Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ოთარ გოგოლაძის სამი მედალი
> ინფორმაცია, არავინდაარაფერი > ოთარ გოგოლაძის სამი მედალი

ოთარ გოგოლაძის სამი მედალი


10-02-2018, 17:24. ავტორი: Amuri
გ. ბორისოვა

ოთარ გოგოლაძის სამი მედალი 1957 წელს საქართველოს ცეცხლოვანი ფრონტის მებრძოლებისა და მეთაურების ჯგუფი დააჯილდოვეს ახლად დამტკიცებული მედლით „ხანძარზე მამაცობისთვის“. პირველი მედალი საქართველოში გადაეცა სერჟანტ რეზო ამაშუკელს.
მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა. რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს ხანძრის ქრობის შტაბის უფროსის მოადგილე ომარ გოგოლაძე მესამედ გახდა მედლის-„ხანძარზე მამაცობისთვის“ - მფლობელი.
ო.გოგოლაძე ბავშვობიდან ოცნებობდა მეხანძრეობაზე, ფიქრობდა გამოსულიყო ისეთი სპეციალისტი, როგორიც მისი მამა იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს მოანდომა, მისი თქმით „ყველაზე კეთილ საქმეს“.
სამსონ გოგოლაძეს, უყვარდა თავისი სპეციალობა, რომელსაც 30 წელო შეალია. სახანძრო ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ბორჯომის სახანძრო საზოგადოებას. მას უხაროდა როდესაც ომარმა დაამთავრა სკოლა და წარმატებით ჩააბარა გამოცდები ხარკოვის სახანძრო-ტექნიკურ სასწავლებელში. ამაყობდა შვილის წარმატებით, მისი ლეიტენანტის პირველი სამხრეებით. სასიხარულო იყო ომარის დანიშვნა ყარაულის უფროსის თანამდებობაზე მეოთხე სახანძრო ნაწილში, რომელიც ემსახურება და იცავს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ მოწინავე რაიონს.
თავისი პირველი საბრძოლო მედალი „ხანძარზე მამაცობისთვის“ ო. გოგოლაძემ 20 წლის ასაკში მიიღო.
განგაშის ზარმა გაძლიერებული გამოძახებით შეაწყვეტინა მეცადინეობა, მაშასადამე საქმე სერიოზულია. იწვის კავშირგაბმულობის სახლი, იტყობინება ტელეფონისტი. რამდენიმე წუთის შემდეგ ყარაული გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე მუშაობდნენ პირველი და მეორე ნაწილების სახანძრო მანქანები, რომლებიც ცოტა უფრო ადრე მისულიყვნენ. მათ საბრძოლო გათვლებს ხელმძღვანელობდნენ ოთარ ნონიკაშვილი და პ. თარხანიანი, რომლებმაც ომართან ერთად დაამთავრეს სასწავლებელი.
თქვენი ამოცანაა- მიმართა მათ ხანძრის ქრობის ხელმძღვანელმა ვ.ბარამიძემ,-დაზვერვა. უნდა მოხვდეთ სხვენში, რომლის მისასვლელები ჩახერგილია. სამივემ ერთად გადალახა კიბეზე ხუთმეტრიანი სიმაღლე, ყველაზე მძიმე და ძნელი წუთები ხანძრის დროს.
ჟანგბადიანი ხელსაწყოების ნიღბები ფარავდა მათი სახეების გამომეტყველებას. მიიწევდნენ წინ ნელა, ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ ირგვლივ ცეცხლია, კვამლი, გამძვინვარებული ცეცხლის ალის ხმაური, სადღაც ძლიერ დაიქუხა.
ერთბაშად, მათგან სულ ახლოს, 10 მეტრში ჩამოინგრა სახურავი. ქვეშ მათი ბიჭები მუშაობდნენ - ხომ არაფერი დაემართათ? გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ თოკით ძირს, ხუთმეტრიანი სიმაღლიდან. ბიჭები კი ზევიდან მათ დაცვას აწყობდნენ. ომარი და ახლადმოსული ო. ჭაბუკიანი ლულით ხელში ჩამოდიან ძირს, სადაც ხანძრის მთავარი კერაა. წყლის ძლიერი ნაკადი თავს ესხმის გაძლიერებულ ცეცხლს. მოდის დახმარება, ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება. რამდენიმე საათის შემდეგ, ხანძრის ქრობის მონაწილენი იხილავენ ცეცხლთან ბრძოლის წუთებს. ომარ გოგოლაძისა და მისი ამხანაგებისათვის ეს არ იყო პირველი წრთობა, მაგრამ ასე არასოდეს გასჭირვებიათ.
საათი შუაღამეს უჩვენებდა, როდესაც ქალაქის ოპერატიულმა მორიგემ ომარ გოგოლაძემ მიიღო შეტყობინება ხანძრის შესახებ. სწრაფად ჩამოვიდა მანქანასთან.
- მოვდივართ!
მანქანა სწრაფად გავიდა ღამით ქ. თბილისის წყნარ ქუჩაზე. ხანძარი გაღვივებული იყო, ალი და კვამლის სქელი გორგალები გამოდიოდა ფანჯრებიდან, შეგროვილიყო შეშინებული ხალხი.
ცეცხლი ეკიდა ძველ ორსართულიან ხის სახლს, რომელიც თავის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. გვერდით კი, სულ ახლოს, თბილისელთა სიამაყე თვრამეტსართულიანი სასტუმრო „ივერიაა“, რომელმაც ახლახან მიიღო სტუმრები. გოგოლაძე ერთბაშად მიხვდა, რა რთული და არაჩვეულებრივი ვითარებაა. მეჩხერი იატაკიდან კვამლი კიბის უჯრედში გავიდა, გადაჭრა ყველა გასასვლელი, და ჩაიხერგა ჭერის კონსტრუქციები. ამბობდნენ სახლში ადამიანები დარჩნენო.
მიღებულია ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება - სამმუხლიანი კიბის დახმარებით ერთბაშად ავიდნენ მეორე სართულზე და იქიდან იმოქმედონ.
ოპერატიული მორიგე აწყობს ხანძრის დაზვერვის ორგანიზაციას. ხელის დახმარებით ძლივს ახერხებს გასვლას - ის წინ არის, მის უკან კი, ლულით ხელში, მეშვიდე სახანძრო ნაწილის ყარაულის უფროსი იზორიაა. სიცხე ძლიერდება, სუნთქვა ჭირს, ყელში პირღებინების სურვილი აწვება. გაიწმინდა რა გასასვლელი, ნელ-ნელა მიიწევს სულ წინ და წინ, სანამ არ წააწყდა გონებადაკარგული ადამიანის სხეულს. ფრთხილად აიყვანა ის და გარეთ გამოიყვანა ჰაერზე, ყველამ მსუბუქად ამოისუნთქა. მოხუცებული მამაკაცი გონზე მოვიდა. მუშაობა გრძელდება, ფანჯარაში წყლის ნაკადის მიწოდებით მალე შესაძლებელი გახდა კიბის უჯრედში ცეცხლის კერის ლოკალიზება და სახურავიც გადარჩენილია. ო. გოგოლაძე ყოველთვის ყველაზე საშიშ ადგილებზე მოქმედებს, იქ, სადაც მიმდინარეობს ადამიანებისა და ქონების ევაკუაცია.
მეხანძრეები კიდევ ერთი საათი აქრობდნენ ცეცხლს. სახლი გადაარჩინეს, ომარ გოგოლაძე მეორედ დააჯილდოვეს.
ამ ორ შემთხვევას ერთმანეთისაგან ექვსი წელიწადი ჰყოფს, წლები ძიებისა, ვაჟკაცობისა და გამბედაობის. ყოველ წელიწადს მოჰქონდა რაღაც ახალი. ხანძრებზე საბრძოლო მუშაობის პერიოდში იხვეწებოდა პროფესიული ხელოვნება, გროვდება გამოცდილება, ადვილი ხდებოდა ურთიერთობა კოლეგებთან და ხელქვეითებთან.
სწავლობდა თვითონ და ასწავლიდა სხვებს, სამი წლის ყარაულის უფროსად მუშაობის შემდეგ ის დანიშნეს მეშვიდე დამოუკიდებელი სახანძრო ნაწილის უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით კი - ქალაქის ოპერატიულ მორიგედ.
1969 წლის 28 სექტემბერს, რესპუბლიკის სახანძრო კავშირგაბმულობის ცენტრალურ პუნქტში შემოვიდა საგანგაშო შეტყობინება - სართიჭალაში ნავთობმა ამოხეთქა.
მოვიდა რა ხანძარზე, როგორც პირველი ხანძრის ქრობის ხელმძღვანელი, ომარ გოგოლაძემ განსაზღვრა ძალებისა და საშუალებების განაწილება.
მიწოდებული იყო ლულები ნავთობის ჭაბურღილის გასაგრილებლად, მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ოცი დღე-ღამის განმავლობაში, მენავთობე მუშებთან ერთად მოუხდებოდა ცეცხლთან სასტიკი ბრძოლა, სადაც გამოყენებული იქნებოდა უახლესი ტექნიკა. ჯერ კიდევ უცნობია საქართველოში ცეცხლმოკიდებული შადრევნის მოსათვინიერებელი ხერხები და მეთოდები.
გადასცა რა ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსს ე. გიორგაძეს, გოგოლაძემ შტაბის მუშაობას მოჰკიდა ხელი.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ომის დღეებში, იხსენებდა შემდეგ ამ დღეებს ე. გიორგაძე. იყო ზურგი, იყო მოწინავე პოზიციები, მთავარი შტაბი, რომელიც კორდინირებას უწევდა ყველა ქვედანაყოფის საქმიანობას.
განუწყვეტლივ მუშაობდა რადიოკავშირი. ორი სახანძრო სატუმბო სადგური კვებავდა ლაფეტის ლულებს, მათი სიმძლავრე ორჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივ ძალებს.
კახეთის სივრცეში მოლურჯო ფერის კვამლი იფანტება მინდვრებსა და გორაკებზე, ხანძრის ზონაში დამატებით გაიყვანეს სამკილომეტრიანი წყალსადენი, წყალს აგროვდებდნენ ხელოვნურ ტბებში, დღე და ღამე გასწორებული იყო.
შადრევნის ახლოს ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ დაიგრიხა ფოლადის კონსტრუქციები, ჭაბურღილის მოწყობილობა, ჩამოინგრა ფოლადის მძიმე კოშკი და ლითონის გროვა მის საფუძველთან. საჭირო გახდა ჭაბურღილის მიდამოების გაწმენდა. დეფორმირებული კონსტრუქციები, შედუღებული არმატურა შლიდა შადრევანს, ცეცხლი ვრცელდებოდა ჰორიზონტალურად, რაც კიდევ უფრო ართულდებდა ქრობას.
დეფორმირებული ლითონის გროვები გვარლებით მოდებული ტრაქტორების დახმარებით გამოჰქონდათ ხანძრის ზონიდან, ბოლოს ცეცხლოვანი დიდი ბოძი მოწყდა ფუძეს და ცაში ავარდა. საგანგაშო მდგომარეობაში გატარებული 17 დღისა და ღამის შემდეგ ხალხმა მიიღო მოკლე შესვენება, გადამწყვეტი შეტევა კი წინ იყო. ამისათვის ემზადებოდნენ როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად.
მეხანძრეებს თბილისიდან, სოხუმიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ოზურგეთიდან, სამტრედიიდან და ახალციხიდან პირველად მოუხდათ ბრძოლა ნავთობის უძლიერეს შადრევანთან.
უცდიდნენ, როდის მოიტანდნენ ჭაბურღილის მიდამოებში ლითონის საკეტს, მაშინ მეხანძრეები მოკვეთენ ცეცხლის ალს, მენავთობეები კი შეძლებენ შადრევნის ჩაკეტვას. ბოლოს, 1969 წლის 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე ცეცხლმოდებული უდიდესი ჩირაღდანი სართიჭალის თავზე ჩამოგდებულ იქნა.
1969 წლის 16 და 19 ოქტომბრის გაზეთებში - „საღამოს თბილისი“ და „პრავდა“ - გამოქვეყნებულ წერილებში დაწვრილებით იყო მოთხრობილი მეხანძრეების სტიქიასთან გმირული ბრძოლის ამბავი, სადაც აღნიშნული იყო ო. გოგოლაძის, ნ.წიკლაურის, ვ. შილაბოკოვის და სხვათა ხანძრის სტიქიასთან თავგანწირული ბრძოლის შესახებ, და სულ მალე ომარ გოგოლაძეს აჯილდოებენ მესამე მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“.
1970წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.20-26



უკან დაბრუნება