გაზეთი „იზვესტია“: თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ ხანძარი გაჩნდა
> ინფორმაცია, ცეცხლთან ბრძოლა, წ.ცეცხლთან ბრძოლა > გაზეთი „იზვესტია“: თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ ხანძარი გაჩნდა

გაზეთი „იზვესტია“: თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ ხანძარი გაჩნდა


23-06-2018, 19:35. ავტორი: Amuri
ვასილი ბარამიძე

მადლობით აღინიშნა აგრეთვე ის გმირობა, რომელიც მეხანძრეებმა გამოიჩინეს ქ.თბილისში ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ მომხდარი ხანძრის ქრობის დროს.
აი,რას წერდა ამის შესახებ 1969 წლის 11 იანვრის ნომერში გაზეთი „იზვესტია“: თბილისის ქარხანა „ელექტროიზოლიტში“ ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეების მოსვლისას უკვე ფეთქდებოდა ბენზინიანი კასრები. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა იქ, სადაც იმყოფებოდა 25 ტონიანი ბენზინით სავსე ცისტერნა. მის ღია ხრახნსაცობიდან ცეცხლოვან ნაკადად გადმოდიოდა ცეცხლმოკიდებული სითხე.
მეხანძრეებმა რამოდენიმეჯერ სცადეს სპეციალური გენერატორების გამოყენებითა და ქაფის ინტენსიური მოწოდებით ჩაექროთ ცეცხლი, მაგრამ ბენზინის ნაკადის წნევა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, რის გამოც იგი უკუაქცევდა ქაფის ფანტელებს. ქალაქის ოპერატიული მორიგე მ.დოლიძე და ყარაულის უფროსი ო.ნანაიკაშვილი, რომლებმაც წყალი გადაისხეს, სწრაფად შევარდნენ ალში.
გავიდა ერთი წუთი, რომელიც ყველას მარადისობად მოეჩვენა. მეხანძრეებმა შეძლეს ხრახნსაცობის გადახურვა. შემდეგ მათ წყლის საფარქვეშ ცეცხლის რკალი გაარღვიეს და მალე ხანძარიც ჩააქრეს.
ხუთი მეხანძრის თავდადება აღინიშნა მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“. ესენი იყვნენ: კაპიტანი მ.დოლიძე, კაპიტანი გ.კარგიანი, უმცროსი სერჟანტი ა.ყირიმელი, უმცროსი სერჟანტი ლ.ლუხუტაშვილი და ლეიტენანტი ო.ნანიკაშვილი.

წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“ თბილისი 1973 წელი გვ.187

უკან დაბრუნება