რას წერდა ჟურნალი „სახანძრო საქმე“ 1930 წელს: „ხულიგნობა და სოფლის ხანძრები“, „73 წლის ბრანმდმაიორის პატივსაცემად გამართული ზეიმი“, „11-სართულიანი სახლის დიდი ხანძარი მოსკოვში.“
> ეს საინტერესოა, სხვადასხვა ისტორიები > რას წერდა ჟურნალი „სახანძრო საქმე“ 1930 წელს: „ხულიგნობა და სოფლის ხანძრები“, „73 წლის ბრანმდმაიორის პატივსაცემად გამართული ზეიმი“, „11-სართულიანი სახლის დიდი ხანძარი მოსკოვში.“

რას წერდა ჟურნალი „სახანძრო საქმე“ 1930 წელს: „ხულიგნობა და სოფლის ხანძრები“, „73 წლის ბრანმდმაიორის პატივსაცემად გამართული ზეიმი“, „11-სართულიანი სახლის დიდი ხანძარი მოსკოვში.“


17-02-2018, 17:09. ავტორი: Amuri
„ხულიგნობა და სოფლის ხანძრები“

იანვარში ხარკოვის გუბერნიის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ოთხ მოზარდ-ხულიგანს, რომლებიც სისტემატურად წვავდნენ გლეხების სახლებს. სასამართლოზე ხულიგნებმა განაცხადეს, რომ სახლებს სპეციალურად წვავდნენ, რადგან იქედან გოგონები გამოცვენილიყვნენ, რომლებიც მათთან ერთად გავლაზე უარს ამბობდნენ. ასეთი ხანძრები გამოვლინდა ბაბროვსკის, ტამბოვის, ალატირსკის მაზრებში. ამ უკანასკნელ ადგილას 17-19 წლის ახალგაზრდები, ადგილობრივი სადაზღვევო აგენტის ცნობით, ტერორს ახორციელებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სახლების გადაწვით. სამწუხაროდ ყველა ასეთი ხულიგნობის ფაქტი როდი მთავრდება სასამართლოთი და შესაფერისი სასჯელით. კიდევ უფრო ხშირად ხანძრის მიზეზი თამბაქოს ნამწვი ან ჩაუმქრალი ასანთია ეზოებსა და თივის საწყობებში თამბაქოს მოწევის გამო. გადაწვის მიზეზებს შორის გვხვდება ასეთებიც: „არაფერი მოგვცა ნაბახუსევისთვის, არ შეგვიშვა სახლში, დაგვემუქრა მილიციით, არ გამოუშვა ქალიშვილი ჩვენთან სასეირნოდ.“ და სხვ. აი, ამგვარი წვრილმანი მიზეზით იფეთქებს ხოლმე ცეცხლი და სოფელი იწვის. აუცილებელია ამგვარი მოვლენის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. 671-ე ცირკულარის მიხედვით ხანძრის განზრახ გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უმკაცრესი და ენერგიული. იმავე ცირკულარის მეორე პუნქტში წერია დამნაშვეთა განსასჯელის სკამამდე მიყვანის აუცილებლობის შესახებ. სუმის ოლქის სასამართლოს განჩინება მაგალითი უნდა იყოს სხვა ხულიგნებისთვის.

„73 წლის ბრანმდმაიორის პატივსაცემად გამართული ზეიმი“

მიმდინარე წლის 15 მარტს სარატოვის გუბერნიაში ჩერნიშევსკის სახელობის თეატრის 60 წლის იუბილის დღეს გაიმართა ზეიმი, რომელიც 73 წლის ღვაწლმოსილ ბრანდმაიორს - ტ.პ. ვასილევს მიეძღვნა. ამხანაგი ვასილევი მუხლჩაუხრელი ებრძვის ხანძრებს უკვე 50 წელია და უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ამ გმირულ საქმეში. 1894 წელს პეტერბურგში საამქროს ხანძრისას მის მიერ 4 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი, რისთვისაც მიიღო პერსონალური მადლობა და პრემია გადაეცა 200 რუბლის ოდენობით. იმავე ქალაში 1996 წელს ხანძრის ქრობისას ვასილევმა მთელი სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო აფეთქების შედეგად, რისთვისაც მიიღო მადლობა და 300 რუბლის ოდენობით პრემია გადაეცა. 1899 წელს ვასილევის მიერ შემუშავებული იქნა ხანძარსაწინააღმდეგო სითხე, რომელიც აღიარებული იქნა პირველ საშუალებად ხანძრის დროს და რისთვისაც დაჯილდოვებული იქნა მედლით. მისი მოღვაწეობა სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდა: არხანგელსკში, ულიანოვსკში, ხვალინსკში, სადაც მის მიერ დაიხვეწა ჩაქრობის ტექნიკები და ხანძარსაწინააღმდეგო საორგანიზაციო საქმე. 1918 წლიდან ის სარატოვის ბრანდმაიორის თანაშემწეა და ხელმძღვანელობს ქალაქის თეატრის სახანძრო უსაფრთხოებას ვიდრე დღემდე. მისი დამსახურებების გათვალისწინებით გუბერნია გულწრფელ სიხარულს გამოხატავს მისთვის შრომის გმირის წოდების მინიჭების გამო.

„11-სართულიანი სახლის დიდი ხანძარი მოსკოვში“

მოსკოვში მეორე წელია შენდება უზარმაზარი 11-სართულიანი სახლი სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, იქვე შენდება დიდი ზომის კინოთეატრი. სახლი თითქმის დასრულებულია, ორი ფასადის გარდა, სადაც მიმდინარეობს კედლების ამოყვანა და რკინაბეტონის კონსტრუირება, დანარჩენ ნაწილებში შიდა სამუშაოები წარმოებს. კიბის უჯრედები არ არის დასრულებული და მათ ნაცვლად გასაშლელი კიბეები გამოიყენება. კარ-ფანჯრის ღიობების დიდმა ფართობმა და შენობაში საწვავის არსებობამ კარგი ნიადაგი შეამზადა ხანძრის გასავრცელებლად. ხანძრის შესახებ შეტყობინება დილის 11 საათსა და 55 წუთზე შემოვიდა. იწვოდა შენობის მარცხენა ფრთის საქვაბე, ცეცხლმა მთლიანად მოიცვა ის, ჩააღწია ქვედა სართულზე და გავრცელდა შენობის უკან. შენობის მე-7-8 სართულებზე მოსახვედრად სახანძრო რაზმმა სახანძრო კიბე აირჩია. გათვლა გაკეთდა ისე, რომ არ დაქვემდებარებულიყვნენ კვამლის ზემოქმედებას, თუკი ეს ვერ მოხერხდებოდა, უკანდახევა ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო, რა დროსაც ძალიან ძნელია წყლის მილების მოხსნა და მეორეც - ყინვის გამო შესაძლოა წყლის მიწოდების სისტემა გაყინულიყო. ამიტომ უმჯობესი იყო გაგვეწირა შენობის ერთი სექცია, ვიდრე მთელი სახლი. სახანძრო რაზმები გადანაწილდნენ სართულებზე, დაწყებული ზედა სართულიდან და სახურავიდან. ავტოტუმბოებმა დაიკავეს ყველა ახლომდებარე ჰიდრანტი, მხოლოდ ერთს არ ეყო წყალი და ის გადაისროლეს მდინარის მეორე მხარეს. პოზიციების დაკავებისთანავე, გაიცა ცეცხლის ლოკალიზაციის დაწყების ბრძანება. შენობის სრული ლოკალიზაციის ამოცანა წარმატებით იქნა შესრულებული, ცეცხლი უახლოეს პუნქტებზეც კი არ გავრცელებულა, თუმცა მის ჩაქრობაზე უზარმაზარი ძალისხმევა დაიხარჯა. დღის 3 საათზე უკვე გამოიკვეთა, რომ ლოკალიზაცია სახეზეა და შენობა საფრთხის ქვეშ აღარაა. ამის შემდეგ გაგრძელდა დამწვარი სექციების მორწყვა. ზარალმა 3 5000 რუბლი შეადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოსკოვის სახანძრო სამსახურს 10-სართულზე მაღალი სახლის ხანძრის ქრობა მოუწია. ძალიან გართულდა წყლის სისტემის ატანა სხვენში და კოლოსებზე, თუმცა მამაცმა მეხანძრებმა ამ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვეს.

წყარო:fireman.club


უკან დაბრუნება