Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ნეკროლოგი - გულით სევდით აგვევსო
> ინფორმაცია > ნეკროლოგი - გულით სევდით აგვევსო

ნეკროლოგი - გულით სევდით აგვევსო


13-03-2018, 06:35. ავტორი: Amuri გივი ბუკია მოკვდაო, ხმა დაირხა და ეს თავზარდაცემი სიტყვები ელვის სისწრაფით გავრცელდა ქვეყნად. ამ ამბავმა შეაძრწუნა ფოთელები, განსაკუთრებით სახანძრო დაცვის კოლექტივი, მთელი სპორტული საზოგადოება.
დამწუხრდა ოჯახი, მეგობარ-ნათესავები. გული სევდას ვერ იტევს, მწუხრის ზეწარი გადაეფინა ჩვენს გონიერებას, უპირველესად მან თავი დაგვამახსოვრა, თავისი კეთილშობილებით, მუდამ თავაზიანი და თავმდაბალი, საქმისათვის თავდადებული და გვერდით მდგომი.
ნეკროლოგი -  გულით სევდით აგვევსო

თავმდაბლობით გამოირჩეოდა და არა ამაყობით. თუმცა საამაყო უთვალავი ჰქონდა. იყო სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს რვაგზის ჩემპიონი სახანძრო გამოყენებით სპორტში, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებების - ლენინგრადისა და ვარშავის ორგზის ჩემპიონი, საპატიო ნიშნის ორდენოსანი
მას ბრინჯაოს ბიუსტი ჯერ კიდევ ახალგზარდობის პერიოდში დაუდგეს. მაგრამ ყველაფერი ეს რაღად გვინდა, ყოველივე ეს სიცოცხლეში გამშვენებდა გივი, ახლა კი უშენობით ფუჭია ყველაფერი.
ნეკროლოგი -  გულით სევდით აგვევსო

შენ აღარ ხარ ამ ქვეყნად, შენ ახლა იმ ქვეყნიდან - სულიერი სამყაროდან გადმოყურებ. ჩვენ შენ ვერ გხედავთ, სამაგიეროდ შენ ხედავ თითოეულ ჩვენთაგანს, გვითხარი რაიმე თუ შეგიძლია, მოდი ახლოს, თავი დაგვანახე და ჩუმად ვისაუბროთ. ხომ შეიძლება ეს მოხდეს -განგებამ თუ ინება.
ეს ტექსტი გარდაცვალების მეორე დღეს იწერება თვალცრემლიანად, ვიცი, რომ მწარე იქნება გასვენების დღე.
ერთი რამ ცხადია, ჩვენი გონება ვერ წვდება იმ საიდუმლოებას, რაც ღმერთისმიერია, განგებამ ასე ინება, რაც ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით და არც გვეცოდინება.
ნეკროლოგი -  გულით სევდით აგვევსო

სურათზე: ფოთის სახანძრო დაცვის ნაკრები გუნდი სახანძრო - გამოყენებით სპორტში.

ასე ჩვენო მეგობარო გივი, ამ ქვეყნიერი ცხოვრება ერთი გაელვებაა, რომელიც აღსავსაეა ტანჯვით და ნაწილობრივ სიხარულითაც.
შენ წახვედი და შენი წასვლით სატანჯველში ჩაგვაგდე, ამასობაში ჩვენი წასვლის დროც დადგება და ასე განმეორდება მუდამ.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს გივი.

ეპიტაფია

მე სიკვდილი არ მინდოდა
თქვენთან ყოფნა მერჩივნა,
განგებამ კი არ დამტოვა
გზა ზეცისკენ მიჩვენა.
ზეცაში ვარ გადმოგყურებთ
მენატრებით ძალიან,
აქ კი მანუგეშებელი
წინაპრები არიან.

ფოთის სახანძრო დაცვის კოლექტივი


რესურსები ინტერნეტში


მრავალ გზის ჩემპიონი
გივი ბუკია
მრავალგზის ჩემპიონი
სახელოვანი
უკან დაბრუნება