Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძარი „ტყვარჩელქვანახშირის №2 შახტში
> ინფორმაცია, ცეცხლთან ბრძოლა, წ.ცეცხლთან ბრძოლა > ხანძარი „ტყვარჩელქვანახშირის №2 შახტში

ხანძარი „ტყვარჩელქვანახშირის №2 შახტში


25-08-2019, 19:36. ავტორი: Amuri
ვასილი ბარამიძე

„ტყვარჩელქვანახშირის №2 შახტში 1967 წ. 16 იანვარს მოხდა მიწისქვეშა რთული ხანძარი, მის ქრობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გასამხედროებული სამთო მაშველი რაზმის მებრძოლმა მ.გაბელიამ, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და აფეთქების საფრთხის პირობებში ენერგიულად მუშაობდა გაზიან ატმოსფეროში შესაკრავების აგებაზე. მან ლულით ხელში გაბედულად მიიტანა იერიში ცეცხლზე და უზრუნველყო სამაგრების ქრობა. შემდეგ იგი ხოხვით გაიჭრა ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობისაკენ და დროულად უზრუნველყო ფეთქებადი ნივთიერებების ევაკუაცია. მამაცი მებრძოლის მიხეილ გაბელიას გამჭრიახობა და გამბედაობა აღინიშნა მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“.

წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“ თბილისი 1973 წელი გვ.185

უკან დაბრუნება