანძრის განზრახ წაკიდების საქმე. საქმეში ვკითხულობთ: 1902 წელს აბრამოვიჩმა გამართა საკუთარი სახლი, ეს გეგმა მენარდის დაუდევრობის გამო ძვირი დაუჯდა, სახლი ცუდად იყო აგებული, რის გამოც აბრამოვიჩს შესძულდა ის და გაყიდვა დაუპირა, თუმცა მყიდველი არ ჩანდა. იმავე წლის გაზაფხულზე აბრამოვიჩი ოდესაში გაემგზავრა ნაცნობთან - გადამდგარ პოლკოვნიკთან ტრესკინთან ერთად, რომელსაც სადგურზე შეხვდა ბრანდმეისტერ ოსიპოვთან ერთად. მატარებლის გამგზავრებამდე აბრამოვიჩი ოსიპოვს ცოტა ხნის წინ მეზობლად მომხდარი ხანძრის შესახებ ესაუბრებოდა და საუბრისას ხუმრობით აღნიშნა, რომ საუბედუროდ, ხანძარი მის სახლს არ გადასდებია. ოსიპოვმა ჰკითხა, მართლა უნდოდა თუ არა, რომ მისი სახლი დამწვარიყო, რაზეც აბრამოვიჩმა, ივარაუდა რა, რომ ოსიპოვი ხუმრობს, უპასუხა ასევე ხუმრობით, რომ რა თქმა უნდა სურს ეს. ამით საუბარი დასრულდა, რამდენადაც გაისმა ზარის ხმა და აბრამოვიჩი ავიდა ვაგონში. ორი კვირის შემდეგ ოდესიდან დაბრუნებული კვლავ შეხვდა ოსიპოვს, რომელმაც უთხრა, რომ ყინვებმა დაიჭირა და ზუსტადაც ხანძრის გაჩენისთვის შესაფერისი დროა. როცა აბრამოვიჩმა უარი განაცხადა საკუთარი სახლის დაწვაზე, მაშინ ოსიპოვმა დაუწყო დარწმუნება, რომ ამით არაფერს წააგებს, პირიქით, სადაზღვევო კომპანია მსუყედ აუნაზღაურებს ზარალს. მომდევნო შეხვედრებზეც ოსიპოვი აგრძელებდა აბრამოვიჩის დარწმუნებას და ცდუნებას სადაზღვეო კომპანიისგან მომავალი დიდი ფულით. აჰყვა რა ამ რჩევას, აბრამოვიჩმა სასწრაფოდ გადააზღვია საკუთარი სახლი რუსეთის მეორე სადაზღვევო გაერთიანებაში, ასწია რა დაზღვევის თანხა 5000 რუბლიდან 8000 რუბლამდე და იქვე მოძრავი ქონებაც დააზღვია 3000 რუბლად. მალე ოსიპოვმა 25 რუბლი მოსთხოვა ცეცხლის წამკიდებლის მგზავრობის საფასურის სახით. ეს ფული აბრამოვიჩმა მეორე სახანძრო განყოფილების ღობესთან გადასცა, სადაც ოსიპოვმა უთხრა, რომ ეს პირი, როგორც უძრავი ქონების აგენტი, ისე ესტუმრება მას. რამდენიმე დღეში აბრამოვიჩთან მართლაც მოვიდა ებრაელი კაცი, რომელიც კომისიონერად და სახლის შეძენის მსურველი ადამიანის აგენტად გაეცნო და სახლი დაათვალიერა. ამ ვიზიტიდან რაღაც პერიოდის მანძილზე არავითარი საუბარი აღარ შემდგარა, 1903 წლის თებერვალში ოსიპოვი ეწვია აბრამოვიჩს და განაცხადა, რომ უკვე ყველაფერი მზადაა საქმის შესასრულებლად და წინასწარ 500 რუბლი მოითხოვა. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ აბრამოვიჩი გადაუხდის წინასწარ 200 რუბლს, ხოლო დარჩენილ 300 რუბლს კი სადაზღვევოსგან ზარალის ანაზღაურების შემდეგ მისცემს.

მეორე დილას ბერდიჩევსკის ქუჩაზე აბრამოვიჩმა ქალაქის მმართველობის შენობის წინ ბრანდმეისტერის ცხენი დაინახა და იფიქრა რა, რომ ოსიპოვი მმართველობის შენობაშია, თვითონაც იქ შევიდა და შენობის კიბეზე გადასცა მას 200 რუბლი. რამდენიმე დღის შემდეგ ოსიპოვი ქუჩაში შეხვდა აბრამოვიჩს და უთხრა, რომ საღამოს ეწვეოდა მას, მართლაც საღამოს აბრამოვიჩის სახლში შედგა საუბარი, სადაც ოსიპოვმა აბრამოვიჩს უთხრა, რომ ხვალ უნდა წავიდეს თეატრში და სწორედ ამ დროს გაჩნდება მის სახლში ხანძარი. ამ საუბრისას აბრამოვიჩმა ფაჩუნი გაიგონა გვერდით ოთახიდან და უნდოდა გაეხედა იქით, თუმცა ოსიპოვმა შეაჩერა და უთხრა, რომ იქ მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს. წასვლის წინ კი აბრამოვიჩისგან წამოიღო ძვირფასი თოფი, ხანჯალი და პისტოლეტი. მეორე დღეს აბრამოვიჩი ყოყმანობდა თეატრში წასვლას, მაგრამ საღამოს მასთან მოვიდა იგივე ებრაელი კაცი, რომელიც ადრე კომისიონერის სახით გამოეცხადა და აცნობა, რომ თეატრში ეპატიჟება ის მემამულე, რომელსაც ამ სახლის ყიდვა უნდა. მაშინ აბრამოვიჩი მსახურ ქალთან და ძმასთან ერთად გაეშურა თეატრში, იქ ოსიპოვს შეხვდა, თუმცა ოსიპოვმა ურჩია ერთმანეთისგან თავი შორს დაეჭირათ. შინ დაბრუნებულს სახლში ყველაფერი რიგზე დახვდა და გადაწყვიტა, რომ ხანძრის გაჩენა სხვა დროისთვის გადაიდო და დაწვა დასაძინებლად, თუმცა ღამის ოთხ საათზე გაეღვიძა და ხედავს სახლის ზედა სართული იწვის. ხანძარი მალე ჩააქრეს, ხოლო მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევომ 3500 რუბლი გადაიხადა. აბრამოვიჩმა უსაყვედურა ოსიპოვს, რაზეც უკანასკნელმა უპასუხა, რომ აჯობებდა სახლი შეეკეთებინათ, დაეზღვიათ და მომდევნო ხანძარი უკვე უფრო წარმატებული იქნებოდა. აბრამოვიჩი კვლავ დაყაბულდა და გასაღებიც კი მისცა საკუთარი სახლის, თუმცა დიდხანს ვერ შეთანხმდნენ ჰონორარის ოდენობაზე, რადგან აბრამოვიჩი წინასწარ გადახდის წინააღმდეგი იყო და მეტიც, არც ვექსილის მიცემა სურდა. ამ მოლაპარაკებების დროს აბრამოვიჩს დაუკავშირდა რუსეთის მეორე სადაზღვევო გაერთიანების აგენტის თანაშემწე აზრიელ გროსმანი, რომელიც ზარალის დათვლაში ღებულობდა მონაწილეობას და თან სადაზღვევოსგან უფრო მეტი ანაზღაურების მიღების გზების შესახებ უწევდა კონსულტაციას აბრამოვიჩს. ერთხელაც მან განაცხადა, რომ ნათელია ეს ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი, მან გაააკრიტიკა ცეცხლის წაკიდების ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იქნა და ბოლოს შესთავაზა, რომ შეუძლია დაეხმაროს ხანძრის მოწყობაში. აბრამოვიჩმა მისი დახმარებით სახლი ხელახლა დააზღვია ახალ სადაზღვევო კომპანიაში, 7800 რუბლად, ხოლო მოძრავი ქონება - 3000 რუბლად. ოსიპოვთან თანხის გარშემო მოლაპარაკებების დროს აბრამოვიჩმა უთხრა, რომ ყავს ადამიანი, რომელიც წინასწარი ანაზღაურების გარეშე გააკეთებს ამას, რაზეც ოსიპოვმა უპასუხა, რომ თანახმაა, თუმცა საქმის დასრულების შემდეგ 100-150 რუბლი უნდა მიიღოს. აბრამოვიჩი შეუთანხმდა სადაზღვევო აგენტს გროსმანს, რომელმაც ხანძრის გამჩაღებლად მარმერშტეინი გამოგზავნა, რომელმაც რამდენიმე ფუნტი საფანტი მიიღო აბრამოვიჩისგან, გამოსძალა სხვადასხვა საბაბით გარკვეული რაოდენობით ფულიც და მოიპარა სხვადასხვა ნივთები. ამით განრისხებულმა აბრამოვიჩმა განუცხადა გროსმანს, რომ უარს ამბობს სახლის გადაწვაზე, თუმცა გროსმანმა დაამშვიდა ის და შეპირდა, რომ სხვა ადამიანს გამოგზავნიდა საქმის შესასრულებლად და ურჩია რამდენიმე დღით ქალაქიდან წასულიყო. 30 ივნისს აბრამოვიჩი რიაზანს გაემგზავრა, თუმცა შეუძლოდ ყოფნის გამო შეჩერდა ბერდიჩევში, სადაც 4 ივლისს ჩამოვიდა გროსმანი და 6 ივლისს შეხვდა აბრამოვიჩს და განუცხადა, რომ სახლის გადაწვა იმავე ღამეს განხორციელდა წარმატებით, მიიღო მისგან 300 რუბლი და გაემგზავრა.

გამოვლინდა, რომ ყოფილი ბრანდმეისტერი ოსიპოვი სისტემატურად ახორციელებდა გადაწვებს. მისი დამოკიდებულება ხანძრების ჩაქრობისას გარკვეულ ეჭვებს აღძრავდა, იქ მყოფი პირები ეჭვობდნენ, რომ ოსოპოვი რაღაც ისეთ ქმედებებს აწარმოებდა, რითიც ცდილობდა დაეფარა გადაწვის კვალი. ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ ახსნევინებდა ხანძართან მისადგომ ნაგებობებს, აწყვეტინებდა წყლის დასხმას, წყალს ასხამდა არა კერაში, არამედ კერიდან მოშორებით და აცლიდა შენობას კარგად აალებას და თითქოს მერე ეცემოდა ჩასაქრობად. ერთხელ, როცა მთელი ეკიპაჟი მიქროდა ხანძრის კერაში ცეცხლმოკიდებული სახლის საშველად, სადაც აშკარა ნიშნები გამოვლინდა განზრახ წაკიდების, ოსიპოვმა გააჩერა მთელი ეკიპაჟი და ტუქსავდა მეხანძრეებს. ხანძრის კერაში მიმავალი ეკიპაჟის გაჩერება ნებისმიერი მიზეზით არის დაუშვებელი.

სასამართლომ ოსიპოვს და აბრამოვიჩს კატორღა მიუსაჯა, ოსიპოვს სამი წლით, ხოლო აბრამოვიჩს ორი წლით.

წყარო:fireman.club

უკან დაბრუნება