Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე
> ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლები, ჟურნალი ბორბონჩია, ზუგდიდის სახანძრო დაცვა > თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე


26-03-2020, 19:01. ავტორი: Amuri
თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე


ლევთერ ჭოჭუა


თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე არიან ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას, ნიადაგ იღწვიან კოლექტივის, ორგანიზაციის ძლიერებისათვის, ძალასა და ენერგიას არ იშურებენ წარმატების მოსაპოვებლად, მაღალი ადამიანური თვისებებით სამაგალითონი არიან საზოგადოებასა და ოჯახში. სწორედ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება თამაზ უბილავა.
თამაზმა მეგობრის რჩევით დაიწყო მუშაობა სახანძრო დაცვის სისტემაში რიგით მეხანძრედ. ყოველი რიგითი ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, მაგრამ თამაზ უბილავას გენერლობაზე არასდროს უოცნებია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში გენერლის წოდება, სახანძრო დაცვის სისტემაში არ არსებობდა. სამ წელიწადს იარსება სახანძრო დაცვის დეპარტამენტმა და მისი თავმჯდომარე ჯუმბერ სურმავა გახდა მაშინ გენერალ-მაიორი. სამაგიეროდ თამაზის არ გაძნელებია პოლკოვნიკის წოდების მიღება, მან ეს წოდება ვადამდე ადრე მიიღო, როგორც მოწინავე და წარმატებულმა მეთაურმა.
თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

1985 წლიდან უძღვება თამაზი ზუგდიდის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს, დიდებული მეოჯახე და ცნობილი პიროვნებაა. არა მარტო ქალაქში, არამედ სამეგრელო - ზემო სვანეთის სახანძრო დაცვის კოლექტივებში. მას იცნობენ, როგორც სამართლიან, შრომისმოყვარე და კეთილშობილს, გამოირჩევა თანადგომითა და სტუმარ-მასპინძლობით, ერთი სიტყვით ჭკუის საკითახავი კაცია.
თამაზის ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა მომენტები, როცა იგი გაბედულად შეიჭრებოდა საბრძოლო უბანში და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი ებრძოდა ხანძრის სტიქიას.
თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

მისი მოქმედება ამხნევებდა მეხანძრეებს, აყვარებდა პროფესიას, უწილადებდა გამარჯვების სიხარულს; შესანიშნავმა ადამიანმა, მედგარმა და მამაცმა პროფესიონალმა თამაზ უბილავამ სიყვარულის ძეგლი აიგო სამეგრელო - ზემო სვანეთის სახანძრო დაცვის მუშაკთა გულებში. ის, ხომ სამეგრელო - ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსია.
თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

თამაზი არა მარტო სახანძრო საქმის დიდი სპეციალისტია, არამედ იგი არის ცნობილი საზოგადო მოღვაწე.
მორალურად მტკიცე, ყოფაცხოვრებაში თავმდაბალი და როგორც იტყვიან ცეცხლზე „ძლიერი“ აი ასე იცნობენ და აფასებენ მას საზოგადოებაში. ამის ნათელი დადასტურებაა ის, ფაქტი, რომ თამაზი არჩეულია ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ. ეს წოდება ნამდვილად მაღალი შეფასებაა მის პროფესიულ - შრომითი და საზოგადოებრივ საქმიანობისა, რაში მას ახალ სტიმულს აძლევს ამ უკანასკნელად მიღებული წოდება.
თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

თამაზ უბილავა მხოლოდ 58 წლისაა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მის მოღვაწეობაში ჯერ კიდევ წინაა მეხანძრის მუდამ მღელვარე და ხიფათით აღსავსე ცხოვრების დღეები.
ვუსურვოთ ჭეშმარიტად ნაღდ ქართველს - თამაზ უბილავას, ახალ-ახალი წარმატებები, ახალ-ახალი ზღუდეების გადალახვა და რეგიონში სანიმუშო სახანძრო სამსახურის დამყარება.

დაბა ჯვარში გაიზარდე
და ზუგდიდმა შეგიყვარა
არ გაგიშვა -მასთან დარჩი
ჭირში - ლხინში თან გატარა.
შენმა ნიჭმა - სიმამაცემ
სახანძრო დარგს მიგაჩვია,
საპატიო მოქალაქედ
შენ ზუგდიდმა აგირჩია.


დღეგრძელი იყავ თამაზ!

23/XI-2017 წელი


თამაზ უბილავა - ზუგდიდის საპატიო მოქალაქე


ჟურნალი "ბორბონჩია" №3 2017 წელი


ასევე ნახეთ:


ჟურნალი ბორბონჩია - თამაზ უბილავა

ზუგდიდის სახანძრო სამსახური ZIGLER-ის ფირმის ულტრა-თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და პირველი რიგის საავარიო - სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების სტატისტიკური მონაცემები

“ზუგდიდობაზე” საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს

თამაზ უბილავა - 60

ზუგდიდის სახანძრო დაცვა
უკან დაბრუნება