Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სამგორში ხანძრის ადგილას 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს
> ინფორმაცია, ხანძრები საქართველოში > სამგორში ხანძრის ადგილას 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს

სამგორში ხანძრის ადგილას 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს


4-03-2018, 20:53. ავტორი: Amuri
სამგორში, ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაუნცხადეს, დამწვარია 2 ათასი კვ.მ ფართობი. ადგილზე 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

"გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა 2000 კვ.მ-ზე. მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი"- განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

სამგორში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

წყალო:digest.pia.ge
უკან დაბრუნება