Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა
> ინფორმაცია, ხანძრები საქართველოში > თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა


19-02-2018, 20:00. ავტორი: Amuri


თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია „სოკარის“ კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უკან დაბრუნება