Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება
> ეს საინტერესოა > რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება

რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება


3-09-2020, 07:57. ავტორი: Amuri რუსეთის იმპერიის სახანძრო თავდაცვის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა „რუსეთის სახანძრო საზოგადოებამ“, 1901 წლის 8 ივნისიდან „რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება“. იგი დაარსდა 1892 წლის 14 ივნისს რუსი მეხანძრეების პირველ ყრილობაზე. სახანძრო საზოგადოება იქმნებოდა რუსეთის აქტიური მოღვაწეების ინიციატივით და საფუძველი ჩაუყარა რუსეთის იმპერიის მეხანძრეთა სულიერ ერთიანობას.
რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება ამ საზოგადოების საქმიანობა მრავალშრიან ხასიათს ატარებდა. მისი ამოცანა იყო „მოძიება, გაფრთხილებების ზომების განვითარება და სახანძრო უბედურებების აღკვეთა“, მეხანძრეები და ხანძრისგან დაზარებული პირებისთვის დახმარების გაწევა, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების გაუმჯობესება, სახანძრო-ტექნიკური ლიტერატურის გამოცემა, ყრილობების, გამოფენების და კონგრესების ჩატარება პირველი თავმჯდომარე ამ საზოგადოებისა იყო გრაფი ალექსანდრე დიმიტრიევიჩ შერემეტევი. საიმპარატორო საზოგადოების და ადგილობრივი სახანძრო ორგანიზაციების ქსელის დაფინანსების ძირითადი წყარო იყო საპატიო წევრების შენატანები, სადაზღვევო კომპანიები, ფულადი ლატარეები, სახანძრო ტექნიკის გაყიდვა, მილგასუფთავების სამუშაოები და სხვ. მათ შესანახად სახელმწიფო თანხებს არ გამოყოფდა. საზოგადეობის მოღვაწეობის სფეროში შედიოდა არამხოლოდ ნებაყოფლობითი, არამედ პროფესიონალური სახანძრო დაცვის სრულყოფა.
1892 წლის 1 მარტიდან რუსეთში პირველად გამოიცა ჟურნალი „მეხანძრე“. გამომცემელი იყო გრაფი ალექსანდრე შერემეტევი. რედაქტორი იყო ალექსანდრე ჩეხოვი, ცნობილი მწერლის ძმა. ჟურნალში, რომელიც თვეში ორჯერ გამოდიოდა, იბეჭდებოდა სტატიები ტექნიკის და სახანძრო პრაქტიკის შესახებ, სამამულო და საზღვარგარეთელი გუნდების მუშაობის ანგარიშები, კორესპონდენციები, ბიბლიოგრაფია, სტატისტიკური მონაცემები და სხვ. სამი წლის მანძილზე „მეხანძრემ“ მოასწრო და სოლიდური და სასარგებლო სპეციალური გამოცემის რეპუტაციის დატოვება შეძლო.
რუსეთის სახანძრო საზოგადოების მთავარი საბჭოს ინიციატივით 1894 წლის ივლისიდან, სანქტ პეტერბურგში ყოველთვიურად გამოდის ჟურნალი „სახანძრო საქმე“. ჟურნალის რედაქტორი იყო თავადი ლვოვი. ახალი ბეჭდვითი ორგანოს შემქმნელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჟურნალი „ცოცხალი გაცვლის საუკეთესო საშუალებად“ იქცეოდა, იქნებოდა რუსეთში სახანძრო საქმის მიმდევართა ყველა აზრის და ინტერესის გამაერთიანებელი და მის კიდევ უფრო განმტკიცებას და განვითარებას შეუწყობდა ხელს.
რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება სწორედ ამ ჟურნალის ფურცლებზე წარმოიშვა პოლემიკა განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო ამქრების შექმნის შესახებ, რომელთაც ხანძრების შესახებ გაფრთხილება დაევალებოდათ. მის ფარგლებში იმედოვნებდნენ აუცილებელი წესების გამოცემას მშენებლობებზე, მილების გაწმენდაზე, ღუმელების რემონტზე. ყველა სადაზღვევო პოლისი ამ ორგანოს გავლით უნდა ყოფილიყო. თანამედროვეები ამაში ხედავდნენ ერთერთ მთავარ ზომას, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა დაზღვევის სფეროში ბოროტმოხმარებას. აქვე უნდა შეემოწმებინათ ხანძრის მიზეზების შესახებ მასალები. ამქარს შეეძლო დაეხურა ის ის ადგილები , რომელიც აგებული იყო სამშენებლო ნორმების დარღვევით, მოეწყო სწრაფად აალებადი სითხეებით ვაჭრობის ადგილები და სხვა. გაივლის კიდევ 30 წელზე მეტი, სანამ რუსეთში გაჩნდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა, რომლის შექმნასაც ასე ცდილობდნენ პროგრესული სახანძრო მოღვაწეები გასულ საუკუნეში. ნიშანდობლივია, რომ ეს ჟურნალი დღესაც გამოდის. ის უკვე თავისი არსებობის მეორე ასწლეულს ითვლის .
1893 წლის მარტში მომზადდა წესდება რუსეთის გაერთიანებული სახანძრო საზოგადოებისა, იმპერატორმა ნიკოლაი მეორემ საზოგადოების წესდება განიხლა . საზოგადოება კვლავ რჩებოდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციად, რომელიც წესდების ფარგლებში მოქმედებდა, რომელიც 82 პარაგრაფისგან შედგებოდა.
1893 წლის 17 მაისს გრაფ შერემეტევის მამულში, ულიანოვკაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით შედგა საზეიმო გახსნა რუსეთის გაერთიანებული სახანძრო საზოგადოებისა. აქვე ჩატარდა მისი გახსნის ცერემონია.
რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება

შეძლებულ ხალხს სურდა ორგანიზაციის წევრობა. მათთვის საზოგაედოების საბჭომ სოლიდური საწევრო შენატანები დააწესა, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებს ხმარდებოდა. მეცენატები მედლებით ჯილდოვდებოდნენ . ხალხს ეამაყებოდა სახანძრო საზოგადოების წევრობა.
ოქროს ნიშანი გადაეცემოდა საპატიო წევრებს.
თავისი არსებობის პირველ წელს ორგანიზაცია აერთიანებდა მხოლოდ 70 ადგილობრივ ორგანიზაციას. 1914 წელს მათი რიცხვი უკვე 3600 იყო, მათ შორის:
- საქალაქო ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოება - 952;
- საქალაქო ნებაყოფლობითი სახანძრო ამხანაგობა - 1377;
- ფაბრიკა - ქარხნული სახანძრო საზოგადოებები და ამხანაგობები - 960;
- დანარჩენ სახანძრო ორგანიზაციები - 261.
ამას გარდა ორგანიზაციაში დარეგისტრირებული იყო 1400 ზე მეტი სასოფლო სახანძრო ჯგუფი, რომელშიც გლეხები შედიოდნენ. საზოგადოების მოქმედი წევრების რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იყო.
1897 წლის 27 ივნისს იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დაამტკიცა უწყება „სრულიად რუსეთის მეხანძრეების დახმარების საზოგადოებისა“ რომელსაც ეწოდა „ცისფერი ჯვრის საზოგადოება“. რომლის მმართველიც გახდა „რუსეთის სახანძრო საზოგადოების“ მთავარი საბჭო. საზოგადოება შემდეგ მიზნებს ისახავდა:
რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება

1.მეხანძრეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ჯილდოს მიღება, სამსახურბრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევების გამო დაზარალებისთვის.
2.მეხანძრეების და მათი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, თუკი მეხანძრემ დაკარგა შრომისუნარიანობა ან გარდაიცვალა , არამხოლოდ უბედური შემთხვევის გამო არამედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
„ცისფერი ჯვრის საზოგადებოს“ ქონება საწევრო შენატანებისგან , შემოწირულობებისგან და სხვა შედგებოდა. ყვეალზე დაბალი კომპენსაცია იყო 100 და ყველაე მაღალი 1000 მანეთი.
რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოება პროფესიონალურ სახანძრო სამსახურებში სამუშაო იყო ერთცვლიანი, სამუშაო დღე გრძელდებოდა 15-16 საათი. იმაზე, რომ მეხანძრეთა შრომა იყო მძიმე, თან ახლდა ტრავმები, სიკვდილიანობა მოწმობს განსაცვიფრებელი ციფრები. 1901 დან 1914 წლამდე რუსეთში სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები 2300 მეხანძრემ მიიღო, რომელთაგან დაახლოებით 10 % ინვალიდი გახდა, 24 % კი დაიღუპა. მხოლოდ მოსკოვის გუნდში 1912 წელს დაშავდა სახანძრო შემადგენლობის 34 %-ზე მეტი. დაავადების ან დამწვრობის შემთხვევაში შრომის უუნარო მეხანძრეები „ცისფერი ჯვრისგან“ მნიშვნელოვან სახსრებს იღებდნენ, ხოლო სიკვდილის შემთხვეავში მატერუალურ დახმარებას დაღუპული მეხანძრის ოჯახის წევრებს უწევდნენ.
1913-14 წლებში საზოგადოების საბჭო მონაწილეობდა ახალი სახანძრო უწყების შემუშავებაში. საზოგადეობა განთავსებული იყო სანკტ პეტერბურგში მორსკის ქუჩაზე 39, იქვე იყო სახანძრო ინსტრუმენტების მუზეუმი და ბიბლიოთეკა. 1916 წელს რუსეთის საიმპერატორო სახანძრო საზოგადოების საბჭომ წარმაოდგინა ბოლო ანგარიში სახანძრო საქმის და საზოგადოების მდგომარეობის შესახებ რუსეთში, როგორც შედეგი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისა( 1914-1915).
1917 წლის ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.

წყარო:fire-truck.ru

უკან დაბრუნება